პიტერის დიეტა
ინგლისის ნაკრებისა და „ტოტენჰემის“ ფორვარდმა პიტერ კრაუჩმა ცოლს, აბიგაილ კლენსის რომ უღალატა და ამის შესახებ მთელმა დუნიამ გაიგო, კარგად მოგეხსენებათ. ყველას ეგონა, რომ აბიგაილი ქმარს სახლიდან გააგდებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად – მან მიზეზის ძიება დაიწყო და ქმარს ღალატის მიზეზი ჰკითხა. პიტერმაც გულახდილად უთხრა, ბოლო დროს გასუქდი, მე კიდევ გამხდარი ქალები მიყვარსო. ჰოდა, ებიმაც დიეტას მიმართა და... „ასე არ შეიძლება, აბიგაილმა ორ კვირაში თითქმის ათი კილოგრამი დაიკლო და ჩონჩხს დაემსგავსა. იმედია, პიტერს მისი ფორმები აკმაყოფილებს, თორემ თუ კლენსი დიეტას გააგრძელებს, შესაძლოა, ყველაფერი ფატალურად დასრულდეს“, – წერენ ბრიტანელები და სტატიას იმ სურათსაც ურთავენ, რომელიც აბიგაილს ზურგიდან მავანმა პაპარაციმ გადაუღო.