როცა გიხდიან, უნდა გაიხადო
გერგანა კოჩანოვა 2007 წელს ბულგარეთის ულამაზეს ქალად აღიარეს და გოგონა სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ დღემდე ძალიან პოპულარულია. არადა, იგი ღარიბ ოჯახში გაიზარდა და როგორც ამბობენ, წარმატებას მდიდარი საყვარლების წყალობით მიაღწია. გასულ კვირას გერგანა ბულგარეთის ტელევიზიაში იყო მიწვეული და ისიც უჩვეულოდ გულახდილად ალაპარაკდა. „პირველად 16 წლის ასაკში შემიყვარდა და ჩემი პირველი სიყვარული სოფიის „ცსკას“ ფეხბურთელი, ნიკოლაი დოიჩევი იყო. მაშინ არც ის იყო ცნობილი და არც – მე. მერე, როცა ნიკოლაიმ ფული იშოვა, გადაწყვიტა, ჩემთვის ეღალატა და მიღალატა კიდეც. ამან ჩამაფიქრა და მივხვდი, რომ ფული უნდა მეშოვა. ბულგარეთში ეს ძალიან რთულია და ამიტომ ერთ-ერთ ბიზნესმენს დავადგი თვალი, რომელმაც სიამოვნებით გადამიხადა. მერე მისი მეგობრები გავიცანი და ასე გადავდიოდი ხელიდან ხელში. გულახდილად რომ ვთქვათ, როცა გიხდიან, უნდა გაიხადო და სანამ სოლიდური კაპიტალი არ დავაგროვე, ვიხდიდი. მერე „მის-ბულგარეთის“ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და სარეკლამო კონტრაქტებმაც არ დააყოვნა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ფულიანი საყვარლები აღარ მჭირდებოდა და ახლა ისევ შეყვარებული ვარ. ჩემი რჩეული ისევ ფეხბურთელია, სოფიის „ლოკომოტივის“ მოთამაშე ივან ბონდალოვსკი და დარწმუნებული ვარ, ის არასდროს მიღალატებს“, – განაცხადა გერგანამ.