ანეკდოტები
***
– მამაკაცი კლინიკაში მივიდა დონორის სპერმის ჩასაბარებლად. მისცეს ჭურჭელი და ოთახში შეუშვეს.
– აბა‚ გაშალე შენი ფანტაზია‚ წარმოიდგინე შენს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი სექსი... – უთხრა მედდამ და კარი გაიხურა.
15 წუთში მედდამ დააკაკუნა და ოთახში შევიდა. ხედავს, ჭურჭელი შარდითაა სავსე და იატაკიც სველია.
– რა მოხდა?
– წარმოვიდგინე‚ რა მაგარი იყო, ინასთან რომ ვიყავი‚ შემდეგ ზარი... ქმარი მოვიდა და...
***
ჭიჭიკია დასასვენებლად ქობულეთშია ჩასული‚ ყოველდღე ერთსა და იმავე ბარში შედის და უკვე ყველა იცნობს‚ რადგან‚ როცა სვამს‚ ხმამაღლა ტრაბახობს‚ რომ ერთი ყლუპით ნებისმიერ სითხეს გამოიცნობს. ერთ დღესაც, კაფეს მფლობელმა ვეღარ მოითმინა და‚ დაიტრაბახა თუ არა ჭიჭიკიამ‚ მაშინვე ფუჟერში ჩასხმული უფერო სითხე მიუტანა.
– აბა‚ ძამა‚ თუ გამოიცნობ‚ რაია აი?
– ეს ხომ ბენზინია! – აყვირდა ჭიჭიკია.
– მაგარი ხარ! აბა, ისიც თქვი, „სუპერია“ თუ „ნორმალი“?
***
სასტუმროს რესტორანში ჩასულმა დამსვენებელმა წვნიანი და თევზი მოითხოვა. მიუტანეს თევზი.
– ცოტა ხანში წვნიანს მოგართმევთ‚ – უთხრა ოფიციანტმა და წასვლა დააპირა‚ რომ კლიენტმა შეაჩერა:
– ეს რა უკუღმა მემსახურებით! ჯერ წვნიანი უნდა მოგეტანათ და მერე თევზი.
– მზარეულმა თქვა‚ თევზი მეტს ვერ მოიცდისო‚ წვნიანი კი ჯერ გასაცხელებელი იყო.