კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გაკეთება აიძულა ხვიჩა მაღლაკელიძემ 16 წლის გოგონას და როდის არის ის ტემპერამენტიანი


ერთი სერიოზული და მეორე ჯკუამხიარული. როცა ხვიჩა მაღლაკელიძე საყვარელ გოგონაზე ქორწინდებოდა, ეუბნებოდნენ, ასეთ მხიარულ ბიჭს ასეთი სერიოზული გოგო ცოლად რად გინდაო. ცალკე მარი ჩახვაძეს კი ურჩევდნენ, არასერიოზული, მუსიკოსი რად გინდა, ყველა იურისტსა და ექიმ ქმარზე ოცნებობსო. მაგრამ, არჩევანმა გაამართლა. ცოლ-ქმარი კარგად არეგულირებენ ურთიერთობას და ცდილობენ, ბოლომდე ასე მივიდნენ. ოქტომბერში მეორე შვილის მშობლები გახდებიან, შესაბამისად, ოჯახს პასუხისმგებლობაც მოემატება.



– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

– ხვიჩას მოსწავლე ვიყავი – გიტარაზე დაკვრას მასწავლიდა. 16 წლისას ყველაფერი მინდოდა, მესწავლა – ცეკვა, სიმღერა, დაკვრა... სიმღერის ქასთინგზე მივედი. ხვიჩაც იქ იყო, რეპეტიცია ჰქონდათ. რომ დავუნახივარ, მოვწონებივარ. მერე მითხრა – ისე მაგრად მომეწონე, ჩემს მეგობრებთან ერთად დავდიოდი ქალაქში და ყველგან გეძებდიო. ერთ საღამოს ჩემს დასთან ერთად ვსეირნობდი ბულვარში და დამინახა. პირდაპირ დამეტაკა, ისე რომ არ იცოდა, რა ეთქვა. რა კარგი თითები გაქვს, შენ აუცილებლად უნდა უკრავდე გიტარაზე. ჩემთან მოდი და გასწავლიო. მეც დავიწყე გიტარაზე სიარული. ძალიან მომეწონა, სიამოვნებით ვსწავლობდი. ძალიან სერიოზულად მასწავლიდა, ისევე როგორც სხვებს. რამდენიმე თვე ჩვეულებრივად დავდიოდი. მერე დავიწყეთ ბულვარში სეირნობა, ხან სად მეპატიჟებოდა, ხან – სად. ურთიერთობის ამ ფაზაში სულ გადამავიწყდა გიტარა და ისიც, რაც განვლილ თვეებში ვისწავლე. გიტარა იყო ჩვენი შეხვედრების მიზეზი, მერე კი აღარ იყო საჭირო. ოთხი წელი ვიყავით შეყვარებულები. კაფეებში, სადაც კი შევდიოდით, ხალხი უკვე გაკვირვებული გვიყურებდა, თქვენ ისევ ასე დადიხართო?! მოკლედ, ისე ლამაზად მახვევდა, რომ არ შეიძლებოდა, უარი მეთქვა. მაიძულა, გავყოლოდი. მისი დამსახურებაა, რომ მან შეძლო ჩემში გრძნობები გაეღვიძებინა. ხშირად უწევდა თბილისში ჩამოსვლა და ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც დავაჩქარეთ ოჯახის შექმნა. მართლა აღარ შეიძლებოდა მეტის მოთმენა: მე – ბათუმში, ის – თბილისში. ჩვენ არა მხოლოდ შეყვარებულები ვიყავით, უკვე საერთო საქმე და საზრუნავი გაგვიჩნდა. ის ჩემს საქმეებში მეხმარებოდა, მე კონცერტების ორგანიზებაში.

– ხვიჩა არ გამოირჩევა ისეთი ფიზიკური მონაცემებით, რომ მასზე ვიღაც გაგიჟდეს. თქვენ რამ გადაგრიათ?

– იმხელა მონდომება და სითბო მოდიოდა მისგან, რომ მის გარეგნობას აქ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. გარეგნობაზე არა, მაგრამ ყველა იმას მეუბნებოდა, არასერიოზულია, რად გინდა მუსიკოსი, ყველა იურისტს, ექიმს, შეძლებულ ქმარს ეძებსო. ზოგი პირიქითაც ამბობდა – ასეთი მხიარული და კარგი ხასიათის ბიჭს ასეთი სერიოზული გოგო რად გინდოდა ცოლადო. ხვიჩასთან შედარებით სერიოზული ვარ. ოჯახში ერთი სერიოზული ხომ უნდა იყოს, ვიღაცამ ხომ უნდა გადაწყვიტოს ოჯახის საქმეები და პრობლემები.

– ქმარს რით უდგახართ გვერდში. მუშაობთ?

– ბათუმში ტანსაცმლისა და ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე და ცოტა ხანს სალონში ვმუშაობდი. თბილისში რომ ჩამოვედით, „ალმა მატერში“ ეკონომიკისა და ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში ვმუშაობდი. ამჟამად არ ვმუშაობ.

