კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად განიცადა მარი ასათიანმა ენით აუწერელი სიმწარე



მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი მარი ასათიანი ჯერ მხოლოდ 16 წლის არის, ის მაინც ცდილობს, საკუთარ გარეგნობაზე იზრუნოს, მოუაროს თავს, რადგან მიაჩნია, რომ ეს ყველა გოგონასთვის აუცილებელია.



– რა დროს უთმობ თავის მოვლას?

– ყოველდღიურად დიდ დროს არ ვანდომებ სარკესთან დგომას, მაგრამ, თუ განსაკუთრებულ ადგილას მივდივარ, მაშინ მეც განსაკუთრებულად ვიპრანჭები და დიდი დრო მჭირდება თავის მოსაწესრიგებლად.

– სახლიდან გასვლისას დიდხანს ემზადები? მაშინ არჩევ სამოსს თუ წინა დღეს?

– წინა დღეს არა, წასვლის წინ ვემზადები. შესაბამისად, დიდხანს ვარჩევ იმას, თუ რა ჩავიცვა. ბოლოს ჩემი გარდერობი თავდაყირა დგას ხოლმე. რა თქმა უნდა, იმ დროს მე ვეღარ ვასწრებ დალაგებას და ისე გამოდის, რომ დედაჩემი ალაგებს ჩემს გარდერობს. თუმცა, მე არ მეზარება და, როცა მცალია, სიამოვნებით ვალაგებ ჩემს გარდერობს, მაგრამ დედიკო მაინც მეხმარება ხოლმე.

– ყოველდღიურად როგორ ტანსაცმელს ხმარობ?

– ყოველდღიურად მაცვია მაისური, შარვალი, ან ქვედაკაბა, მაგრამ აუცილებლად დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი. თუ განსაკუთრებულ ადგილას არ მივდივარ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს არ ვხმარობ. არადა, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა და სულ დედაჩემის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი სახლში. შესაბამისად, ასეთი ფეხსაცმლით სიარული თავიდანვე გამიადვილდა.

– ბავშვობაში პრანჭია იყავი?

– არა, გაპრანჭვა დავიწყე დაახლოებით 14 წლის ასაკიდან, მანამდე საერთოდ არ მაინტერესებდა ასეთი რაღაცეები. ჩემი და ნახევარი დღის განმავლობაში რომ იდგა სარკის წინ, სულ მიკვირდა, ამას რატომ აკეთებდა. 15 წლის მივედი „იმიჯ-ცენტრში“ და იქ დავიწყე ქუსლებზე სიარული, მაკიაჟის გაკეთება, მაგრამ მაკიაჟს ახლაც არ ვხმარობ. თუ სადმე მნიშვნელოვან საღამოზე მივდივარ, მაშინაც მხოლოდ ტუშითა და პომადით შემოვიფარგლები ხოლმე.

– როგორ უვლი სახის კანს?

– ხანდახან ვხმარობ დამატენიანებელ კრემს, რომ სახის კანი არ გამომიშრეს, თუმცა, განსაკუთრებულს არაფერს ვიკეთებ, ნიღბებსაც არ ვხმარობ. უპრობლემო კანი მაქვს და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ჩარევას. ხილის ჭამა უფრო მსიამოვნებს, ვიდრე მისი წასმა.

– იოლად ირუჯები? დამწვარხარ როდისმე?

– კი, დავმწვარვარ, იმიტომ, რომ ბევრჯერ დავხამებულვარ და დიდხანს ვწოლილვარ მზეზე. საერთოდ, ძალიან კარგ ფერზე ვირუჯები. ყოველთვის ვხმარობ დამცავ კრემს და, როდესაც სასურველ ფერს მივიღებ, მერე ვისვამ რუჯის მიმღებს. ერთხელ საშინლად დავიწვი – ზურგზე დამწვრობა მქონდა, უცებ ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობარი მომვარდა უკნიდან და ზურგზე ხელი დამარტყა. ისეთი სიმწარე ვნახე, რომ ენით ვერ აგიწერ.

– როგორ ზრუნავ სხეულზე?

– „მედიში“ ვვარჯიშობ და ყოველთვის ვხმარობ შხაპის მისაღებად განკუთვნილ ლოსიონებს. ძალიან მიყვარს, როდესაც დუშ-გელს, ბოდი-ლოსიონს ქოქოსის სურნელი აქვს.

– როგორი სუნამო გიყვარს?

– ძალიან მიყვარს მამაკაცის სუნამოები. საერთოდ, ტკბილი სუნები არ მომწონს. განსაკუთრებით მიყვარს „შანელის“ „მადმუაზელი“ და მას ვისხამ ხშირად.

– სუნამოს სურნელით თუ იმახსოვრებ ადამიანებს, სიტუაციებს?

– საყვარელი სუნამოს სურნელს ყოველთვის ვგრძნობ, როცა ვიღაცას ასხია. რაც შეეხება სურნელით ადამიანების დამახსოვრებას, ნადვილად არ ვიმახსოვრებ არც ადამიანებს და არც სიტუაციებს. თუმცა ძალიან მიყვარს, როდესაც ადამიანს კარგი სურნელი ასდის და მოვლილია.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცი არ უნდა უვლიდეს თავს?

– მამაკაცი აუცილებლად უნდა უვლიდეს თავს, წესიერად და სუფთად უნდა ეცვას. ასევე, ზომიერად უნდა ესხას სუნამო, ოღონდ ის კარგი ხარისხის უნდა იყოს. ცუდი ხარისხისა და სურნელის სუნამოს დასხმას, ჯობია, საერთოდ არ დაისხას. ფრჩხილები, თმა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სახის კანი – მოკლედ, ყველაფერი წესრიგში უნდა ჰქონდეს.

– როცა ვიღაც მოგწონს, ეს არის შენთვის სტიმული, უფრო მეტად უვლი თავს, უფრო მეტად იპრანჭები?

– რა თქმა უნდა, ეს დიდი სტიმულია, სასიამოვნოა, როდესაც ეპრანჭები იმას, ვინც მოგწონს. ასე ხშირად არ ვიქცევი, მაგრამ, როდესაც ასე მოვქცეულვარ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნო ყოფილა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საყვარელი ადამიანი გეუბნება კომპლიმენტს და შენით არის აღფრთოვანებული.

რჩევა: ყველა ქალს ვურჩევ, ეტყობოდეს, რომ ქალია. რაც მთავარია, შეეცადეთ წარმოაჩინოთ კარგი მხარე. იყავით ბუნებრივები და კარგ ხასიათზე.

ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3