სად დაიწყო ბიზნესკარიერა ნურსულთან ნაზარბაევის მილიარდერმა სიძემ და რომელ ყაზახ მილიარდერს ჰყავს 5 ქალიშვილი
რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, ყაზახეთი მესამე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. რუსულ ჟურნალ „ფინანსისა“ და ამერიკული – „ფორბსის“ ვერსიით, ყაზახი მილიარდერების საერთო კაპიტალი უკრაინელი და რუსი მილიარდერებისას ჩამოუვარდება, თუმცა მათი რაოდენობა საკმარისია, რომ გაუსწროს ქართველ, ბელარუს და მოლდოველ „კოლეგებს“. გთავაზობთ ყაზახი მილიარდერების ჩამონათვალს მცირე ბიოგრაფიული მონაცემებით.
ვლადიმირ კიმი – 3,7 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1960 წელს მირზაკენტში, ყაზახეთის ასსრ; განათლება – სამშენებლო ინსტიტუტი; კარიერა – 80-იან წლებში მუშაობდა ალმა-ათის რაიკომში, 90-იან წლებში ხელმძღვანელობდა „კაზახსტან სამსუნგს“, 1995 წლიდან „ყაზახმისის“ თავმჯდომარეა; ბიზნესი – ფერადი და ძვირფასი ლითონების მომპოვებელი და გადამმუშავებელი კომპანია „ყაზახმისის“ პრეზიდენტი და აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი, კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება; ძირითადი აქტივები – ფერადი ლითონის მომპოვებელი კომბინატები: ჟეზკანგანსკის სპილენძის კომბინატი, აღმოსავლეთ ყაზახეთის სპილენძ-ქიმიური კომბინატი, ბალხაშის სამთო-მეტალურგიული კომპლექსი; პირადი ინფორმაცია – ნურსულთან ნაზარბაევის სახალხო-ეროვნული პარტიის „ოტანის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.
პატოჰ შოდიევი – 3,3 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1953 წელს უზბეკეთში; განათლება – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი („მგიმო“), პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; კარიერა – 80-იან წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის სამრეწველო წარმომადგენლობაში იაპონიაში, 1992 წელს დაიწყო კერძო ბიზნესი; ბიზნესი – „ეურაზიან ნეიჩერალ რესურსეს კორპორეიშენის“ თანამფლობელი (15 პროცენტი); ძირითადი აქტივები – „ყაზხრომი“, ევრაზიის ფინანსური კომპანია, „ყაზახეთის ალუმინი“, ევროაზიული ენერგეტიკული კორპორაცია; პირადი ინფორმაცია – ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, შოდიევის საერთაშორისო ფონდის დამაარსებელი, დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი.
ალექსანდრ მაშკევიჩი – 3,3 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1954 წელს ქალაქ ფრუნზეში (ბიშკეკი), ყირგიზეთის ასსრ; განათლება – ყირგიზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი; კარიერა – 1988 წელს წამოიწყო კერძო ბიზნესი ყირგიზეთში, 90-იან წლებში სათავეში ედგა „საევბეკო-გრუპს“ (მოსკოვი); ბიზნესი – „ეურაზიან ნეიჩერალ რესურსეს კორპორეიშენის“ თანამფლობელი (15 პროცენტი); ძირითადი აქტივები – „ყაზხრომი“, ევრაზიის ფინანსური კომპანია, „ყაზახეთის ალუმინი“, ევროაზიული ენერგეტიკული კორპორაცია; პირადი ინფორმაცია – ებრაელთა სათვისტომოების მხარდაჭერა პოსტსაბჭოთა სივრცეში. 2000 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ყაზახეთის ებრაელთა კონგრესი. არის ყაზახეთის „სახალხო პარტიის“ სპონსორი. დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.
ალიჯან იბრაგიმოვი – 3,3 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1953 წელს ფერღანას ოლქში, უზბეკეთის ასსრ; განათლება – მოსკოვის ვეტერინარიული აკადემია, მოსკოვის ორჯონიკიძის სახელობის მართვის ინსტიტუტი; კარიერა – მუშაობდა „ცენტროსოიუზში“ (ყირგიზეთი), 1989 წლიდან კერძო ბიზნესშია, 1992 წლიდან მაშკევიჩის და შოდიევის პარტნიორია; ბიზნესი – „ეურაზიან ნეიჩერალ რესურსეს კორპორეიშენის“ თანამფლობელი; ძირითადი აქტივები – „ყაზხრომი“, ევრაზიის ფინანსური კომპანია, „ყაზახეთის ალუმინი“, ევროაზიული ენერგეტიკული კორპორაცია; პირადი ინფორმაცია – დაქორწინებულია, ჰყავს ექვსი ვაჟი.
