რამდენი მილიარდერი ცხოვრობს ბელარუსში და რომელი ბელარუსი მილიონერია 17 გამოგონების ავტორი
„ფორბსის“ ვერსიით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში და პოლონური „ვპროსტის“ ვერსიით აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ბელარუსს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბელარუსში მდიდარი შეიძლება იყოს ან მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტი, ან მასთან დაახლოებული პირი. ბელარუსი მილიონერების შესახებ ინფორმაცია იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ექსპერტები მხოლოდ ვარაუდების დონეზე საუბრობენ ამა თუ იმ ბიზნესმენის ქონებაზე. ბელარუსული გამოცემა „ეჟედნევნიკი“ თავის ფურცლებზე ყოველწლიურად აქვეყნებს ყველაზე მდიდარი ბელარუსი ბიზნესმენების გვარებს და „თბილისელებში“ მათი ვერსიით შედგენილ ბელარუსი მილიარდერ-მილიონერების ტოპ-ათეულს შემოგთავაზებთ.
ვლადიმირ პეფტიევი – 1 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა 1957 წელს. კარიერა – ფლობდა პირველ ფიჭური კავშირის ოპერატორს ბელარუსში „ველკომს“; 1993 წელს დააარსა „ბელტეხექსპორტი“.
ბიზნესი – „ბელტეხექსპორტის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი.
ძირითადი აქტივები: „ბელტეხექსპორტი“ – ვაჭრობა სპეცტექნიკით, საბრძოლო იარაღით, „ბტ ტელეკომუნიკეიშენი“, ინტერნეტ-პროვაიდერი „დელოვაია სეტ“, „პრიორბანკი“, „ბელვნეშეკონომბანკი“, ნაციონალური ლატარია „სპორტ-პარი“, არყის ქარხანა „აკვადია“.
პირადი ინფორმაცია – ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი; 2014 წლის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; ფლობს რამდენიმე პატენტს; განქორწინებულია, ჰყავს 3 შვილი.
ვიტალი არბუზოვი – 200 მილიონი დოლარი
კარიერა – ბიზნესშია 1989 წლიდან; ბიზნესი – „ფენოქს აუტომოტივე კომპონენტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე (ოფისები გერმანიაში, რუსეთში, ბელარუსში).
ძირითადი აქტივები – ავტოკომპონენტების წარმოება: „ფენოკსი“, „ბრეიკ ჰაიდროლიკსი“, „ანტონარი“, „ვიტარავტომატივი“, „არვიტავტო“, „ბაზალტი“, „არკლოუ კომპანი“, „იუნისონი“, სუპერმარკეტების ქსელი – „პრესტონი“ და „პრესტონ პლაზა“.
ალეკსანდრ მოშენსკი – 150 მილიონი დოლარი
დაიბადა 1970 წელს. განათლება – ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კარიერა – თევზის ბიზნესშია 1993 წლიდან, დააფუძნა წარმოება „ნილა“ (თევზის იმპორტი); 1995 წლიდან – ბელარუსულ-ჰოლანდიური ფირმა „სანტა იმპეკს ბრესტი“; 2001 წლიდან გერმანულ ფირმა „აბელმანთან“ ერთად გახსნა თევზის წარმოების ბელარუსული ქარხანა.
ბიზნესი – „სანტა იმპეკს ბრესტის“ გენერალური დირექტორი.
ძირითადი აქტივები: „სანტა იმპეკს ბრესტი“, „სანტა-ბრემორი“ (ნახევარფაბრიკატებისა და ნაყინის წარმოება), „სავუშკინი პროდუქტი“ (რძის ნაწარმი).
პირადი ინფორმაცია – დიპლომატი, ისლანდიის საპატიო კონსული ბელარუსში.
პაველ ტოპუზიდისი – 100 მილიონი დოლარი
კარიერა – ბიზნესკარიერა დაიწყო პლასტმასის სათამაშოების წარმოებით, მოგვიანებით წამოიწყო თამბაქოს ბიზნესი, 2004 წელს სათამაშოების ქარხნის ადგილზე ააშენა სავაჭრო ცენტრი „კორონა“.
ბიზნესი – „ტაბაკ-ინვესტის“ მფლობელი ძირითადი აქტივები: „ტაბაკ-ინვესტი“ (თამბაქოს პროდუქცია), სავაჭრო ცენტრები - „კორონა“, „მინსკ-ლიდო“.
ვიქტორ შევცოვი – 100 მილიონი დოლარი
დაიბადა 1964 წელს. ბიზნესი – „ტრასტბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, „ბელზარუბეჟსტროის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.
ძირითადი აქტივები – „ტრასტბანკი“, „ბელზარუბეჟსტროი“, „ვიალიდად ი კონსტრიკსიონეს სუკრე“ (მშენებლობები ვენესუელაში).
