კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში


რა დამოკიდებულება გაქვს

ორი ბრძენი მსოფლიოში სამოგზაუროდ გაემგზავრა, რათა გაეგოთ, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი. ერთ პატარა ქალაქში მათ ნახეს ადამიანები, რომლებიც საკმაოდ უცნაურად იქცეოდნენ. ისინი შეუჩერებლად ეზიდებოდნენ უზარმაზარ ლოდებს სადღაც. როგორც ერთი შეხედვით იგრძნობოდა, ძალიან უჭირდათ. დაკოჟრილი ხელებიდან სისხლი სდიოდათ, გატანჯულ სახეებზე ღვარად ჩამოსდიოდათ ოფლი.

ბრძენკაცები დაინტერესდნენ, რას ემსახურებოდა მათი საქმიანობა.

– რას აკეთებ? – ჰკითხეს ერთ-ერთ მათგანს.

– ქვებს ვეზიდები, – იყო პასუხი.

– შენ რაღას აკეთებ?

– ბავშვებისთვის ლუკმაპურის ფულს გამოვიმუშავებ.

– და შენ, შენ რაღას აკეთებ?

– ღვთის ტაძარს ვაშენებ!

მაშინ კი ჩასწვდნენ ბრძენკაცები ერთ ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას – მთავარია არა ის, რას აკეთებ, არამედ ის, თუ როგორ ეკიდები ამ საქმეს. ერთმა და იმავე საქმიანობამ შეიძლება ერთ ადამიანს ტანჯვა და ტკივილი მიაყენოს, მეორეს კი ბედნიერება განაცდევინოს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც რაღაც კარგი აღმოვაჩინოთ, რადგან ის იქ უთუოდ არსებობს. უბრალოდ, კარგად უნდა მიმოვიხედოთ ირგვლივ, ჩვეულებრივში არაჩვეულებრივის დანახვა შევძლოთ – მხოლოდ ამგვარად მოვახერხებთ მთელი ჩვენი ცხოვრების შეცვლას.

გულმოწყალება

კაბირი მთელი სიცოცხლე ბენარესში ცხოვრობდა. ინდუსებს სწამთ, რომ ადამიანი, რომელიც ბენარესში შეხვდება თავის აღსასრულს, აუცილებლად ზეცად ამაღლდება. ამიტომ, სიკვდილის მოახლოებას რომ იგრძნობდა, ყოველი მომაკვდავი ბენარესს მიაშურებდა ხოლმე.

როცა კაბირი სიბერისგან დაჩაჩანაკდა და ათასგვარმა ავადმყოფობამ დარია ხელი, თავის მოწაფეებს სთხოვა, მაგაჰარში წაეყვანათ. მაგაჰარი პატარა ღატაკი სოფელია, რომელიც ბენარესის გასწვრივ, განგის მეორე ნაპირზე მდებარეობს. ყველას სწამდა, რომ მაგაჰარში გარდაცვლილები პირდაპირ ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. კაბირმა წარმოთქვა:

– მსურს, მაგაჰარში წამიყვანოთ, რათა იქ დავლიო სული.

მოწაფეები აღელდნენ. ეგონათ, მოძღვარი ჭკუიდან გადავიდა, მაგრამ კაბირი ჯიუტად იმეორებდა, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მაგაჰარში სიკვდილი:

– მე რომ ბენარესში გარდავიცვალო, პირდაპირ სამოთხეში მოვხვდები, მაგრამ რა ღირსებას შემმატებს ეს? ეს ბენარესის ღირსების აღიარება იქნება მხოლოდ. მე კი მსურს, მაგაჰარში მოვკვდე და ვნახო, შეძლებენ თუ არა, ამის გამო ჯოჯოხეთში მიკრან თავი.

კაბირმა თავისი გაიტანა და მოწაფეებმა ის ნავით გადაიყვანეს მოპირდაპირე ნაპირზე. მოძღვარმა რამდენიმე წელი კიდევ იცოცხლა. მოწაფეებს იგი უკანასკნელ წამამდე არ მიუტოვებიათ. კაბირი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც სპეციალურად ჩავიდა მაგაჰარში, რათა იქ შეხვედროდა სიკვდილს. მისმა საქციელმა ადამიანებს ხელი ააღებინა ცრურწმენაზე, მაგაჰარის მიმართ რომ იყო გაბატონებული. ეს იყო უკანასკნელი გულმოწყალება კაბირისა, რომელიც ადამიანებისთვის გაიღო. მაგაჰარის მოსახლეობა ხომ უბედური იყო იმ მრავალსაუკუნოვანი ცრურწმენის გამო, რომელიც მათ სოფელს ყველასთვის საშინელ ადგილად აქცევდა. კაბირმა კი თავისი საქციელით მაგაჰარი წმიდა ადგილად აქცია: ბენარესის მკვიდრნი ყოველ წელს, როდესაც კაბირს მიაგებენ პატივს, მაგაჰარში მოწიწებით ლოცულობენ მოძღვრის გასახსენებლად. მის საფლავის ქვას კი შემდეგი სიტყვები ამშვენებს: „მე სამოთხეში პირდაპირ მაგაჰარიდან მოვხვდი“.


скачать dle 11.3