კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „ეროვნების“ ავტომობილის შეძენა ჯობია დღესდღეობით

 

საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება იაპონური ავტომობილები, რაც მისი სიიაფით და გამძლეობით არის განპირობებული. ის კი არა, ამბობენ, „ტოიოტა”, თუნდაც „ჰონდა”, შეუძლებელია გააფუჭოო. რა უპირატესობები აქვს იაპონურ ავტომობილებს ევროპულთან შედარებით, ამაზე პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე ისაუბრებს.  

 მევლუდ მელაძე: იაპონური მანქანების პოპულარობას მარტივი მიზეზი აქვს. ხარისხის მოყვარული ხალხი ხარისხიან ნივთებს ქმნის. ისინი მაღალტექნოლოგიურად ამუშავებენ ნებისმიერ დეტალს. მართალია, ევროპული მანქანებიც საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, მაგრამ იმავე დონის მანქანა ევროპაში გაცილებით ძვირი ღირს. სიიაფეს ისიც განაპირობებს, რომ იაპონელები ძალიან ხშირად იცვლიან მანქანებს. ანუ, ბევრი მანქანა იყიდება ზოგადად და თან,  იაპონელი მწარმოებლები ევროპასთან შედარებით გაცილებით უფრო ხშირად – სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ უშვებენ ახალ მოდელებს. 

– მაგრამ იაპონია ხომ ევროპისთვისაც უშვებს მანქანებს?

– კი. ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც. მკითხველმა უფრო იოლად რომ გაიგოს, მაგალითი მოვიყვანოთ: ვთქვათ „სუბარუ იმპრეზა”, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მანქანაა საქართველოში და ბევრი იყიდება. ვთქვათ, 1998 წლის „იმპრეზა”, იაპონიისთვის დამზადებული მარჯვნივსაჭიანი, დაახლოებით, 7 000 დოლარი ღირს, იგივე მანქანა, იმავე წლის გამოშვება და იმავე კომპლექტაციის, უბრალოდ, თუ მას ამერიკაში იყიდი, 10 000 ეღირება, ხოლო ევროპაში – 12 000-13 000 დოლარი. ამხელა სხვაობას ვიღებთ. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაზე პოპულარული ევროპული მანქანების ყიდვა გსურთ, როგორიცაა „მერსედესისა” და „ბეემვეს” მოდელები, მათი შეძენაც კი იაპონიაში ჯობია. იქ ექსპლუატირებულ ავტომობილებს გაცილებით ნაკლები გარბენი აქვს, უკეთ არის შენახული და უფრო იაფიც ღირს. ესეც იქიდან მომდინარეობს, რომ იაპონელები მანქანებს მალ-მალე იცვლიან. ისევ „სუბარუს” მაგალითს რომ დავუბრუნდეთ. ის მოდელები, რომლებიც აწყობილია ამერიკისთვის, უფრო კომფორტზეა გათვლილი, ვიდრე სხვა პარამეტრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტული „სედანია“, ანუ გათვლები ტიუნინგურ დეტალებზეა გაკეთებული, ამერიკისთვის მას სხვა დატვირთვა აქვს შეძენილი – იქნება ეს ამორტიზატორები, ანუ მანქანის შასი, რბილი მანევრი და სხვა. მათ ძირითადად დიდ ტრასებზე ანუ „ჰაივეიზე” უწევთ სიარული და ამიტომ მეტად სჭირდებათ კომფორტი. 

– ამერიკულ მანქანებს საქართველოში საშინლად არ სწყალობენ. რისი ბრალია ეს?

