კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს გაშვილებულმა და-ძმებმა ერთმანეთი და ვის ეძებენ ისინი საქართველოში, კერძოდ კი ტყვარჩელში

56 ინესა ნოვიკოვა. ეძებს ვლადლენ ტომაშევიჩს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას, რომელიც სანამ მას იშვილებდნენ იყო ტომაშევიჩი ვლადლენ გენრიკოს ძე. ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცი, არის ის რომ, იგი დაიბადა აფხაზეთში ტყვარჩელში. შესაძლოა, ის ამჟამად სოხუმშიც კი ცხოვრობდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში დამეხმარებით: მე ძალიან მიჭირს რიგიდან მისი მოძებნა საქართველოში და თქვენს იმედზე ვარ.

– ინესა, როგორ მოხდა, რომ თქვენ რიგაში ხართ, თქვენი ძმა კი საქართველოშია, რატომ დაკარგეთ ერთმანეთი?

– დედაჩვენი ტატიანა ტომაშევიჩი 1970 წლის 27 აგვისტოს გარდაიცვალა ქალაქ ტყვარჩელში. ექვსი და-ძმა ვიყავით: გენადი, ინესა, ვადიმი, ვიოლეტა, ივლიტა და ვლადლენი – ყველაზე უმცროსი. დედის სიკვდილის შემდეგ ჩვენზე ზრუნვა არავის აღარ უნდოდა. იმ დროს უდედოდ დარჩენილ ბავშვებს ბავშვთა სახლებში ანაწილებდნენ და ასე დავკარგეთ ჩვენც ერთმანეთი. სამი ჩვენთაგანი: აფხაზეთში განთიადის ინტერნატში მიგვაბარეს. ასე მახსოვს, მისი სახელწოდება თუ არ ვცდები. ამ ბავშვებს შორის ვიყავით: მე (ინესა), გენა და ვადიმი. დანარჩენი ჩვენი დედმამიშვილები ჩვენზე პატარები იყვნენ და ჩვილ ბავშვთა სახლში ჩააბარეს. ვერც კი წარმოიდგენთ, რა რთული დღეები გადავიტანეთ. ასაკით უფროსებს, ალბათ, უფრო გვიჭირდა იმის გააზრება, რომ დედის დაკარგვასთან ერთად დედმამიშვილებიც დავკარგეთ. აღარ ვიცოდით, სად იყვნენ და როგორ. არასდროს დამავიწყდება ის დღეები. ჩვილ ბავშვთა სახლში მოხვდნენ; ივლიტა, ვიოლეტა და უმცროსი ვლადლენი. შემდგომ გავიგეთ, რომ ვიოლეტა და ვლადლენი იშვილეს, მაგრამ სხვადასხვა აღმზრდელებმა, ანუ ისინი სხვადასხვა ოჯახებში მოხვდნენ. წარმოიდგინეთ, ვიოლეტა კუბაში აღმოჩნდა, ვლადლენი კი საქართველოში უნდა იყოს. მაგრამ სამწუხაროდ, მისი ამჟამინდელი სახელი და გვარი არ ვიცი. ამიტომ მისი პოვნა ძალზედ რთულია.

– სხვა დედმამიშვილებზე როგორ შეაგროვეთ ინფორმაცია, ვინ დაგეხმარათ მათ პოვნაში?

– ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს მონდომებას. არც ერთი წუთით არ მავიწყდებოდნენ. ისე მოხდა, რომ მე გავთხოვდი და საცხოვრებლად რიგაში გადავედი, თორემ ჩემი ძმის მოძებნას საქართველოში ვაპირებდი. ჩამოსვლა მინდოდა და მისი მოძებნა. სამწუხაროდ, ამჟამად საქართველოში რთული პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობაა და შეიძლება, ეს ფაქტორიც უშლიდეს ხელს, რადგან მე რამდენჯერმე გავგზავნე წერილები სხვადასხვა ინსტანციაში და უპასუხოდ დარჩა. თქვენ ერთადერთი და პირველი ხართ, ვინც პასუხი გამცა. ხუთ და-ძმაში ოთხმა ვიპოვეთ ერთმანეთი. ვიოლეტა, რომელიც ამჟამად კუბაშია, მხოლოდ ის და ვლადლენი არ გვინახავს. დის შესახებ ის მაინც ვიცი სადაა და როგორაა, ხოლო ძმის შესახებ არაფერი ვიცით. ძალიან დიდი შრომა დამჭირდა დედმამიშვილები რომ მეპოვა – წერილების, განცხადებების წერა. გამიმართლა რადგან არც ერთ აღმზრდელ მშობელს არ დაუმალავს მათთვის ნამდვილი გვარი და ვინაობა, ამიტომაც ვიპოვეთ ერთმანეთი. ყოველთვის მემახსოვრება ჩვენი სიხარულით და ტირილით აღსავსე პირველი შეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ოჯახებში და ქვეყნებშიც კი მოვხვდით, სისხლი მაინც სისხლია. ჩვენ ერთმანეთს ვუგებთ და გვიყვარს. ხანდახან განშორება თითქოს არ ყოფილაო ასე ვგრძნობ თავს, მაგრამ ჩვენს საერთო ბედნიერებას ძალიან აკლია ვლადლენი, დიდი იმედი მაქვს, რომ დამეხმარებით.

– როგორ ფიქრობთ, იცის თქვენმა ძმამ თავის წარმოშობის შესახებ ან ის, რომ ეძებთ?

– იმ შემთხვევაში თუ ოჯახმა, რომელმაც იშვილა მას უთხრა და არ დაუმალა, ან როდესაც გაიზარდა, მაშინ გაუმხილა მისი წარმოშობის შესახებ მაშინ ვფიქრობ, ისიც გვეძებს. მაგრამ, არ იცის ჩვენი გვარები. წარმოიდგინეთ, რა დიდი სიხარული იქნება ერთმანეთს თუ ვიპოვით და ისევ ერთად ვიქნებით. სამწუხაროდ, არც დედის სურათი მაქვს, რაც ალბათ, ნაკლებად დამეხმარებოდა მის პოვნაში (მას, ალბათ, დედა არც ეხსომება), არც ჩვენ გვაქვს ძმის ფოტო. მხოლოდ მისი გვარი, სახელი და მამის სახელი, ასევე დაბადების ადგილი ვიცი. აფხაზეთში ვცადე მისი მოძებნა, მაგრამ უშედეგოდ, იქაურმა დამხმარემ ვერც ერთი მონაცემი ვერ ამოიღო შესაბამისი გვარით და სახელით, ამ შემთხვევაში პრესა და ტელევიზია ჩვენი ერთადერთი იმედია. ხომ შეიძლება, ჩვენი უმცროსი ძმა თბილისში წამოეყვანათ მის აღმზრდელებს. ამიტომ იმედს არ ვკარგავთ და ვეძებთ.

скачать dle 11.3