– არ გაგიჭირდათ ბათუმიდან თბილისში გადმოსვლა და ცხოვრება, როცა ფინანსური მდგომარეობა არამყარი გქონდათ?

– აქ რომ ჩამოვედით, აბსოლუტურად ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. არც ბინა გვქონდა, არც – არაფერი. ხვიჩას სამსახური შესთავაზეს და იმის იმედით წამოვედით, რომ ყველაფერი გვექნებოდა. „სანოს“ სტუდიაში იყო, საღამოობით რესტორნებსა და კლუბებში უკრავდა. რამდენიმე დღე სასტუმროში ვცხოვრობდით და მერე ქირით გადავედით. ბინაში თავიდან 150 დოლარს ვიხდიდით, მერე, კიდევ ერთი ოთახი შემოვიმატეთ და – ორას დოლარს. ამ თანხას სამსახური უნაზღაურებდა. მახსოვს, თვის ბოლო რომ მოვიდოდა, გავიდოდით და ოჯახისთვის თითო-თითო საჭირო ნივთს ვიძენდით. მეორე თვეში კიდევ ერთ-ორ ნივთს ვიყიდდით და ასე შემდეგ. ერთ წელიწადში თითქმის ყველაფერი მოვაგროვეთ – ჭურჭელი, თეთრეული. მერე ხვიჩას ოჯახი ძალიან დაგვეხმარა. ხვიჩას დას ბათუმში ერთოთახიანი დაკეტილი ბინა ჰქონდა. ის გაყიდეს და ეს ბინა გვიყიდეს.

– ოჯახის მართვა ძალიან რთული საქმეა. როგორ ართმევთ თავს?

– ძალიან მშიშარა ვარ. მახსოვს, მამაჩემს რომ დაუმთავრდებოდა ფული, დედას მაინც რაღაც ჰქონდა გადანახული. იქამდე არ მივიყვან საქმეს, რომ პურის ფულიც არ გვქონდეს. რანაირად უნდა იცხოვრო ისე, რომ ერთ და ორ კვირაში საერთოდ ნულზე დაჯდე. რაც გაქვს, ის უნდა გადაანაწილო იმ დრომდე, სანამ სხვა შემოსავალი გაჩნდება. ხვიჩას არ აქვს სტაბილური შემოსავალი, ჰონორარზეა დამოკიდებული. მაგრამ, მიახლოებითი პროგნოზი თავისი შემოსავლებისა და ხარჯების, მგონი, ყველამ იცის.

– კაცების უმრავლესობას სახლში ყოფნას გარეთ უაზროდ ხეტიალი ურჩევნია, მაგრამ ეს იმათ, ვისაც ავი ცოლი ჰყავს და ქმარს მოსვენებას არ აძლევს. ხვიჩას შემთხვევაში, ალბათ, ასე არ არის.

– ხვიჩას სახლში ყოფნა ყველაფერს ურჩევნია. მეგობრებთან ერთად გასეირნებაც კი ეზარება. ერთადერთი, რემონტი არ სიამოვნებს, თორემ, დანარჩენი ყველაფერი მოსწონს, რაც სახლს უკავშირდება. მაგალითად, სამზარეულოში ჩემთან ერთად ტრიალი და რაღაცეების მომზადება. სხვათა შორის, ყველაზე კარგად ხინკალი გამოსდის, რომელსაც ვერ ვიტანდი და იმდენი ქნა, შემაყვარა. სხვა ხინკალს არც ვჭამ. რამდენიმე წელი, როცა ვმუშაობდი, ისე ვცხოვრობდით, რომ ერთმანეთს ვერ ვხვდებოდით და მერე ტელეფონით და სკაიპით გვქონდა კავშირი. დილით რომ ვდგებოდი და სამსახურში მივდიოდი, ხვიჩას ეძინა და როცა ვბრუნდებოდი, ის მაშინ მიდიოდა სამუშაოზე.

– თქვენ ბავშვს რომ ვუყურებ, მგონია, ხვიჩა დაპატარავდა. მამასავით ენაკვიმატი და მოხერხებულია.

– ხასიათი და ენა მამამისის აქვს. არ ვიცი, როგორ გავუძლებ ორ ერთნაირ მაღლაკელიძეს. ბევრი საერთო არაბავშვური ინტერესები, შეხედულებები აქვთ. დასხდებიან, ჟურნალებიდან და გაზეთებიდან რაღაცეებს გამოჭრიან, გააკეთებენ, წერენ. ხვიჩასაც ბავშვობაში თურმე ასეთი რაღაცეები აინტერესებდა.

– ქალი რომ თხოვდება, თავისთავად, ყველა იმ სიამოვნებაზე უწევს უარის თქმა, რაც მანამდე ჰქონდა. არც იმის საშუალება ეძლევა, საკუთარ ოჯახში ერთხელ მაინც რაღაც დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. ამაზე რას ფიქრობთ?

