კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იქნებ ვცდები...


გადაწყვეტილება თითქმის მიღებული გაქვთ და გულს მაინც ეჭვის ჭია გიღრღნით, საბოლოო ნაბიჯის გადადგმამდე ნერვიულობთ და ფიქრობთ: იქნებ, „ის“ არ არის „ის“, ვისაც მე ვეძებდი და ვინც ჩემი ჭეშმარიტად მეორე ნახევარია. არის კი ჩემი არჩევანი გამართლებული?! თუ ამ დროს ჰორიზონტზე ყოფილი თაყვანისმცემელიც გამოჩნდება, პრობლემა უფრო მწვავდება და კითხვაც მეტ აქტუალურობას იძენს. ასეთი შემთხვევები არ არის იშვიათი. იმიტომ არა, რომ თქვენს გულში რამდენიმე პარტნიორისთვის არის ადგილი. უბრალოდ, ყოველთვის არ არის სიყვარული ისეთი ხელშესახები, რომ ყველა სხვა გრძნობა დაჩრდილოს. როცა გულთან ერთად გონებაც აქტიურობს, პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე ძლიერდება და გინდათ, კიდევ უფრო დაზღვეულები იყოთ რაიმე გაუთვალისწინებლობისგან. პასუხისმგებლობის გრძნობა რომ გაქვთ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეჭვებს უნდა ძლიოთ, მით უმეტეს, თუკი ხვდებით, რომ თქვენი რჩეული ღირსეული პიროვნებაა, იმსახურებს თქვენს ნდობასა და სიყვარულს. „იქნებ“ – ძალიან ცუდი მრჩეველია. ყოყმანი გადამწყვეტ მომენტში ყველაფერს გააფუჭებს, თავადაც მოიშხამავთ ბედნიერ წუთებს, იმასაც სერიოზულად ატკენთ გულს და შესაძლოა, ურთიერთობაც გაგიფუჭდეთ.

შეცდომა მოსდის ყველას, გარანტიები არ არსებობს. სამწუხაროდ, არც ურთიერთობაა იდეალური. ვერავინ იტყვის იმას, რომ ის, რაც დღეს რეალობაა, ხვალ რადიკალურად არ შეიცვლება უარესობისკენ. ეს „იქნებ“ კი თქვენს ნერვიულობად და თავის ტკივილად ნამდვილად არ ღირს. და თუ ხვდებით, რატომ გინდათ, თქვენი ეჭვებით ავნოთ იმას, რაც ამდენი ლოდინისა და ნატვრის შემდეგ გერგოთ წილად? იყავით უბრალოდ ბედნიერი. „იქნებ“ – ყოველთვის იარსებებს, მაგრამ თქვენ მას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.


скачать dle 11.3