– თუ ხარისხის თვალსაზრისით დაწუნებაზე ვისაუბრებთ, მაშინ გააჩნია მარკას. ანუ, ვერ ვიტყვით, რომ მათ ხარისხი არ უვარგათ, უბრალოდ, ის ჩვენთვისაც და ევროპელებისთვისაც მაინც უცხო სისტემად მიიჩნევა. ჯერ ერთი, ისინი სიჩქარესაც კი მილებში ითვლიან. ელექტროსისტემებიც თავისებურად არის მოწყობილი, სხვანაირი ექსპლუატაციის პირობებია. ანუ სხვაგან არიან (იცინის). სხვაგვარი სერვისი აქვთ. ამიტომ თუ ამერიკულ მანქანას შეიძენთ, ავტომატურად ბევრი თავსატეხი გიჩნდებათ. 

– რომელია ყველაზე მაგარი ამერიკული მანქანა?

– „კადილაკი”, რომელიც ამერიკის სიამაყეა. მაგრამ ის აზრი, რომ ამერიკულ მანქანებში ცუდი, უხარისხო დეტალებია და სხვა, მცდარია. ძალიან ცნობილი იაპონური გრანდმწარმოებლები ამერიკისთვის ცალკე უშვებენ ავტომობილებს, რომელიც მათზე, ანუ მათ სისტემაზეა მორგებული ესენია: „ტოიოტას ლექსუსი”, „ნისანის ინფინიტი” და „ჰონდას აკურა”, რომლებიც ნელ-ნელა ჩვენთანაც იხვეჭენ პოპულარობას. თუმცა, მაინც უნდა ითქვას, რომ ისინი ამერიკულ სტილზეა მორგებული და საქართველოსთვის არცთუ ისე საიმედოა. რაც შეეხება იაპონურ მანქანებს, მას ქარხნიდანვე აქვს ისეთი ტიუნინგური დეტალები, რომელთა გაკეთებისთვისაც უკვე მზა ევროპულ მანქანებს ძალიან ბევრ ფულს ახარჯავენ. მაგალითად, როგორიცაა ძარაზე სპოილერი, შასის, ანუ ტრანსმისიის დამუშავება. თან ეს ხდება ნებისმიერ რიგით, ჩვეულებრივ მანქანაზე. ანუ, სტანდარტული მანქანაც კი თავიდანვე „ნავაროჩენია” და შემდეგ უკვე ტიუნინგური ფირმების სიმრავლე და მის მიმართ იაპონელების სიყვარული იწვევს იმას, რომ როდესაც ესა თუ ის მანქანა საქართველომდე ჩამოდის, შესანიშნავ ფორმაშია. 

– ასე რომ, შენ მაინც გვირჩევ იაპონური მანქანის ყიდვას?

– რა თქმა უნდა, და ამისთვის რამდენი მიზეზი ჩამოვთვალეთ. აქ მხოლოდ ერთი პრობლემაა, ყიდულობენ მარჯვნივსაჭიან მანქანებს და მერე საჭე გადმოაქვთ. მართალია, ეს კეთდება, მაგრამ ძალიან სკურპულოზური მიდგომა სჭირდება. უნდა ენდობოდე ხელოსანს, მაგრამ, მაინც ვიტყვი, რომ ეს ძალიან ფაქიზი მომენტია. რაც არ უნდა იდეალურად იყოს გადაკეთებული საჭე, ის მაინც კარგავს ბალანსს. ანუ, ირღვევა საჭის მართვა, ის ვეღარ უხვევს ისე, როგორც საჭიროა. ახლა ძალიან ბევრმა ხელოსანმა დაიწყო საჭის გადმოტანა და შემიძლია ვთქვა, რომ ამას არცთუ ისე ხარისხიანად აკეთებენ. ამიტომ, თუ მაინცდამაინც მარცხნივსაჭიანი მანქანის ყიდვა გინდათ, მაშინ ევროპისთვის შექმნილი იაპონური მანქანა შეიძინეთ. აქ მოქმედებს მარტივი ლოგიკა – იაპონური მანქანის ხარისხის, გამძლეობის, დიზაინის, ასაკის, კლასის მქონე ევროპული მანქანის საყიდლად გაცილებით მეტი ფული დაგჭირდებათ.

скачать dle 11.3