კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღშფოთდა და დაამთავრა


ანუ „ევრიკა“

მართალია, მოსახლეობა საქართველოს კომერციულ ბანკებს, მას შემდეგ, რაც გადასახადებს ბანკების მეშვეობით იხდის, 50-თეთრიან საკომისიოსაც უტოვებს, ეს საკითხი პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ, სულ რაღაც, რამდენიმე დღის წინათ აღმოაჩინა. მართალია, „ევრიკაო“, არ დაუძახია, თუმცა, მართლაც „ევრიკა“, მეტიც, მის აღშფოთებას საზღვარიც არ ჰქონდა. სხვათა შორის, მეტად არგუმენტირებულადაც დაასაბუთა. შესაბამისად, დაგვპირდა, რომ „ეროვნულ ბანკთან“ ერთად შეიმუშავებდნენ მექანიზმს, რომელიც მტარვალი კომერციული ბანკებისგან დაიცავდა კომუნალური გადასახადების გადამხდელებს. რომ იტყვიან, აღშფოთდა და დაამთავრა: „აღმოჩენიდან“ ორიოდ დღეშივე გაირკვა, რომ „ლიბერთი ბანკი“ თავის 25 ფილიალში (თბილისის მასშტაბით) მოქალაქეებს აღარ გადაახდევინებს დამატებით 50-თეთრს არც გაზის და არც შუქ-წყალ-დასუფთავების საფასურის გადახდისას. ამგვარი გადაწყვეტილება ჯერჯერობთი დანარჩენ კომერციულ ბანკებს არ მიუღიათ („ეროვნულ ბანკში“ განმარტეს, რომ იმედი აქვთ, „ლიბერთი ბანკის“ გზას სხვებიც გაჰყვებიან. თუმცა ისიცაა, თუ არ გააყოლეს, ვითომ რატომ გაჰყვებიან?!).

რაც შეეხება თავად პიონერს (ანუ „ლიბერთი ბანკს“): როგორც გაირკვა, მის დანარჩენ ფილიალებში (ზემოხსენებული 25-ის გარდა, რომელთა მისამართებიც ამიერიდან ქვითარზე იქნება მითითებული) მოქალაქეებს კვლავაც 50-თეთრიან საკომისიოს გადაახდევინებენ.

ნათელია, რომ ეს შეღავათი თბილისის შეჭირვებული მოსახლეობისთვის დაწესდა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკომისიო გადასახადი მხოლოდ ზოგიერთ ფილიალში გაუქმდა, რა დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს გაჭირვებული მოქალაქისთვის, მგზავრობაში დაეხარჯება 50-თეთრი თუ ბანკის საკომისიოში, რაც ბადებს რიტორიკულად გულისმომკვლელ კითხვას: იქ, ზემოთ, რატომ ენანებათ მადლისთვის მარილის მოყრა?!


скачать dle 11.3