კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიზეზი ჩხუბისთვის


ალბათ, დამეთანხმებით იმაში, რომ ჩხუბი წყვილს შორის უფრო ხშირად უბრალო წვრილმანით იწყება. სერიოზული მიზეზი საკმაოდ იშვიათად ხდება ჩხუბის წამომწყები. სრულიად უბრალო წაკინკლავებაც კი, შეიძლება, დიდ სკანდალში გადაიზარდოს, თუკი გონიერებას არ გამოიჩენთ და არ დაუკვირდებით, რა არის ჩხუბის მიზეზთა მიზეზი. იქნებ, უბრალოდ, ერთ-ერთი თქვენგანის უგუნებობა ხდება მაპროვოცირებელი ფაქტორი?! როცა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, ერთმანეთს კარგად უნდა იცნობდეთ. უნდა უკვირდებოდეთ ერთმანეთის გუნება-განწყობილების ცვლილებასაც. შეისწავლეთ ერთმანეთის ჩვევები, ახირებები, „კაპრიზები“. ეს არ არის რთული, არც უსიამოვნო ვალდებულება – ჰარმონიული თანაცხოვრება ამას ითვალისწინებს.

მთავარია, მიზეზი, რომლის გამოც ჩხუბი დაიწყო, არ იყოს საბაბი, ანუ, თქვენ თავად არ გქონდეთ ქვეცნობიერში ჩხუბის სურვილი. გამოუთქმელი, გულში დაგუბებული წყენა, რომელიც შიგნიდან გწამლავთ და გაწვალებთ, ერთხელ მაინც აუცილებლად გამოვა სააშკარაოზე, მაგრამ საბაბი სხვა რამე იქნება. ისწავლეთ მიზეზის საბაბისგან გარჩევა, ნუ ჩაიტოვებთ წყენას გულში. მაშინვე თქმა სჯობს. მაგრამ კატეგორიული და პრეტენზიული ტონის გარეშე. ადამიანები არ ვართ უნაკლონი და, შეიძლება, გული ყველაზე საყვარელ არსებას ვატკინოთ. ნებსით თუ უნებლიეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ვაღიაროთ ჩვენი შეცდომა და ღიმილით მოვინანიოთ.

საყვარელ ადამიანთან ბუტიაობა გაუმართლებელია. თუ მისი რამე თვისება არ მოგწონთ, პირდაპირ უთხარით, ნუ მოსთხოვთ მას, მოერგოს თქვენ მიერ შექმნილ სტერეოტიპს, მაგრამ, შეგიძლიათ, სთხოვოთ, ცოტათი შეიცვალოს. სიყვარულით ყველა პრობლემა მოგვარდება, ყველა მიზეზი აღმოიფხვრება და ყველა საბაბი გაქრება:

ჯობია, იცოდეთ ერთმანეთის გრძნობების, ემოციების შესახებ და, როცა ერთმანეთი უკეთ გეცოდინებათ, უკეთესადაც გაუგებთ.


скачать dle 11.3