კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს 10 ყველაზე არაჩვეულებრივი ხიდი


მსოფლიოში უამრავი ხიდია, რომელთა კულტურული ღირებულება და ისტორიული მნიშვნელობა ამა თუ იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. თუმცა, არის, ისეთებიც, რომლებიც ყურადღებას არა თავისი მასშტაბურობით, ისტორიითა და სილამაზით, არამედ არქიტექტურითა და მათი ავტორების ინოვაციური ხედვით იპყრობენ. შევეცდებით გაგაცნოთ ათი ყველაზე არაჩვეულებრივი ხიდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

„ჰენდერსონის ტალღები“

ყველაზე მაღალი ხიდი ფეხით მოსიარულეებისთვის სინგაპურში მდებარეობს. ეს ცხრაკილომეტრიანი ნაგებობა „მაუნთ ფეიბერ პარკს“ „ტელოკ ბლანგა ჰილ პარკთან“ აკავშირებს. ეს ხიდი ბრიტანელი და სინგაპურელი არქიტექტორების მიერ იყო დაპროექტებული და აგებულია ათასობით ხის ფიცრით და თანამედროვე სამშენებლო მასალებით. ორიგინალური დიზაინის ხიდი თანამედროვე არქიტექტურის მშვენებად ითვლება და ათიათასობით ტურისტის საყვარელი ადგილია სინგაპურში.

„ხიდი-კუნძული“

ხიდი, რომელიც აკავშირებს მდინარე მურის ორ ნაპირს ავსტრიულ ქალაქ გრაცში, 2003 წელს აიგო და მის პროექტზე ნიუიორკელი არქიტექტორი ვიტო აკონჩი მუშაობდა. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ხიდი, ესაა ხიდი „კუნძულით“ – ნაგებობით, რომელიც ხიდის ცენტრში მდებარეობს. „კუნძულის“ შუაგულში განთავსებულია კაფე და ყავის სახლი, აგრეთვე, სპეციალური ადგილი გარუჯვის მოყვარულთათვის. ღამით ხიდი ათასი სხვადასხვა ფერის ნათურით ანათებს, რაც დამატებით დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის.

„ლანგკავი სკაი ბრიჯი“

„ლანგკავი სკაი ბრიჯი“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხიდია მსოფლიოში. ის მდებარეობს მალაიზიაში, ზღვის დონიდან 700 მეტრზე და მისი სიგრძე 125 მეტრია. ხიდი დამაგრებულია მხოლოდ ერთ კოლონაზე, ხოლო ტროსები, რომლებიც არეგულირებენ მის უსაფრთხოებას, ახლომდებარე კლდეებზეა მიმაგრებული. ხიდიდან თვალწარმტაცი ხედი იშლება კუნძულის მთიან მხარესა და სანაპიროზე. სიმაღლის შიშის მქონე ადამიანებისთვის ამ ხიდზე მოხვედრა მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის.

„მაგდებურგის საწყლოსნო ხიდი“

გერმანიაში მდებარე ეს 918-მეტრიანი ხიდი-აკვედუკი ორ მნიშვნელოვან არხს აკავშირებს ერთმანეთთან: ელბა-ჰაფელსა და შუაგერმანულ არხს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება დაკავშირება რურის ოლქის ინდუსტრიულ რაიონთან. მაგდებურგის ხიდი ყველაზე დიდ საწყლოსნო ხიდად ითვლება ევროპაში. მისი მშენებლობა 1997 წელს დაიწყო და 2003 წელს დასრულდა. ხიდის აშენებაზე დაიხარჯა ნახევარი მილიარდი ევრო, 68 ათასი კუბური მეტრი ბეტონი და 24 ათასი ტონა ფოლადი.

„ტიანცზინის თვალი“

ჩინეთში, ქალაქ ტიანცზინში, მდინარე ხეიხეზე მდებარე ეს ხიდი გიგანტური „ეშმაკის ბორბლით“ იწონებს თავს. მისი სიმაღლე 120 მეტრია, რაც 35-სართულიანი შენობის სიმაღლეს უტოლდება და ნებისმიერ მსურველს ქალაქის ხედების ნახვა სხვადასხვა წერტილიდან შეუძლია.

„ოქტავიო ფრიას დე ოლივეირა“

ბრაზილიაში, სან-პაულოში მდებარე ხიდი „ოქტავიო ფრიას დე ოლივეირა“, თავისი ფორმით არის არაჩვეულებრივი. 137 მეტრი სიმაღლის, X-ის ფორმის კონსტრუქცია, რაც ხიდის მშვენებას წარმოადგენს, დიოდური განათებით არის მოწყობილი და ყოველ ღამით მასზე სხვადასხვა სახის ლაზერული შოუ იდგმება.

„სთეირქეის ბრიჯი“

შვეიცარიელმა არქიტექტორებმა, იურგ კონზეტმა და როლფ ბაკოფნერმა, დააპროექტეს უნიკალური კონფიგურაციის ხიდი, რომელიც შვეიცარიაში ტრავერსინებორტელის ხეობაში აიგო. ხიდი, ამავდროულად, კიბის ფუნქციასაც ასრულებს და მისი სიგრძე 56 მეტრია. რადგან სწორი ფორმის ხიდის დადგმა ხეობის თავზე არ ხერხდებოდა, არქიტექტორებმა ასეთ ორიგინალურ ხერხს მიმართეს.

„ბანპო ფაუნტეინ ბრიჯი“

სამხრეთ კორეაში, სეულში, მდინარე ხანზე, მდებარეობს არაჩვეულებრივი ხიდი, რომელიც, ორი ნაპირის დაკავშირების გარდა, შადრევნის ფუნქციასაც ასრულებს. უნიკალურ ხიდს „ბანპო ბრიჯს“ უწოდებენ და, რომ არა შადრევნის ფუნქცია, მას ჩვეულებრივი ხიდის როლი ექნებოდა. ხიდიდან ყოველდღიურად 190 ათასი ტონა წყალი იღვრება.

„პითონ ბრიჯი“

ულამაზესი, პითონის ფორმის ხიდი ამსტერდამის აღმოსავლეთ მხარეში მდებარეობს. იგი კომპანია „ვესტ 8-მ“ დააპროექტა და 2001 წელს ააგო. ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ნახევარკუნძულ სპორენბურგსა და კუნძულ ბორნეოს.

„როლინგ ბრიჯი“

ეს უნიკალური, მოძრავი ხიდი ლონდონში მდებარეობს. 12-მეტრი სიგრძის და რვა სექციისგან შემდგარი, ფოლადისა და ხის მასალისგან დამზადებული ხიდი, იწევა, იკეცება და უზარმაზარი რგოლის ფორმას იღებს. ხიდი დიზაინერ თომას ჰეტერვიკის დაპროექტებულია და ლონდონის თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშად ითვლება.


скачать dle 11.3