ნურჟან სუბჰანბერდინი – 1,1 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1965 წელს ალმა-ათაში (ყაზახეთი); განათლება – ყაზახეთის კიროვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურა; კარიერა – 90-იანი წლებიდან საბანკო სფეროშია სხვადასხვა თანამდებობაზე; ბიზნესი – „ყაზკომერცბანკის“ მფლობელი; ძირითადი აქტივები – „ყაზკომერცბანკი“, წილები „ცენტრალ აზია ინვესტმენტში“ (ტელეკომუნიკაცია, ენერგეტიკა, სანავთობო ბიზნესი); პირადი ინფორმაცია – ცნობილი საბჭოთა მწერლის, სალკენა სუბჰანბერდინის შვილი, აკადემიკოს შაფიკ ჩოკინის შვილობილი. დაქორწინებულია, ჰყავს ორი ვაჟიშვილი და ხუთი ქალიშვილი.
ტიმურ კულიბაევი – 1,1 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1966 წელს ალმა-ათაში (ყაზახეთი); განათლება – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ეკონომიკა); კარიერა – 1992 წლამდე მუშაობდა სამეცნიერო სფეროში, 90-იანი წლების შუა პერიოდიდან სანავთობო და გაზის სფეროშია; ბიზნესი – სათავეში უდგას სამ სახელმწიფო კომპანიას: „ყაზმუნაიგაზს“, „კაზახსტან ტემირჟოლის“, „სამ რუკ-ენერგოს“; ძირითადი აქტივები – წილი ჯგუფ „ჰალიკში“ (ყაზახეთის „სახალხო ბანკი“), აქტივები სანავთობო სფეროში; პირადი ინფორმაცია – ყაზახეთის ნაციონალური ეკონომიკის პალატის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, გატაცებულია გოლფის თამაშით. დაქორწინებულია ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შუათანა ქალიშვილ დინარაზე. ჰყავს სამი შვილი.
დინარა კულიბაევა – 1,1 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1967 წელს ტემირტაუში (ყაზახეთი); განათლება – მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2007 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; კარიერა – 2001 წლიდან სასწავლო-სამეცნიერო კომპლექს „კაზუმოიმიას“ დირექტორთა საბჭოს წევრი, 2004 წლიდან ყაზახურ-ინგლისური ტექნიკური უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; ძირითადი აქტივები – წილი ჯგუფ „ჰალიკში“ (ყაზახეთის „სახალხო ბანკი“); პირადი ინფორმაცია – ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი, ნაზარბაევის სახელობის საგანმანათლებლო ფონდის ხელმძღვანელი, ტიმურ კულიბაევის მეუღლე, ჰყავს სამი შვილი.
ბაჰიტბეკ ბაისეიტოვი – 1 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1958 წელს ალმა-ათაში (ყაზახეთი); განათლება – ალმა-ათის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი, მოსკოვის ფინანსური ინსტიტუტი; კარიერა – სხვადასხვა წლებში მუშაობდა საბანკო სფეროში, იყო ალმა-ათის ცენტრალური კოოპერატიული ბანკის, „ცენტრბანკის“ თავმჯდომარე, ყაზახეთის მრეწველთა კონგრესის პრეზიდენტი, ყაზახეთის ბანკების ასოციაციისა და კორპორაცია „ატამეკენის“ პრეზიდენტი; ბიზნესი – ბანკ „ცენტრ კრედიტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი; ძირითადი აქტივები – ბანკ „ცენტრ კრედიტის“ აქციათა საკონტროლო პაკეტის 51 პროცენტი; პირადი ინფორმაცია – დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.
ბულატ უტემურატოვი – 1 მილიარდი ამერიკული დოლარი
დაიბადა – 1957 წელს, ქალაქ გურიევში (ყაზახეთი); განათლება – ალმა-ათის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი; კარიერა – მუშაობდა სავაჭრო სფეროში, 1995 წელს ჰოლანდიურ ფირმა „მეერს პერსონთან“ ერთად დააფუძნა „ატფ ბანკი“ (2007 წელს მიჰყიდა ჯგუფ „უნიკრედიტს“), 2000-იანი წლებიდან აკონტროლებს ტელეკომპანია „31-ე არხს“; ბიზნესი – მედიაჰოლდინგ „31-ე არხის“ მფლობელი; ძირითადი აქტივები – მედიაჰოლდინგი „31-ე არხი“, წილი „ბთა ბანკში“ (26 პროცენტი); პირადი ინფორმაცია – ყაზახეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. დაქორწინებული, ჰყავს ორი შვილი.