კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაფარული ნომრით გაგიჟებული გივი ბერიკაშვილი, სცენაზე დასისხლიანებული ოთარ მეღვინეთუხუცესი და ჩანგლით დაჭრილი გურამ ჯაში


მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ცნობილ პაროდისტს, გურამ ჯაშს, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მართლაც რომ ბევრი სახალისო ისტორია აქვს გასახსენებელი. ტრადიციების მოყვარული ხელოვანისთვის ღვინო, დუდუკი და ქალები ცხოვრების განუყრელი ატრიბუტია.


მადამორეული კაცი და ხელში

ჩანგალგაყრილი გურამ ჯაში

სუფრაზე მთავარია კარგი ლექსი, სიმღერა და იუმორი. თან, ხომ იცით, ქართველი კაცი როგორი ტრადიციის მოყვარულია და, ღვინოს, დუდუკისა და ქალების გარეშე პეწი ეკარგება ყველაფერს. ესაა ლამაზი ტრადიცია, თორემ, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ლამპის შუშითა და კრამიტით კი არ დავლევდი ღვინოს! თუმცა, სუფრასთან მსხდომმა ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს დრო ლამაზად გაიყვანონ და მალე არ მოეკიდოთ სასმელი. ერთხელ კაი სუფრაზე ვარ მეგობრებთან ერთად, ხალხი კი მიირთმევს საჭმელს, მაგრამ მაინც ინაზებიან და, რომ იტყვიან, კულტურულად მიირთმევენ სხვადასხვა კერძს. ლხინში რომ ზიხარ, იქ ქვეყანა შენ გიყურებს, აბა, გამობუშტული ლოყებით ვერც იმღერებ, ვერც იხუმრებ და ვერიდებოდით. რომ იტყვიან, ყველანი ჩიტებივით ვიკენკებოდით. მერე, როგორც იქნა, ძლივს მადა გამეხსნა და ხაჭაპურისკენ წავიღე ხელი, ბედი არ გინდა? ზუსტად იმ დროს შუქი ჩაქრა. ვაი, დედა-მეთქი, რომ ამომხდა პირიდან კვნესა, იქ მჯდომს, ყველას, ტანში გასცრა ჩემს ამოგმინვაზე. როცა აინთო შუქი, რას ხედავენ?! ხელში ჩანგალი მაქვს ჩარჭობილი. როგორც ჩანს, ჩემსავით, შუქის წასვლისას კიდევ ბევრს გაეხსნა მადა და ერთ-ერთმა, მადამორეულმა, ისე გემოზე ჩამარჭო ჩანგალი ხელში, ეგონა, ხაჭაპურს ჩააგემრიელებდა და მე არ შევრჩი ხელში?! ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ ისე გავმწარდი, რომ მას მერე ერთი კვირა ვკვნესოდი. ისეთი სიმწარე არავის გენახოთ. იმ დღიდან ხაჭაპური შემძულდა.

გივი ბერიკაშვილის გაგიჟების

სცენარი, კინაღამ ჩაშლილი საღამო და ერთი ავაზაკი კაცის ოინი

ხაშურში ვართ დაპატიჟებულები, გივი ბერიკაშვილისთვის უნდოდათ საღამოს მოწყობა. მარტო ხომ არ წავალო, იფიქრა და ახლობლები წაგვიყოლა. სანამ დავიძვრებოდით, მანამდე ზარი იყო ხაშურიდან, მაგრამ მერე გაწყდა და ვეღარ დარეკეს. გივი საფიქრალში ჩავარდა, ნეტავი, რატომ მირეკავდნენო. ორი მანქანით წავედით, წინ გივი ზის თავის ბიჭთან, ზურასთან ერთად და უკან მივყვებით ჩვენ. მგზავრობისას შემიჩნდა რაღაცა და ვერ ვისვენებ, მინდა, გივი გავაშაყირო. ამ დროს ბედად ის ზარი გამახსენდა, დილას რომ დაურეკეს გივის ხაშურიდან და ვეღარ დაელაპარაკნენ. ჩემი ნომრიდან კი დავრეკე გივისთან, მაგრამ, გამოვრთე ის მომსახურება, ჩემი ნომერი რომ არ დაფიქსირებულიყო და ფარული ნომრით ვურეკავ გივის. მიპასუხა, გისმენო. ხაშური-მეთქი, – ვუყვირე. დიახ, დიახო – გამომეხმაურა და გავუთიშე ტელეფონი, რომ ნელ-ნელა მომემზადებინა გასაგიჟებელი ნიადაგი. ჩვენი მანქანა ფეხდაფეხ მისდევს მას და უკნიდან ვხედავ გივის რეაქციებს, როგორ ცმუკავს, ნელ-ნელა მოუსვენრობა ეწყება. გავიდა ცოტა ხანი და კიდევ ვურეკავ ფარული ნომრით. ხაშური, ბატონო გივი, ხაშური! – ვუყვირი ტელეფონიდან. ჰო, გისმენ, შე დალოცვილო, ამოიღე ხმაო, – უკვე ხვეწნა დამიწყო. ამ დროს ისევ გავთიშე ტელეფონი. ერთი ზარიც იყო საჭირო და საქმეც მოთავებული იქნებოდა გივის გასაგიჟებლად. ამასობაში გავჩერდით გორის ბაზრობასთან და ვსვამთ ცივ სასმელებს. ისევ ჩავსხედით მანქანებში და დავურეკე გივის, ზარის გასვლა და მისი წყობიდან გამოყვანა ერთი იყო, ილაპარაკე, შე დალოცვილო, გამაგებინე ორი სიტყვაო. მეც ვუთხარი, გადაიდო-მეთქი და გავუთიშე კვლავ ტელეფონი. ამის გაგონება იყო და ზურიკოს მოატრიალებინა მანქანა და იქიდან გადმოვიდა, მაგრამ, რად გინდა, გივი გივის არ ჰგავს – კაცი მხეცადაა ქცეული და ბოლთას სცემს, თან ისეთი გამომეტყველება აქვს, დანა პირს არ უხსნის. ვინც ჩემს მანქანაში იჯდა, კი ვიცით, რაშიცაა საქმე, ვიხევით შუაზე, ისე ვიცინით, მაგრამ, გვიახლოვდება ნირწამხდარი გივი და გვინდა, თავი შევიკავოთ, რომ არ შეგვატყოს რამე. იყვირა – წავედით ახლავეო, ახლა მირეკავენ, რომ გადაიდო კონცერტიო – და იგინება სართულებიანად.