პირადი ინფორმაცია – ყველაზე ცნობილი ბელარუსი ბიზნესმენი არაბეთის ქვეყნებში; ძირითად აქცენტს აკეთებს სარისკო პროექტებზე; თანამშრომლობდა სადამ ჰუსეინთან, მაჰმუდ აჰმადინეჯადთან, მუამარ ყადაფთან და უგო ჩავესთან.
არკადი დობკინი – 95 მილიონი დოლარი
დაიბადა 1960 წელს მინსკში. განათლება – ბელორუსიის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი.
კარიერა – 1987 წელს მუშაობდა მეტალურგიულ ინსტიტუტში; 1987 წელს დააფუძნა კოოპერატივი; 1991 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ბიზნესი – „ეპამ სისტემსის“ პრეზიდენტი.
ძირითადი აქტივები: „ეპამ სისტემსი“.
პირადი ინფორმაცია: ჰობი – ფეხბურთი, თხილამურები, ჩოგბურთი. დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.
იური ჩიჟი – 90 მილიონი დოლარი
დაიბადა 1963 წელს. განათლება – ბელარუსის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
კარიერა – მუშაობდა მინსკის ტრაქტორების ქარხანაში; 1992 წელს დააარსა „ტრაიპლი“.
ბიზნესი – კომპანია „ტრაიპლის“ გენერალური დირექტორი.
ძირითადი აქტივები – სანავთობო სექტორი: „ტრაიპლი“, „ტრაიპლენერგო“, „ნეფტეხიმტრეიდინგი“, „ბელნეფტეგაზი“, „ნეონაფტა“.
სამშენებლო სფერო: „ტრაიპლ ტეხნო“, ჰიპერმარკეტი „პროსტორი“, მაღაზიათა ქსელი „ტომ ტეილორი“, რესტორნების ქსელი „რაკაუსს ბროვარი“.
პირადი ინფორმაცია – სპორტის ოსტატი სამბოში, ჭიდაობის ნაციონალური ფედერაციის თავმჯდომარე, საფეხბურთო კლუბ „დინამო მინსკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.
ოლეგ ჰუსაენოვი – 80 მილიონი დოლარი
დაიბადა 1964 წელს ყაზახეთში. განათლება – მოსკოვის სამოქალაქო ავიაციის ინჟინერთა ინსტიტუტი;
კარიერა – მუშაობა დაიწყო მინსკის მაცივრების ქარხანაში – ფანჯრების მრეცხავად. 1991 წელს დაიწყო ავტომობილებით ვაჭრობა, 1994 წელს ხელი მოაწერა სადილერო ხელშეკრულებას „ფოლკსვაგენთან“.
ბიზნესი – ავტოჰოლდინგ „ატლანტ-ემის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი.
ძირითადი აქტივები: „ატლანტ-ემი“, მინსკის ტრანზიტ-ბანკი, ინტერნეტ-პროვაიდერი „ატლანტ ტელეკომი“.
პირადი ინფორმაცია: ჰობი – ჩოგბურთი, სიგარები.
დაქორწინებულია, ჰყავს ოთხი შვილი.
ანატოლი ტერნავსკი – 50 მილიონი დოლარი
დაიბადა 1950 წელს. განათლება – დონეცკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
კარიერა – მუშაობდა მიწოდების ბაზის ხელმძღვანელად, დაკავებული იყო პარტიაში, მუშაობდა „სლავნეფტის“ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე
ბიზნესი – ჯგუფ „იუნივესტის“ ოფიციალური წარმომადგენელი დსთ-ს ქვეყნებში.
ძირითადი აქტივები: „იუნივესტ-ემი“, „იუნის-ოილი“, „იუნივესტსტროინვესტი“; რესტორნების ქსელი „ბელა როზა“, პიცერიების ქსელი „ლიმონჩელო“.
პირადი ინფორმაცია – ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი და დამფინანსებელი.
სერგეი კოსტიუჩენკო – 50 მილიონი დოლარი
დაიბადა 1954 წელს, სოფელ ვიშნიოვოში, ბელარუსიაში. განათლება – მინსკის რადიოტექნიკური ინსტიტუტი. არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, 50 სამეცნიერო ნაშრომისა და 17 გამოგონების ავტორი.
კარიერა – მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად მინსკის რადიოტექნიკურ ინსტიტუტში, 1990 წლიდან – „პრიორბანკში“.
ბიზნესი – „პრიორბანკის“ თავმჯდომარე.
ძირითადი აქტივები: „პრიორბანკი“, სადაზღვევო კომპანია „სედმაია ლინია“, ლუდსახარში „ბრესტსკოე პივო“.
პირადი ინფორმაცია: ჰობი – ჰოკეი და წყალბურთი.