კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტ-მიგრანტები ცხოვრობენ

მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-მიგრანტებს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება რუსეთში აქვთ. ამის შესახებ არის საუბარი ცნობილი ბრიტანული ბანკის, HSBC ინიციატივით მომზადებულ ყოველწლიურ მოხსენებაში Expat Explorer-2009. რუსეთში მომუშავე ექსპერტები (ასე უწოდებენ უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში მუშაობენ) წელიწადში 250 ათას დოლარზე მეტს იღებენ. ეს მაჩვენებელი რუსეთს მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს უცხოეთში მომუშავე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს შორის შრომის ანაზღაურების მიხედვით. მეორე ადგილზე ამ რეიტინგში ჰონგ-კონგი გავიდა, მესამეზე კი – იაპონია. მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთში არსებული პირობები ყველაზე ხელსაყრელია უცხოელი სპეციალისტებისთვის. ეს, უპირველესად, გადასახადების სიმცირით აიხსნება. ამ ქვეყანაში მომუშავე სპეციალისტებს მეტი თანხა რჩებათ, რადგან მათი შრომა ხშირ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით ნაზღაურდება. გამოკითხულთა 97 პროცენტი აცხადებს, რომ რუსეთში მათ გაცილებით მეტს უხდიან, ვიდრე სამშობლოში. თუმცა, ფინანსურმა კრიზისმა იმიგრანტი სპეციალისტების ანაზღაურებაზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა: რუსეთში მომუშავე უცხოელების 73 პროცენტი აღიარებს, რომ ახლა უფრო ეკონომიურად ხარჯავენ ფულს, ვიდრე წინათ.

მოამზადა

დავით ბახტაძემ

скачать dle 11.3