მოიცა, ზახარიჩ, დაწყნარდი. მოდი, ლუდი დალიე, გული გაგიგრილდება-მეთქი, – ვამშვიდებდით და თავს ძლივს ვიკავებდით, რომ არ გავშიფრულიყავით. მოდი, ჩავიდეთ ხაშურამდე, რაღა დარჩა-მეთქი. მართლა დამიჯერა და წავედით სიტუაციის გასარკვევად. ჩავედით, როგორც იქნა და დაგვხვდა იქ ორგანიზატორი თავისი ჯგუფით. გივიმ რომ დაინახა იმათი გაბადრული სახეები, ამაზე უფრო აფეთქდა. ალბათ, იფიქრა, დამცინიანო და გალომებული მივარდა იმ კაცს – რა გადაიდო, ახლა მითხარი, შე ასეთოო და მიაკურთხა კიდეც. კაცს გაუკვირდა – ვინ გითხრა, რომ კონცერტი გადაიდო, ხალხი თაიგულებითა და ორკესტრებით გხვდება, ყველა ბილეთი გაიყიდა, ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არააო. აბა, რა გადაიდოო, – შეჰყვირა გივიმ. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო და შორიახლოს მდგარ ხეს ამოვეფარე. ამასობაში ირკვევა სიტუაცია. როცა ორგანიზატორმა ამოიწყვიტა ყველაფერი, მე არ დამირეკავს და ყველაფერი რიგზეაო, ცოტა პაუზა კი გააკეთა გივიმ და ძებნა დამიწყო – სადაა ჯაში, მე მაგისიო და მაგინა გემოზე. როგორც იქნა, დავაშოშმინეთ გივი, მაგრამ, მაინც გაბრაზებული იყო – ამ თახსირმა კაცმა როგორ წამომაგო ანკესზეო. მერე ეს ამბავი მოყვა სცენაზე, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ამ ავაზაკმა კაცმა კინაღამ ჩამიშალა თქვენთან შეხვედრაო.

ოთარ მეღვინეთუხუცესის დალოცვა, ფეხები ლურსმნებზე და გინება სცენაზე

ბატონმა თემურ ჩხეიძემ დადგა სპექტაკლი „ბახტრიონი“, სადაც ოთარ მეღვინეთუხუცესი ქადაგის როლს თამაშობდა. ერთ-ერთ სცენაში ის ლოცავს ლელას და ანდრიას, რომლებმაც მტერს უნდა შესწირონ თავი სამშობლოს გადასარჩენად. ლექსად უნდა ეთქვა ბატონ ოთარს: „მთანი მაღალნი თქვენს სადიდებელსა მღერიანო და ტექსტი გრძელდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო“ – ქადაგის დალოცვა. რატომღაც, იმ დღეს ოთარმა გადაწყვიტა, რომ ფეხშიშველს ეთამაშა როლი, გავიდა სცენაზე და დაიწყო თამაში. ერთი სიტყვა თქვა მხოლოდ და – ვაიო, შესძახა, მერე კი – თქვენი დედაო – შეიგინა. გამიკვირდა, ვიფიქრე, ეტყობა, მომეჩვენა-მეთქი, როცა გინება გავიგე. გადადგა მეორე ნაბიჯი და ამბობს: „თქვენს სადიდებელსა მღერიანო – და, კიდევ დედები შეუკურთხა ყველას. უკვე გამიკვირდა, მივხვდი, აღარ მეჩვენებოდა მისი სიტყვები. დანამდვილებით ვიცოდი, რომ პიესის მიხედვით გინება არ უნდა დაეწყო, მაგრამ, სულ ასე, გინებ-გინებით ჩაამთავრა ეს დალოცვა. თურმე, ნუ იტყვით და, მუშებს სცენის იატაკზე გადაუჭიმიათ ნაჭერი და ზედ პატარ-პატარა ლურსმნები დარჩენიათ. დადის ოთარი და ფეხებში ერჭობა, თურმე, ეს ლურსმნები. სისხლი სდის კაცს, ამიტომაც დაავიწყდა ყველაფერი... სიმწრისგან შეიკურთხებოდა, საწყალი, აბა, რას იზამდა!

