კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიკა ცქიტიშვილი მამა გახდა


16 სექტემბერს კალათბურთელ ნიკა ცქიტიშვილს ქალიშვილი შეეძინა. ნიკას მეუღლემ ჩაჩავას სახელობის კლინიკის სამშობიარო სახლში გააჩინა გოგონა, ექიმ ზურა დარახველიძის დახმარებით. პატარა ოთხი კილო და სამასი გრამი და ორმოცდათერთმეტი სანტიმეტრი დაიბადა. დიდი წონის გამო ოჯახის წევრებმა ცოტა ინერვიულეს, მაგრამ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, დედამ ფიზიოლოგიურად იმშობიარა და გააჩინა პუტკუნა და ნაკეცებიანი პატარა. ამ დროს მეუღლის გვერდით არ იყო ნიკა. ის თამაშზე იმყოფებოდა ესპანეთში და ვერ დაესწრო ცოლის მშობიარობას, რაც ნიკამაც და ნათიამაც ძალიან განიცადეს. ახალშობილის ფოტოები მას სამშობიაროდანვე გადაუგზავნა დამ, ნინომ. როგორც ნინომ თქვა, გაოგნებული მელაპარაკებოდა, ისეთი ბედნიერი იყოო. 18 სექტემბერს კი, ნიკა თბილისში დაბრუნდა და შეძლო ცოლ-შვილის მოსიყვარულება. როგორც ნინომ გვითხრა, გოგონას ლიზას არქმევენ. ჩვენ ვულოცავთ წყვილს უდიდეს ბედნიერებას, პატარა ლიზას კი, მშობლებთან ერთად ჯანმრთელობასა და სიხარულს ვუსურვებთ.


скачать dle 11.3