კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაეხმარა შავი მაგია იოვერი მუსევანის უგანდის სათავეში მოსვლაში და რა აკავშირებს მას ოსკაროსან ფილმთან „შოტლანდიის უკანასკნელი მეფე“


1986 წელს, როცა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა აჯანყებამ მისი ხელმძღვანელობით გაიმარჯვა, იოვერი მუსევანიმ განაცხადა, რომ აფრიკის არც ერთი სახელმწიფოს მეთაური თანამდებობაზე ათ წელზე მეტხანს არ უნდა რჩებოდეს. მას შემდეგ გავიდა 24 წელი, იოვერი მუსევანი კი ჯერაც უგანდის რესპუბლიკის მეთაურია და ლეგიტიმურ არჩევნებზე თითქმის 100-პროცენტიანი მხარდაჭერით „უსწორდება“ თავის ოპონენტებს. უგანდის პოლიტიკური ლიდერი თანამედროვე მსოფლიოს დიქტატორად მიიჩნევა და ამ ნომერში სწორედ მის შესახებ გავრცელებული საინტერესო ფაქტების ნაკრებს შემოგთავაზებთ.

* იოვერი კაგუტა მუსევანი 1944 წელს მდიდარი მიწათმფლობელის ოჯახში დაიბადა. მამის მხრიდან იოვერი ანკოლეს ტომის არისტოკრატიული კასტის – ბაჰიმას წარმომადგენელია. მეტსახელი – „მუსევანი“ მან მიიღო მამის ძმების პატივსაცემად, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპნენ. „მუსევანის“ უწოდებდნენ უგანდელ ჯარისკაცებს აფრიკის სამეფო ლეგიონის მეშვიდე მსროლელთა ბატალიონში. იოვერის ტანზანიის დარ ეს სალამის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და პოლიტოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ის მარქსისტულ იდეებს იზიარებდა და პარტიზანულ მოძრაობა „ფრელიმოს“ დაჯგუფების წევრი იყო, რომელთან ერთადაც მოზამბიკში იბრძოდა. 1971 წელს, გენერალ იდი ამენის უგანდის სათავეში მოსვლის შემდეგ, მუსევანი იძულებული გახდა გაქცეულიყო ტანზანიაში, სადაც ჩრდილოტანზანიურ ქალაქ მოშის კოლეჯში ლექტორად მუშაობდა.

* უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევანიმ სენსაციური განცხადება გააკეთა – მან აღიარა, რომ ქვეყნის სათავეში მოსასვლელად შავი მაგია დაიხმარა: „ჩვენ დავკალით წიწილა და მე ვხტუნაობდი დაკლული ფრინველის თავზე“. პრეზიდენტის თქმით, მაგიის გამოყენება მას ურჩიეს, გლეხებმა რომლებიც მისი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარადამჭერები იყვნენ. „მე მითხრეს, რომ ამ რიტუალის შემდეგ შემეძლო, ხელისუფლების სათავეში მოვსულიყავი“.

* უგანდის ლიდერი იოვერი მუსევანი აღმოსავლეთაფრიკულ სახელმწიფოებს გაერთიანებისა და კონფედერაციის შექმნისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, გაერთიანების შემდეგ, მუსევანი ურჩევს აფრიკელებს, რომ მთვარეზე გაფრინდნენ. პრეზიდენტის თქმით, ამერიკელებმა და რუსებმა უკვე იმოგზაურეს მთვარეზე, ინდოელები და ჩინელები ახლო მომავალში გაემგზავრებიან, აფრიკული ერები კი „ოფსაიდში“ რჩებიან და ამიტომაც არის საჭირო გაერთიანება, რათა მთვარეზე პირველი აფრიკელი გაიგზავნოს. მუსევანის სიტყვებით, პირველ ყოვლისა, როგორც კი პირველი აფრიკელი დაფრინდება მთვარეზე, მან უნდა ჰკითხოს მოწინავე კოსმოსური „დერჟავების“ წარმომადგენლებს, თუ რას აკეთებენ ისინი იქ. მუსევანიმ უკვე გაუგზავნა შესაბამისი წინადადება კენიის, ტანზანიის, ბურუნდისა და რუანდის ხელისუფლებებს. იგი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ერთიანი ძალებით შეძლებენ აფრიკელები მთვარის დაპყრობას. საინტერესოა, რომ უგანდელი დიქტატორის ამ იდეას უკვე ჰყავს ერთი მხარდამჭერი – ლიბიის ქარიზმატული ლიდერი მუამარ ყადაფი.

