კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე კონკურენტუნარიანი კვლავ შვეიცარიაა

 

რეიტინგში, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად აქვეყნებს, ზედიზედ მეორე წელია, შვეიცარია ლიდერობს. მეორე ადგილზე წელს შვედეთი გავიდა, მესამეზე კი სინგაპური. მიმომხილველებმა განსაკუთრებული ყურადღება იმას მიაქციეს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც 2009 წლამდე მუდმივად პირველობდა ზემოხსენებულ რეიტინგში, 2010 წელს მეორედან მე-4 ადგილზე გადაინაცვლა ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების გამო. რეიტინგის პირველ ათეულშია, ასევე, გერმანია, იაპონია, ფინეთი, ჰოლანდია, დანია და კანადა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სიაში სულ 139 სახელმწიფო მოხვდა. ამ ორგანიზაციის ექსპერტები რეიტინგს 1979 წლიდან პრესაში გამოქვეყნებული მონაცემებისა და გამოკითხვის შედეგად ადგენენ, რომელშიც წელს  139 ქვეყნიდან 13 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელ რეიტინგში პოსტსოციალისტურ სახელმწიფოებს შორის საუკეთესო შედეგი ესტონეთმა აჩვენა, რომელიც 33-ე ადგილზეა. რუსეთი, ისევე როგორც შარშან, წელსაც 63-ეა ისეთი ქვეყნების გარემოცვაში, როგორიცაა: ვიეტნამი, შრი-ლანკა, ურუგვაი, მექსიკა და იორდანია. ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებიდან რეიტინგში შედარებით წინ ლიტვა (47-ე ადგილი), აზერბაიჯანი (57-ე ადგილი), ლატვია (70-ე ადგილი) და ყაზახეთი (72-ე ადგილი) აღმოჩნდნენ. საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ რეიტინგში 93-ე ადგილზეა. მის მეზობლად ასეულში, ასევე, არის მოლდოვა (94-ე ადგილი) და სომხეთი (98-ე ადგილი).

скачать dle 11.3