გია მურღულიას კოლექციიდან
ნასვამი სიძე შეცდომით სიდედრის საწოლში წვება და აქტს იწყებს:
– ქეთო ვარ ქეთო! – ყვირის სიდედრი.
– თუ გინდა, კოტე იყავი...
***
მიხო სოფლის ბირჟაზე დგას. მივიდა მისი 5 წლის ბიჭი და ეუბნება:
– ადე, ჯოუ, უნდა მოგ...ა.
– ვის უბედავ, შე ვირიშვილო?
– მა, შენ რო ეუბნები დედასა?!
***
ახალგაზრდა კაცი მკერავს ეკითხება:
– შეგიძლიათ შემიკეროთ რძიანი ყავისფერი კოსტიუმი?
– შაქრით თუ უშაქროდ?
***
სვანს შუაღამისას ტელეფონზე ურეკავენ:
– ალო, ნებიერიძის ბინაა?
– არა!
– ეტყობა ნომერი შემეშალა, დიდი ბოდიში შეწუხებისთვის.
– არა უშავს, მაინც უნდა ავმდგარიყავი, ტელეფონი რეკავდა...
***
– გუშინ ტროლეიბუსში ჩემთვის თავში უნდოდათ ჩაერტყათ!
– რა იცი, რომ უნდოდათ?
– რომ არ ნდომებოდათ, არც ჩამარტყამდნენ...
***
სპილომ შიშველი კაცი დაინახა და შეეცოდა:
– ამით საჭმელს როგორ წვდება?!
***
– ჯორჯ, რა ხმაურია ქუჩაში?
– მეძავების დემონსტრაციაა, სერ!
– რას ითხოვენ?
– ხელფასის მომატებას, სერ!
– ცოტას უხდიან?
– საკმარისად, სერ!
– აბა, რატომღა ხმაურობენ?
– ბოზები არიან, სერ.
***
– როგორ ნაბიჯებს გადადგამ, თუ განრისხებულ ლომს შეეფეთებიო?
– უგრძესს, მეგობარო, უგრძესს!
***
მასწავლებელი:
– ედგარ აბა, რომელი თვე შეიცავს 28 დღეს?
– (მცირე პაუზის შემდეგ) თორმეტივე, მასწ!
***
კახელი ტირის სუფრასთან:
– დამეჯერებინა მამაჩემისთვის, რასაც მელაპარაკებოდა, ხომ ვიქნებოდი ახლა კაცი?!
– რას გელაპარაკებოდა მაინც?
– რა ვიცი, ვინ უსმენდა მაგ კრეტინს?
***
ტიპი 500-კაციან ქორწილში თამადად დანიშნეს. მიკროფონი მოითხოვა. პატარა ჩამოაცვეს ყურზე.
– ეს არ მინდა, დიდი მიკროფონი მომეცითო, დიდი არ ჰქონდათ და უთხრეს, ვითომ ჭიქაა მიკროფონი, მაგაში ილაპარაკეო.
6-7 ჭიქის შემდეგ თამადამ ჭიქას ხელი დააფარა და გვერდზე მჯდომს ჩუმად ეუბნება:
– ისე, პატარძალს კი იხმარდა კაცი, ხომ იცი!
***
ოდესაში:
– სად უნდა ჩამოვიდე ავტობუსიდან, დესიბასოვზე რომ მოვხვდე?
– მე მიყურეთ და რომ ჩავალ, იმაზე ერთი გაჩერებით ადრე ჩამოდით.