* იოვერი მუსევანი ჩაერთო გეების საწინააღმდეგო კამპანიაში, რომელიც უგანდაში წამოიწყეს. მისი თქმით, „ევროპელმა ჰომოსექსუალებმა აფრიკელი მამაკაცების თავის სექსუალურ ორიენტაციაში ჩართვა დაიწყეს“. მუსევანი მოუწოდებს ახალგაზრდა უგანდელებს, რომ ყველანაირად შეიკავონ თავი ჰომოსექსუალებისგან და არ აჰყვნენ მათ მაცდუნებელ წინადადებებს. იგი ცნობილია თავისი ჰომოფობიური ქმედებებით და შედეგად, უგანდა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სახელმწიფოდ მიიჩნევა ჰომოსექსუალებისთვის, სადაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს სასტიკად სჯიან. უგანდის პრეზიდენტის სიტყვებმა უკვე ჰპოვა გამოხმაურება ჰომოსექსუალების უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან. მათი თქმით, გეების დევნა ძლიერ დარტყმას მიაყენებს უგანდის ეკონომიკას, რადგან მოწინავე ქვეყნები, სადაც ჰომოსექსუალები და ლესბოსელები თავისუფლად ცხოვრობენ, შეწყვეტენ ისეთი ქვეყნისთვის დახმარების გაწევას, სადაც სექსუალური უმცირესობები იდევნებიან.

* უგანდის პრეზიდენტი, იოვერი მუსევანი, სავარაუდოდ, ერთადერთი ლიდერია მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს საკუთარი მობილური ტელეფონი. რამდენიმე წლის წინ, მუსევანიმ განაცხადა, რომ არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი. თუმცა, მობილურის არქონა მაინც ძნელი დასაჯერებელი იყო მანამ, სანამ ერთ საქველმოქმედო საღამოზე მან თავისი მთავრობის ერთ-ერთ მინისტრს არ გამოართვა მობილური ტელეფონი და ნომრის აკრეფა არ სთხოვა, რადან არ იცოდა, როგორ მოეხმარა აპარატი.

* უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევანიმ გააფთრებული ხარის შემოტევა მოიგერია. სოფლის მეურნეობის აუქციონზე, რომელსაც უგანდის პრეზიდენტი ესწრებოდა, გასაყიდად გამოიყვანეს ხარები. ყველასთვის მოულოდნელად ერთ-ერთი ხარი გაუსხლტა დაცვას და იმ კარვისკენ დაიძრა, სადაც მუსევანი იმყოფებოდა. პრეზიდენტის დაცვამ ცეცხლი გაუხსნა ხარს, თუმცა, მხოლოდ მისი დაჭრა მოახერხა, გამძვინვარებულმა ცხოველმა დაცვის თანამშრომელი რქებით გაიტანა და კვლავ კარვისკენ დაიძრა და, რომ არა მუსევანის სწრაფი რეაგირება, არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი: პრეზიდენტმა ახლომდებარე სკამებისა და მაგიდისგან რამდენიმე წამში ააგო დამცავი ჯებირი, რამაც მოიგერია კიდეც გააფთრებული ხარი.

* უგანდის პრეზიდენტის, იოვერი მუსევანის პირადი განკარგულებით, რეჟისორ პიტერ მაკდონალდსს საშუალება მიეცა, უშუალოდ ისტორიულ ადგილებში გადაეღო უგანდელი ტირანის, იდი ამენის ცხოვრების შესახებ ფილმი „შოტლანდიის უკანასკნელი მეფე“, სადაც მთავარი როლი ფორესტ უიტაკერმა შეასრულა. იდი ამენი ცნობილი იყო თავისი სისხლიანი რეჟიმით და სწორედ მის მმართველობას გაექცა მუსევანი ტანზანიაში. ცნობისთვის, ამენის როლის შესრულებისთვის უიტაკერმა „ოსკარი“ მიიღო.


скачать dle 11.3