კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საშემოდგომო მაკიაჟი


წლის ყველა სეზონს თავისი მაკიაჟი აქვს, ერთმანეთისგან განსხვავებული. გამონაკლისი არც შემოდგომის მაკიაჟია, მით უფრო, რომ შვებულებიდან დასვენებული და გარუჯული ჩამოხვედით და გინდათ, განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურებოდეთ. ამისთვის მთავარია, თქვენი მზერა იყოს მეტყველი, იდუმალი და მომხიბლავი, სახის დანარჩენი ნაწილი შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ალბათ, იცით თვალის მაკიაჟის მთავარი წესები: თვალების გარე კუთხისკენ თვალის „ჩრდილი“ მუქდება, წარბსა და ჩრდილს შორის, თხლად უნდა წაისვათ ღია ფერის „ჩრდილი“; ბაცი „ჩრდილი“ ისმევა, ასევე, თვალის შიდა კუთხესთან. მაგრამ, არსებობს თვალის მაკიაჟის კიდევ რამდენიმე საიდუმლო ხერხი, რომლებიც ბევრმა არ იცის. მაგალითად: ბაცი შეფერილობის კონსილერი არ უნდა წაისვათ შეშუპებულ ქვედა ქუთუთოზე, თვალების ქვეშ – ამით მხოლოდ ხაზს გაუსვამთ შეშუპებას; მაკიაჟის ცივი ტონები უფრო მკვეთრად აჩენს ნაოჭებს; ქუთუთოებსა და თვალების გარშემო მოდუნებული კანის შემთხვევაში, უმჯობესია, გამოიყენოთ კრემის კონსისტენციის „ჩრდილები“; ჩამოკიდებული ქუთუთოები შეგიძლიათ, ვიზუალურად „გააქროთ“ მის ნაოჭებზე მორუხო-მოყავისფრო „ჩრდილის“ წასმით.

გაითვალისწინეთ, რომ „ჩრდილების“ ტონები უნდა შეარჩიოთ არა თვალის, არამედ თქვენი სახის კანისა და ტანსაცმლის ფერების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მზერა დაკარგავს იდუმალებასა და მომხიბლაობას.

როგორ უნდა შენიღბოთ წვრილი ნაოჭები თვალების ქვეშ? ძალიან ადვილად: კონსილერით დასვით რამდენიმე წერტილი ქვედა ქუთუთოს მთელ სიგრძეზე და ფაქიზად შეიზილეთ თითით. რამდენიმე წამში არასასურველი „ნაფხაჭნები“ თითქმის უჩინარი გახდება.

კარგად დატუშული წამწამები მზერას სითბოს ჰმატებს. გამოიყენეთ ორფაზიანი ტუში: ჯერ წაისვით ეგრეთ წოდებული ბაზა (თეთრი ფერის), მერე კი – თავად ტუში ორ ფენად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თვალის გარე კუთხისკენ მდებარე წამწამებს. შედეგად, თქვენი წამწამები იმ დონეზე დაგრძელდება და გახშირდება, რომ ხელოვნური წამწამები საჭირო აღარ გახდება.

ვიზაჟისტებმა იციან არაერთი „ილეთი“, რომელთა წყალობითაც თქვენი მზერა უფრო მეტყველი და სხივიანი გახდება. ერთ-ერთია ეგრეთ წოდებული „გამადიდებელი“ ილეთი: ქვედა ქუთუთოზე შიდა მხრიდან გაისვით თეთრი კონტური, ზემოთა ქუთუთოზე კი, წამწამების ზემოდან – შავი კონტური.



დიდ თვალებს „კატისებრ“ მზერას მისცემთ, თუ ქვედა ქუთუთოს შიდა მხარეს შავ კონტურს გაიკეთებთ.

თქვენი მზერა განსაკუთრებით სხივიანი იქნება, თუ ზედა ქუთუთოს ორივე კუთხესა და წარბის გასწვრივ, ოდნავ ქვემოთ წაისვამთ თქვენი კანის ფერზე ოდნავ მუქ „ჩრდილს“, შუა ქუთუთოზე კი – იმავე ტონალობის, ოღონდ, ოდნავ ბაცს.

თუ გსურთ, იდუმალი და ამოუცნობი გამოხედვა გქონდეთ, წაისვით ზედა ქუთუთოზე, წამწამების გასწვრივ, მუქი „ჩრდილი“ და ფაქიზად „გაშალეთ“ „ჩრდილის“ წასასმელი პატარა ბალიშით ისე რომ, შავი კონტური ოდნავ წაიშალოს. ოღონდ, არც „ჩრდილის“ ფერი მოგივიდეთ ზედმეტად მუქი და ნურც კონტურს წაშლით მთლიანად.

შესაძლებელია, პირველივე ცდაზე ვერ მიიღოთ სასურველი შედეგი, მაგრამ, თუ ამ საქმეში დაოსტატდებით, გარწმუნებთ, თქვენს მზერას ვერც ერთი მამაკაცი ვერ ჩაუვლის გულგრილად.


скачать dle 11.3