კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უთხარით მადლობა


ბავშვობაში ყველას გვასწავლიდნენ, რომ მადლიერების გამოხატვა აუცილებელია; რომ მადლობის გადახდა ისევე ბუნებრივია, როგორც მისალმება. ჩვენ ეს გვახსოვს, მაგრამ გვავიწყდება მაშინ, როცა საქმე ბედს ეხება. დიახ, სწორედ ჩვენს ბედზე, ანუ იღბალზე მოგახსენებთ. რატომ არ უნდა ვიყოთ მისი მადლიერი, თუკი ის მოწყალეა ჩვენ მიმართ, არ იშურებს სიკეთეს – გვაძლევს ყველაფერს, რომ ცხოვრება ისე მოვიწყოთ, სულ უფრო მივუახლოვდეთ ბედნიერებას, სამწუხაროდ, როცა რაღაც არ გამოდის, როცა წინააღმდეგობას, დაბრკოლებას ვაწყდებით, მაშინვე ბედის ლანძღვას ვიწყებთ – აი, ეს კი ნამდვილად არასდროს გვავიწყდება, მაგრამ, რატომ არ ვამბობთ მადლობას მშვენიერი დღისთვის, კარგი განწყობისთვის, ჯანმრთელობისთვის, წარმატებული საქმისთვის? თუკი წარუმატებლობა ბედს უნდა დავაბრალოთ ან უბედობას – ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, წარმატებას საკუთარ დამსახურებად რატომ მივიჩნევთ?!

როცა ბედს მადლობას გადაუხდი, თავიდანვე იგრძნობ დადებითი ენერგიის მოზღვავებას. დადებითი ემოციები კი, უფრო მეტი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ და საკუთარ თვალში ამაღლდებით.

იყავით ბედის მადლიერი იმისთვის, რაც გაქვთ: კარგი ჯანმრთელობისთვის, მოსიყვარულე ოჯახის წევრებისთვის, სასიამოვნო გარემოსთვის, საინტერესო სამუშაოსთვის, მზიანი დილისთვის და თუნდაც პატარა სიხარულისთვის.

გულწრფელად გამოხატო ბედნიერება ბედის მიმართ – არ არის ადვილი. საკუთარ თავში ეს ჩვევა რომ გამოიმუშაოთ, ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოთ: ყოველ საღამოს, ძილის წინ, გაიხსენეთ ყველაფერი კარგი, რაც იმ დღის განმავლობაში მოხდა, ისიც, რაც საერთოდ, კარგი იყო თქვენს ცხოვრებაში და მალე მიხვდებით, რომ სასაყვედურო არაფერი გაქვთ. როცა სულ პოზიტიურზე იფიქრებთ, ნეგატიურს რეალობაშიც აიცილებთ თავიდან. ბედი ყოველთვის მოწყალე და კეთილია. მთავარია, ჩვენ ვისწავლოთ ამ მოწყალების დანახვა და მიღება. არ არსებობს ადამიანი, რომლის ცხოვრებაც მხოლოდ მინუსებით იქნება სავსე. მოძებნეთ ის პლუსები, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობაში არც ისე ცოტაა და, როცა შეძლებთ, ჭეშმარიტად იყოთ ბედის მადლიერი, ისიც ახალი, სასიამოვნო სიურპრიზებით გაგანებივრებთ.


скачать dle 11.3