– ვცდილობ, რომ ჩემთვისაც მქონდეს რაღაც პატარა ცხოვრება, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ვგრძნობ, რომ მარი ჩახვაძე კი არა, ხვიჩა მაღლაკელიძის ცოლი ვარ. მაგრამ ოჯახში ხომ ვიღაც უნდა იყოს ლიდერი, ვიღაც ხომ უნდა წავიდეს დათმობაზე. ორი ლიდერი ერთ ოჯახში არ შეიძლება. შეიძლება, არც მომწონს ეს, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ. ვიცი, ოჯახები, სადაც მამაკაცი ყველაფერში ისეთი ზანტი და მოუხერხებელია, რომ არ შეიძლება ის იყოს ლიდერი. მაშინ ოჯახი დაინგრევა. როგორც წავა ოჯახში საქმე, ისე უნდა მიჰყვე მას. ლიდერის თვისებები თავისით ყალიბდება, არ შეიძლება თქვა, რომ შენ კი არა, მე ვიქნები ოჯახში წამყვანი.

– ეს რომ კაცს უთხრა, სულ გადაირევა. მაგათ ხომ ჩვენი განცდები და აზრები არ აინტერესებთ და ვერც ჩვენს რჩევებს ეგუებიან.

– ვიცი, რომ არ უყვართ რჩევები და ვცდილობ, არც ვურჩიო. შეიძლება, არაფერი მითხრას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ვურჩიო, იმას აღარ გააკეთებს, რაც უნდა გაეკეთებინა და აგრესიულად განეწყობა. ეს ჩვეულებრივი მამაკაცური სიჯიუტეა და სხვა არაფერი. სიტუაციას თვითონ მიიყვანს საჭირო დასკვნამდე. უარყოფითი მხარე ყველას აქვს, უბრალოდ, უნდა შეისწავლო და გვერდი აუარო. მომთხოვნი შეიძლება, ძალიან წვრილმან რაღაცეებში ვიყო – დავალაგე და გთხოვ, არ აურიო. სხვათა შორის, რემონტი რომ დავიწყე, ძალიან მეხმარება. არ ვიცოდი, თუ ასეთი იყო და ძალიან მიკვირს. ზოგჯერ ვბრაზდები, ადრე რატომ არ იყო ასეთი-მეთქი. სულ ფეხმძიმედ ხომ არ ვიქნები, რომ მომეხმაროს. მოსწავლეები რომ მიდიან, იცის, რომ სახლი უნდა მივალაგოთ. აიღებს მტვერსასრუტს და ალაგებს.

– კარგია ასეთი ქმარი, რომელიც არ ჩხუბობს და მტვერსასრუტით სახლს ალაგებს.

– ჩვენ გვეშინია ჩხუბის, იმიტომ, რომ ერთმანეთის იქით არავინ გვყავს. აღარც ხვიჩას ჰყავს მშობლები და აღარც მე. პირველ ხანებში რაღაც წვრილმანებსა და სისულელეებზე ვჩხუბობდით. მერე ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს. თუ ვიჩხუბებთ, ვისთან უნდა მივიდეთ და გადავუშალოთ გული. ალბათ, ამიტომაც გვაქვს ასეთი შეკრული ოჯახი.

– როგორი შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი ყოფილხართ. ალბათ, არც ეჭვიანობთ.

– იმდენი რამ გადავლახეთ ერთად, რომ არ მგონია, რაღაც მოხდეს. ჩვენ ამ ინტრიგებით არ ვცხოვრობთ. სხვათა შორის, ხვიჩა არ არის ეჭვიანი. სხვანაირად უყურებს ყველაფერს. ზოგჯერ მწყინს, რომ არ ეჭვიანობს. მოკლე კაბას ჩავიცვამ და ცხვირწინ ვუტრიალებ – ნახე, როგორ გავდივარ გარეთ-მეთქი. ის იქიდან მეტყვის, ჰო, წადი, ოღონდ არ შეგცივდესო. ასე მაბრაზებს. მე უფრო ვარ ეჭვიანი, ისეთი სამსახური აქვს, გიჟი უნდა იყო, რომ არაფერი იფიქრო. ქმარი მთელი ღამე არ არის სახლში და შენ არხეინად ხარ. ხომ სიგიჟეა?! ძალიან ტემპერამენტიანია, მაგრამ რამე რომ იყოს, ვიცი, პირველი ის არასოდეს გამოთქვამს სურვილს. მისგან არ წამოვა ინიციატივა. თუ რაღაც მოხდება, დარწმუნებული ვარ, ქალის ბრალი იქნება.

– ისე, მართლა, ნეტავ, ღამე გარეთ რას აკეთებს?

– ბანკეტები, ქორწილები, ღამის კლუბები... ბევრი სამუშაო აქვს, მაგრამ ნდობა უნდა იყოს, ისე არაფერი გამოვა. არ არის საჭირო, ყოველწუთს ვამოწმო. ქალი ისედაც ყველაფერს გრძნობს. კარგად ვიცნობ ხვიჩას და არ მგონია, რაღაც მოხდეს. ახლაც არ არის სახლში, მაგრამ მთელი ღამე ხომ არ დავჯდები და ვინერვიულებ?!


скачать dle 11.3