კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რითი დაამსგავსეს შემოდგომა-ზამთრის ქალი „მარი და ზენკამ“ მხედარს


თბილისური გიჟური მარტი დედაქალაქისთვის უჩვეულოდ მოდურადაც აქტიური და საინტერესო იყო. „ჯორჯიან ფეშენ-ვიქი“ – პირველი მოდის კვირეული საქართველოში, მაღალი დონის დეფილეებით, უამრავი ქართველი და უცხოელი ჟურნალისტით, „ბაერებითა“ და იქვე „ბექსთეიჯში“ სამოსის შესყიდვის მსურველებით. მოდის კვირეულმა უამრავი ახალი სახე გამოაჩინა მოდის სფეროში – უჩვეულო სტილში მომუშავე ახალგაზრდები და უკვე სტაჟიანი, ქართული მოდის მეტრების საინტერესო კოლექციები.

და აი, დადგა სეზონი, როდესაც შეგვიძლია ტანზე მოვირგოთ ყველაფერი ის, რაც ამ გაზაფხულზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ შეკრებილმა მოდის მოყვარულებმა ვნახეთ. ქართველმა დიზაინერებმა 2010-2011 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის თავისებური და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხედვა წარმოგვიდგინეს. თუ ერთი დიზაინერისთვის პრიორიტეტი თხელი, მუქი ტონალობების კაბები იყო, მეორისთვის – ღია ფერები და კოსტიუმის სადა კონსტრუქცია უფრო მისაღები აღმოჩნდა.

„ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“ გამოჩნდა ატელიე „მარი და ზენკა“ – ორი ახალგაზრდა, ხალისიანი გოგონას დუეტი. ისინი უკვე მრავალი წელია, ერთად მუშაობენ. თუმცა, ეს პირველი ჩვენება იყო, მით უმეტეს, ასეთი მასშტაბური. „მარი და ზენკას“ კოლექცია ეს იყო ძალიან საინტერესო, მარტივად და კომფორტულად მოსახმარი ეგრეთ წოდებული „დეივეარი“ – სამოსი, რომელიც შეგვიძლია, დილიდან ჩავიცვათ, სამსახურშიც წავიდეთ და მოხერხებულად ვიგრძნოთ თავი. მართალია, „მარი და ზენკას“ კოლექცია შერეული იყო და შიგადაშიგ, პოდიუმზე მამაკაცებიც გამოჩნდებოდნენ ახალგაზრდულ, მოხერხებულ კოსტიუმებში, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი მაინც ქალების კოლექციაა და აქცენტსაც სწორედ მასზე ვაკეთებთ.

არავინ შემედავება იმაში, რომ ამ სეზონზე უკონკურენტოა სადა, მშვიდი, შემოდგომის ტონები, რომლებიც თითქმის კანის ფერს უახლოვდება. მართალია, მოდის მეტრები სხვა ალტერნატივებსაც გვთავაზობენ, როგორიცაა: წითელი პალტო, ყვითელი შარფები და სხვა, მაგრამ ეს ყველაფერი შეხამებულია კაკაოსფერთან და ყავისფერთან. ამ სეზონზე არც „მარი და ზენკა“ ყოფილა გამორჩეული, მათი კოლექცია ძირითადად ღია კრემისფერ, ნაცრისფერ, კაკაოსფერ ტონებში იყო და მხოლოდ შიგადაშიგ თუ გამოერეოდა შავი.

ყველაზე მეტად თვალში საცემი დიზაინერების მიერ შექმნილი მაღალყელიანი ჩექმები იყო. მიუხედავად იმისა, რომ წელს მოდის ჰიტი მაღალქუსლიანი ბოტფორდებია, „მარი და ზენკამ“ აქცენტი მუხლამდე ამოყვანილ დაბალქუსლიან ჩექმაზე გააკეთეს. თეძოსთან მინაკაცებიანი შარვლები ჩექმაში ისე იყო ჩატანებული, რომ ძალაუნებურად გახსენებდა მხედარ ქალბატონს. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩექმაში ჩატანებული შარვლები დიდი ხანია, გოგონების საყვარელი სტილია თბილისში, მაგრამ „მარის და ზენკას“ შემთხვევაში, ეს ყველაფერი გაცილებით ეფექტურად გამოიყურებოდა, ვიდრე უბრალო ჯინსი ჩატანებული ლაკის ჩექმებში. გოგონებმა კოლექციაში ბეწვის ელემენტებიც შეიტანეს, რაც, საერთო ჯამში, ძალიან მოუხდა ოდნავ „მოსპორტულო“ კოლექციას. კრემისფერი ტყავის ჟილეტი ბეწვის სარჩულით და მაღალბეწვიანი ქსოვილი შარფის სახით ის დეტალები იყო, რომლის გარეშეც ალბათ, კოსტიუმი მთლიანობაში არ იქნებოდა სრულყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ კოლექციაში შარვლები და ბრიჯები ჭარბობდა, დიზაინერების დუეტმა რამდენიმე გრძელი ქვედაკაბაც წარმოადგინა. გრძელი, ჰაეროვანი, აბრეშუმჩადგმული ქვედაკაბა ძალიან უხდებოდა უხეშ ჩექმასა და თხელ, ნაქსოვ ზედატანს. საინტერესო იყო რამდენიმე გრძელსახელოებიანი ბლუზა, რომლის ზემოდან ჩაცმული კორსეტი სხეულს კიდევ უფრო მეტ ქალურობას და მომხიბვლელობას სძენდა.


скачать dle 11.3