კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტონი ბლერი მემუარებში პრინცესა დაიანაზე მოგვითხრობს


1 სექტემბერს ბრიტანეთის მაღაზიების თაროებზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მემუარები გამოჩნდა, სადაც საქმეს ჩამოშორებული პოლიტიკოსი პრინცესა დაიანასა და თავის მემკვიდრეს, გორდონ ბრაუნს ადამიანების მანიპულაციაში ამხელს, თუმცა, ამავე დროს, აღიარებს, რომ იგი თვითონაც მანიპულირებდა ადამიანებით.

როდესაც დაიანა დაიღუპა, ბლერმა ჩათვალა, რომ იგი ვალდებული იყო, „დაეცვა მონარქია თავისი თავისგან“ და აცხადებდა, რომ „სახალხო პრინცესა“ იყო ძალზე მომხიბვლელი, ჭკვიანი და თავი უბრალოდ ეჭირა, მაგრამ, ამავე დროს, იყო ჯიუტი და ძალზე ემოციური“.

იგი იხსენებს, რომ პრინცესას მის დაღუპვამდე ერთი თვით ადრე, 1997 წლის ივლისში შეხვდა. მას არ მოსწონდა, რომ დაიანა დოდი ალ-ფაიედს ხვდებოდა, თუმცა, ეს მასთან საუბარში ვერ გამოხატა, რადგან პრინცესა ისედაც გაღიზიანებული იყო მის პირად ცხოვრებაში სხვების ჩარევის გამო. „ჩვენ ორივე ვატრიალებდით ადამიანებს, თითოეული თავისებურად“, – წერს ბლერი და მხედველობაში აქვს ადამიანების გრძნობებში გარკვევის უნარი და მათზე თამაში.

1997 წლის 31 აგვისტოს, დილის 4 საათზე, როდესაც პრინცესას სიკვდილის შესახებ აცნობეს, ბლერი კარგა ხანს ფიქრობდა, როგორ მოევლო სიტუაციისთვის და რა ფორმა მიეცა იმ განცდებისთვის, რომლებშიც ბრიტანელი საზოგადოება ჩავარდებოდა. უკვე იმავე დღეს გასათვალისწინებელი აღმოჩნდა ისიც, რომ სამეფო ოჯახმა დიდად არ განიცადა პრინცესას სიკვდილი, ხოლო ხალხმა ეს მოვლენა დიდ ტრაგედიად ჩათვალა, რაც საშიში იყო მონარქიისთვის. ბლერი გრძნობდა, რომ არ შეეძლო, პირდაპირ მოეხსენებინა დედოფლისთვის სიტუაციის მთელი საშიშროება, ამიტომ დაელაპარაკა პრინც ჩარლზს, რომელმაც მთლიანად გაიზიარა მისი შეხედულება და შეჰპირდა, რომ ყველაფერს დედოფალს გადასცემდა და დაითანხმებდა მას მოხსენებით გამოსვლაზე. ეს მართლაც ასე მოხდა. შემდეგ, ყოფილი პოლიტიკოსი მკითხველს მოუთხრობს თავის ურთიერთობაზე დედოფალთან.

გარკვეული მონაკვეთი ბლერის მემუარებში მის მემკვიდრეს – გორდონ ბრაუნს ეთმობა. როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი მეკავა ბრაუნი შანტაჟს მიწყობდაო, – მოკლედ აღწერს იგი დაძაბულ ურთიერთობას მათ შორის, რაშიც „ლეიბორისტული პარტიაც“ იყო ჩათრეული. ბლერზე იმდენად ძლიერი ზეწოლა იყო, რომ მან სმა დაიწყო. დღეს არ ვუშვებდი ალკოჰოლის გარეშეო – აღიარებს ყოფილი პრემიერი.

თავის დიდ შეცდომად ტონი ბლერი იმას მიიჩნევს, რომ ვერ გააკონტროლა ლტოლვილთა რიცხვის ზრდა დიდ ბრიტანეთში. მემუარებში ყოფილი პოლიტიკოსი ერაყის ომსაც ეხება.


скачать dle 11.3