კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო „დახურული“ ქეთა თოფურიას თბილისური დაბადების დღე და ვინ იყვნენ მისი სტუმრები


თბილისს არაფერი გამოეპარება. ეს იმდენად პატარა ქალაქია, რომ, როგორც არ უნდა გინდოდეს ჩუმად ჩამოსვლა ან გაპარვა, ამის მოხერხება ძალიან რთულია. ასე დაემართა „ა სტუდიოს” სოლისტს, მშვენიერ და მომხიბლავ, ქეთა თოფურიასაც, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი 24-ე დაბადების დღე თბილისში, მეგობრების წრეში, პრესისგან შორს აღენიშნა. როგორც სანდო წყაროებიდან გავიგეთ, მან ყველა ტელევიზიასა და პრესას უარი უთხრა დაბადების დღის გადაღებაზე იმ მიზეზით, რომ მეგობრებთან ერთად თავის ჭკუაზე, გემრიელად გართობა უნდოდა. თუმცა, ამ ყველაფერმა ჩუმად მაინც არ ჩაიარა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქეთას დაბადების დღის ორგანიზება სტეფანე მღებრიშვილმა და კახა ცისკარიძემ ითავეს და მოლოდინმაც ყოველგვარ შედეგს გადააჭარბა. იმ დღეს ქეთას სიხარულით ყველა ბედნიერი იყო. მართალია, იუბილარს დაბადების დღე 9 სექტემბერს აქვს, მაგრამ, მეგობრები და ახლობლები სასტუმრო „რედისონის” ვერანდაზე 8 სექტემბერს, საღამოს 8 საათისთვის შეიკრიბნენ, რათა 12 საათის დადგომისთანავე ქეთასთვის ყველას მიელოცა დაბადების დღე.

8 საათისთვის სტუმრებმა „რედისონში” მისვლა დაიწყეს: ფოიეში ჯერ სალომე გოგიაშვილი და ნიკა კაცია გამოჩდნენ, შემდეგ ლელა წურწუმია მოვიდა, ცოტა ხანში კი – ნატო დუმბაძე და თიკა ფაცაცია. როგორც შევიტყვეთ, დაბადების დღე ასკაციანი იყო, მაგრამ იქ ცნობილ სახეებზე მეტად ქეთას ბავშვობის მეგობრები ჭარბობდნენ. რამდენიმე ადამიანი მოსკოვიდანაც იყო ჩამოსული.

იუბილარს ეცვა ულამაზესი ლურჯი კაბა, რომელსაც მხარზე თეთრი მარგალიტებით საოცრად იყო გაფორმებული. ის, სავარაუდოდ, „სენტ ბესარიონს“, იგივე ბესო რაზმაძეს ეკუთვნოდა. იუბილარს ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა. ცოტა ხანში მას თავისმა მეგობრებმა უმღერეს: სცენაზე ერთმანეთის მონაცვლეობით ადიოდნენ ლელა წურწუმია, მანანა თოდაძე, თამუნა ამონაშვილი, „ქუჩის ბიჭები”. ყოფილ შეყვარებულს ემოციურად უმღერა ზურა ხაჩიძემაც, დაბადების დღეზე გაირკვა, რომ ამ წლების განმავლობაში არა მხოლოდ ორივეს ცხოვრებაში მოხდა რადიკალური ცვლილებები, არამედ, თავადაც შეცვლილები არიან, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქეთას დღემდე აქვს შემორჩენილი, თინეიჯერული მხიარულება და გიჟური ხასიათი, რითაც ყველას იოლად აყვარებს თავს. 12 საათამდე ქართველი მომღერლებიდან ბოლოს „სტეფანემ და 3G-მ“ იმღერეს. ზუსტად 12 საათზე კი ფოიერვერკი მოაწყვეს და სადღესასწაულო ტორტიც შემოიტანეს. ქეთას ყველა სტუმარმა ერთად უმღერა „ჰეფი ბიორსდეი” და მანაც, ტრადიციულად, შებერვით ჩააქრო ყველა სანთელი. ამ დროს მის გვერდით, როგორც ჩვენ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, იდგა მისი საქმრო, ბიზნესმენი, რომლის ვინაობა რუსმა პაპარაცებმაც ვერ დაადგინეს. მართალია, დაბეჯითებით არაფრის მტკიცება არ შეგვიძლია, მაგრამ, დაბადების დღეზე ქეთას ხელზე ზუსტად ისეთი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ბრწყინავდა, როგორსაც ევროპასა და ამერიკაში, ტრადიციულად, ხელის თხოვნის ან ნიშნობის დროს უკეთებენ საცოლეებს საქმროები. თუ ჩვენი ვარაუდი სიმართლეა და ქეთა დაინიშნა, სულითა და გულით ვულოცავთ მას ბედნიერებას და ვუსურვებთ, სიცოცხლის ბოლომდე ისეთი ბედნიერი ყოფილიყოს, როგორიც ის თავის ოცდამეოთხე დაბადების დღეზე იყო.

12 საათის შემდეგ კი მხიარულებამ პიკს მიაღწია. მოსკოვიდან სპეციალურად ქეთასთვის ჩამოვიდა ანატოლი ევდოკიმოვის ძალიან პოპულარული ჯგუფი „ევდოკიმოვ შოუ”, რომელიც ცნობილი ადამიანების სიმღერების თეატრალიზებული წარმოდგენებით არის ცნობილი. ნახევარსაათიან პროგრამაში ყველაზე ეფექტური ლედი გაგას სიმღერის გაცოცხლება იყო, რომელიც ძალიან ჰგავდა ტრანსსექსუალების შოუს. ლედი გაგას როლში მყოფი მამაკაცი კი სცენაზე საოცრად სექსუალურად გამოიყურებოდა. „ევდოკიმოვ შოუს” შემდეგ სტუმრები საკლუბო მუსიკაზე გადავიდნენ და დიჯეი რემბოსა და ძვალის მიქსებზე ბევრი იცეკვეს. მოწვეულმა საზოგადოებამ „რედისონი” დაახლოებით გამთენიის 3 საათისთვის დატოვა. რა საჩუქრები მიიღო ქეთამ დაბადების დღეზე და როდემდე დარჩა ის თბილისში, ჩვენთვის უცნობია, მისი მეგობრებისთვის კი 8 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე იყო.


скачать dle 11.3