კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წნევიანმა ადამიანმა ხშირად უნდა ჭამოს რძის პროდუქტი და მარცვლოვნები


ჰიპერტენზიასთან ბრძოლა ადამიანმა უნდა დაიწყოს ცხოვრების წესისა და კვების რეჟიმის გამოსწორებით. ასაკში შესვლის დროს, უმეტესობას აწუხებს ჭარბი წონა. გაითვალისწინეთ, რომ ჭარბ წონასა და არტერიულ წნევას შორის პირდაპირი კავშირია.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცხიმის დაგროვებას მუცლის ირგვლივ. სხეულის მასის შემცირება კი ასევე ამცირებს არტერიული წნევის მატებას, აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას.

ძირითადი მნიშვნელობა ამ მხრივ ენიჭება მოხმარებული ცხიმისა და მარილის რაოდენობას. ცხოველური ცხიმები, რომლებიც ორგანიზმში ხვდება საკვების სახით, შეიძლება გახდეს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობით დაგროვების მიზეზი. ქოლესტერინი მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ, მისი გადაჭარბებული რაოდენობის დროს იზრდება ათეროსკლეროზის და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკიც.

სასურველია, ადამიანმა საკვებ რაციონში შეზღუდოს ცხიმები, ხორცის პროდუქტები, შემწვარი საჭმელი და უპირატესობა მიანიჭოს რძისა და მცენარეულ პროდუქტებს, რადგან ისინი მცირე რაოდენობით შეიცავენ ცხიმებს. ასევე, აუცილებელია მარილის შეზღუდვაც, რადგან ის იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებას. მარილის სადღეღამისო ნორმა ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს დაახლოებით 5 გრამი.

უნდა დაიცვათ წონასწორობა საკვებით მიღებულ და დახარჯულ ენერგიას შორის, რადგან, თუ მიღებული ენერგიის რაოდენობა ჭარბობს მის დანახარჯს, მაშინ ენერგიის ეს სიჭარბე ორგანიზმში ცხიმების სახით გროვდება, ნორმალური წონის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკული დანახარჯების რეალურ დონეს.

თუ წნევა გაწუხებთ, მიირთვით უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი, თხილი, მარცვლოვანი კულტურები; უპირატესობა მიანიჭეთ ცილოვან და მიკროელემენტებით, მაგალითად, კალიუმით, კალციუმითა და მაგნიუმით მდიდარ საკვებს, რადგან მათ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აქვთ. ეცადეთ, საკვები დაძინებამდე 5 საათით ადრე მიიღოთ, რათა ორგანიზმი ღამით დაასვენოთ.

ზომიერი ფიზიკური აქტივობა ათეროსკლეროზს, არტერიულ ჰიპერტენზიას, გულის იშემიურ დაავადებას ეფექტურად ებრძვის. იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, სისტემატურად ვარჯიშობენ, აღენიშნებათ სისხლის ლიპიდური სპექტრი, უმცირდებათ თრომბის წარმოქმნის საშიშროება, უვითარდებათ დამატებითი, წვრილი სისხლძარღვები, რომლებიც კვებავენ გულის კუნთს. ასეთი ადამიანის ორგანიზმი ადვილად თავისუფლდება მავნე ნივთიერებებისა და წიდებისგან. ასევე, საჭიროა რეგულარული ვარჯიში, კვირაში 3-ჯერ მაინც; სულ მცირე, 1 საათის განმავლობაში, კარგია ფეხით სიარული, ცურვა და ასე შემდეგ. ფიზიკური აქტივობა უნდა გახდეს ადამიანის ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი. გარდა ამისა, უნდა მოერიდოთ სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციებს, ისწავლოთ მოვლენებისადმი სწორი მიდგომა და უარყოფითი ემოციების განეიტრალება. მოერიდეთ გადაღლას, მოახდინეთ გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის მონაცვლეობა.

თუ ხშირად გაწუხებთ მაღალი წნევა, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციებისა, უნდა შეზღუდოთ ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს წევა.

ასევე, არ უნდა შეცვალოთ ექიმის დანიშნული მკურნალობის კურსი თვითნებურად.

скачать dle 11.3