კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჩემი თავგადასავალი“


მანდატური – ქართული განათლების ხერხემალი

შესაძლოა, პრინციპით, „ხერხი სჯობია ღონესაო“, ოფიციალურად კი, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ეგიდით, სახელმწიფომ 400 მანდატური უკვე კიდეც გაწვრთნა, ფიციც დაადებინა და სკოლებში წესრიგის დასაცავად კურთხევაც მისცა. ფიცის დადების ცერემონიალს, თვალის ერთი შევლებით, შემაშინებელი ეფექტი ჰქონდა (თანდართული ფოტო სულაც არ გახლავთ პაპარაცული, ის საზეიმოდ გამოფინა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკუთარ საიტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ, ან შემაშინებლად არ მიაჩნია, ან მიზანი მართლაც შეშინებაა). რაკი „ერთიც მგლისკენო“, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში არასრულწლოვნებმა დანაშაულის ჩადენას მოუხშირეს და ისეც მოხდა, რომ ერთმანეთის სიცოცხლეც შეიწირეს, ბუნებრივია, სახელმწიფოს რამე ქმედითი ზომა აუცილებლად უნდა გაეტარებინა. მეორე მხრივ, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებმაც ცხადყო, რომ საქართველოს განათლების სისტემა მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის იმით, რომ ხარისხიანი და მაღალი დონის ცოდნის წყაროა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საჯარო სკოლის დონეზე), ასე რომ, სავსებით ბუნებრივია, სკოლების აღსაზრდელებს საქმეების გასარჩევად დრო თავზე საყრელად აქვთ (უფრო ზუსტად, ჰქონდათ). ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ნაცადი და მარტივი გზა მოინახა: თუკი სახელმწიფოს ხერხემალი შსს-ა, განათლების ხერხემლად მანდატურის ქცევა გადაწყდა. თანაც, მხოლოდ ამას არ დასჯერდნენ: იმ ძნელად აღსაზრდელებს, რომლებსაც მანდატურის ხელკეტი ვერ დაიმორჩილებს, სამტრედიის სპეცსკოლაში უკრავენ თავს.

თუ საკითხს გამოუსწორებელი ოპტიმისტის თვალით გადავხედავთ, შესაძლოა, ისეც ხდება, რომ ქართული განმანათლებელი თანამედროვე მამები ზედმიწევნით მისდევენ გურამიშვილის შეგონებას: „ნუ გედარდების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი“. თუმცა, თუ ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკას დავესესხებით, გამკაცრება ცოდნის დონეს არ აამაღლებს. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ჯერჯერობით სკოლა იმართება დევიზით: ჯერ – დისციპლინა, შემდეგ – განათლება. აქედან გამომდინარე კი, იქნებ საკლასო ოთახების კუთხეებში სიმინდის მარცვლები დაგვეყარა და მოუსვენარი მოსწავლეები ზედ შიშველი ფეხებით დაგვეყენებინა?! (დეტალები იხ. აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“).


скачать dle 11.3