კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვიჭერთ დღითა და ღამით“


ანუ ჯარიმა მთავრობას!

ფაქტია, რომ თავის დროზე გაფიარებულმა „მეეზოვეთა არმიამ“ დასახული ამოცანა კეთილსინდისიერად შეასრულა და დამყარებული იმედებიც სრულად გაამართლა. შესაბამისად, თბილისი, რომელიც ყველაფერს ჰგავდა, გარდა „მზის და ვარდების ქალაქისა“, როგორც იქნა, დასუფთავდა. ჩვენ არ ვიცით, რაკი დედაქალაქის დასუფთავების სამსახურმა თავისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ დაადო, რა გვიჯდება გადასახადის გადამხდელებს სუფთა დედაქალაქი, არც იმის დადგენა შეგვიძლია, რამდენად ყაირათიანად იხარჯება ფული დასუფთავებაში, ანდა, რატომ გააქვთ დედაქალაქიდან ნაგავი მაინცდამაინც პიკის საათებში, მაგრამ, რაკი ეს უკეთესია, ვიდრე ის, რაც მანამდე იყო, სხვა რა გზა გვაქვს, უნდა შევირგოთ.

დასუფთავების ცენტრალიზების მიუხედავადაც, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის საცხოვრებელ კორპუსებში ნაგვის ბუნკერები (ჭეშმარიტად ანტისანიტარიის კერები) გაუქმდა, დედაქალაქის ერთგვარ კოლორიტად იქცა ნაგვის ფანჯრებიდან გადმოყრა. მეორე მხრივ, მაინცდამაინც, არც ფეხით მოსიარულეები არიან მოწოდების სიმაღლეზე და კვლავინდებურად, თუ შემთხვევა მიეცათ, წვრილ-წვრილ ნაგავს ყრიან გზადაგზა. მათ არც მანქანების მძღოლები და მათი მგზავრები ჩამორჩებიან (ღვთის მადლით, მთლად ყველა არა) და ხშირად ფანჯრებიდან გადმოუძახებენ ხოლმე ჯიბის ნაგავს. ჰოდა, ამ მიმართულებით თავიანთი მოქალაქეების გასაწვრთნელად მთავრობამ, ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ, დანაგვიანებაზე სასჯელი გაამკაცრა და ნაგვისმყრელებს სასჯელი 500-ლარიანი ჯარიმითა და ზედაც, გააჩნია ნაგვის სიმძიმეს, 24-საათიანი პატიმრობით განუსაზღვრა.

სისუფთავის უნარ-ჩვევების განვითარების ამ სამთავრობო ნოვაციას საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა: ნაწილმა ის ადეკვატურად მიიჩნია, ნაწილმა, პირიქით, გადამეტებულად. პირადად მე პირველისკენ უფრო ვიხრები, რადგან ნაგვის არდაყრის დასწავლა მაინცდამაინც დიდ ძალისხმევასაც არ მოითხოვს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ თბილისური ნაგვის კონტეინერები მავანთათვის საკვების წყაროა, საკითხავიც აი, ის არის: რამდენი ლარით ეკუთვნის დაჯარიმება მთავრობას, რომლის მოსახლეობის ნაწილიც თავს ნარჩენებით ირჩენს?!


скачать dle 11.3