კომბინირებული დიეტა
დიეტა, რომელსაც გთავაზობთ, დაცვის თვალსაზრისით, სირთულეს არ წარმოადგენს. უბრალოდ, საათობრივი რეჟიმი არ უნდა დაარღვიოთ. გარდა ამისა, მთლიანად უნდა გამორიცხოთ პური, ტკბილეული, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები, წიწაკა (ასევე პილპილი), შემწვარი პროდუქტი და მინიმუმამდე დაიყვანოთ მარილის რაოდენობა.
დიეტის პრინციპია, დღეში მიიღოთ მხოლოდ ორი სახის პროდუქტი, საათობრივი რეჟიმი კი – ყოველ ერთ საათში კვება, მათთვის, ვინც ყავის გარეშე ვერ ძლებს, ნებადართულია, დალიოთ დილით ერთი ფინჯანი უშაქრო ყავა.
პირველი დღე
9 საათზე – 1 ფინჯანი უშაქრო ყავა (ან მწვანე ჩაი);
10 საათზე – 1 ცალი ვაშლი;
11 საათზე – 100 გრამი მოხარშული (უცხიმო) საქონლის ხორცი;
12 საათზე – 1 ცალი ვაშლი;
13 საათზე – 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი;
14 საათზე – 1 ცალი ვაშლი;
15 საათზე – 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი;
16 საათზე – 1 ცალი ვაშლი;
17 საათზე – 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი;
18 საათზე – 1 ცალი ვაშლი;
19 საათზე – 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი;
20 საათზე – 1 ცალი ვაშლი.
სითხე მიიღეთ დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს, 1,5-დან 2 ლიტრამდე (ჩვეულებრივი წყალი, მწვანე (უშაქრო) ჩაი, პიტნის ჩაი, გაზგასული მინერალური წყალი), ყოველ კვებამდე 15 წუთით ადრე ან კვებიდან 15 წუთის შემდეგ.
მეორე დღე
რეჟიმი – იგივე. ხორცი ჩაანაცვლეთ მოხარშული კარტოფილით, ქლიავი – ბანანით. თითო ჯერზე – 100 გრამი კარტოფილი და 1 ცალი პატარა ან დიდი ბანანის ნახევარი.
მესამე დღე
რეჟიმი – იგივე. კარტოფილი ჩაანაცვლეთ მოხარშული, კანგაცლილი და უცხიმო ქათმის ხორცით, ვაშლი კი – შავი ქლიავით – თითო ჯერზე 100-150 გრამი ქლიავი.
მეოთხე დღე
რეჟიმი – იგივე. ქათმის ხორცი ჩაანაცვლეთ უცხიმო ხაჭოთი, შავი ქლიავი – გრეიპფრუტით. თითო ჯერზე – 100 გრამი ხაჭო და 1 ცალი გრეიპფრუტი.
მეხუთე დღე
რეჟიმი – იგივე. ხაჭო ჩაანაცვლეთ მოხარშული, უცხიმო თევზით, გრეიპფრუტი – პომიდვრით. თითო ჯერზე – 150 გრამი თევზი და ერთი ცალი მოზრდილი, კანგაცლილი პომიდორი.
მეექვსე დღე
რეჟიმი – იგივე. ხაჭო ჩაანაცვლეთ წიწიბურათი, პომიდორი – კიტრით. 100-150 გრამი ხაჭო და 1 ცალი საშუალო ზომის კიტრი.
მეშვიდე დღე
რეჟიმი – იგივე. ხაჭო ჩაანაცვლეთ მაწვნით, კიტრი – ისევ ბანანით. თითო ჯერზე 1 ჩაის ჭიქა მაწონი და 1 ცალი პატარა ან დიდი ბანანის ნახევარი.
აუცილებლად აიწონეთ დიეტის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ. ამ შვიდი დღის განმავლობაში ეცადეთ, ყოველ დილით, სახლში მაინც გააკეთოთ გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, საღამოობით კი აუცილებლად წამოწექით ერთი საათით მაინც. ამ დიეტის გამეორება შეგიძლიათ ორკვირიანი პაუზის შემდეგ. ოღონდ, ცხადია, ამ ორი კვირის განმავლობაში კვების „სრული ამნისტია“ გამორიცხულია.
წარმატებებს გისურვებთ!