ინტერვიუ ოტია იოსელიანთან,

მტრედების დასკლინტვა და მამობის შეგრძნება

ოტია იოსელიანისგან ინტერვიუს იღებს ერთ-ერთი ჟურნალისტი:

– ბატონო ოტია, რას ფიქრობთ ამ ახალ ქართველებზე, მეუღლეთა მშობიარობას რომ ესწრებიანო.

– ნამეტანი კაის ვფიქრობ, ბატონო, – პასუხობს ოტია, – ბოვშების კეთებას მაგენი არ ესწრებიან და მშობიარობას მაინც დაესწრონ, მამობა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა განიცადონო.

არ მოეშვა ჟურნალისტი და ეკითხება:

– ეს გასაგებია, მაგრამ, პოლიტიკოსებზე რას იტყვითო – ხო, მაგენი მტრედებივით არიანო, პასუხობს მწერალი – დაუკვირდი, კაცო, ჯერ, სანამ მიწაზე დაბოდიალობენ, ჩვენი ხელიდან კენკავენ საკენკს, მერე კი, რომ აფრინდებიან, პირველი ჩვენ გვასკლინტავენ თავზეო.

საპენსიო ფონდის თავმჯდომარის

ციებ-ცხელება, „შევარდნაძის“ დავალება და

გაუსტუმრებელი ვალი

სუფრასთან ვზივარ მეგობრებთან ერთად, მათ შორისაა მერაბ გეგეჭკორი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პაროდიას აკეთებს. მასპინძელმა გვამცნო, ახლა მოვა საფოსტო ბანკის მმართველი და უნდა გაგაცნოო. რევოლუციამდელი პერიოდია და შევარდნაძეა პრეზიდენტი. ველოდებით ფოსტის მმართველს. ურეკავენ, ეკითხებიან, როდის დაგვაფასებ და გვეწვევიო. ის კაცი მოუცლელი ჩანდა და, ვერა და ვერ მოვიდა ჩვენამდე. მერაბმა მასპინძელს გამოართვა იმ კაცის ნომერი – მაგას ვუჩვენებ სეირსო და დაფარული ნომრით ურეკავს. რა თქმა უნდა, პირდაპირ ედუარდის ხმით ვერ დაიწყებდა ლაპარაკს და ამბობს, ალო, გამარჯობა, სახელმწიფო კანცელარიიდან გაწუხებთ, ვახტანგი ვარ. და პრეზიდენტს უნდა... თუმცა, ვინ იყო ის ვახტანგი, თვითონაც არ იცოდა. მერე დაამატა – ახლავე გადაგრთავთო და – გამარჯობა, სერგო, როგორ ხარო – ახლა ედუარდ შევარდნაძის ხმით დაელაპარაკა მერაბ გეგეჭკორი.

– რა მაინტერესებს, თუ იცი, როგორია საპენსიო ფონდი, მისი მდგომარეობა. გამარკვიეთ, თუ კაცი ხარ, არ დაგავიწყდეს 25 დეკემბერია, ახალი წელი მოდისო.

– იქიდან პასუხია, რომ 800 000-ია საფინანსო ფონდი, აქედან 50 000 გასტუმრებულია, 30 000 კი ვალში რჩებაო, – ტელეფონით აბარებს საპენსიო ფონდის თავმჯდომარე „აჩოტებს“ „შევარდნაძეს“. მერაბი აწყვეტინებს: – არავის წინააღმდეგ არ წავალ, მაგრამ, დაიმახსოვრე, რაც გინდა, ის ქენი და ის 30 000 წელს გასტუმრებული უნდა იყოსო. იქიდან ვიშვიში ატყდა – ტელეფონში გაისმა შეძახილები, ოვაციები. დაფაცურდა, თურმე, ყველა მთავრობაში, ურეკავდნენ ერთმანეთს შეშინებულები – რა ვქნათ, საიდან გავისტუმროთ ამხელა ვალიო. საპენსიო ფონდის შეფს ვიდრე თავი არ გაუსკდა ფიქრითა და ნერვიულობით და კინაღამ გულმა არ „დაუსტუკა“, მანამდე არ უთხრეს, რომ ეს მერაბ გეგეჭკორის ოინი იყო.


скачать dle 11.3