კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა თავისი მეგობარი 22 წლის გოგონამ და რა ნატვრა აუსრულდა მას


22 წლის ვიქტორია ვასილის ასული მელნიკოვა ეძებდა 23 წლის მარიამ დალაქიშვილს.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაიბეჭდა ჟურნალ „თბილისელების“ აგვისტოს ნომერში. საბედნიეროდ, ვიქტორიას მეგობარი მარიამი მალევე ვიპოვეთ, თუმცა ტელეფონით საუბრისას ძლივს დავაჯერე, რომ მას მართლაც ეძებენ, ვინაიდან არ ჰქონდა წაკითხული ჩემი რუბრიკა. ხოლო, როგორც კი წაიკითხა, გახარებულმა თვითონ გადმორეკა ჩვენს რედაქციაში. რუბრიკის სტუმარი ვიქტორიაა.

ისტორია: ვეძებ ჩემს ყველაზე საყვარელ მეგობარს, 23 წლის მარიამ დალაქიშვილს. მე და მარიამმა ერთმანეთი სამუსიკო სასწავლებელში გავიცანით. გაცნობის დღიდან დავახლოვდით და დავმეგობრდით. ბოლოს მარიამი სამი წლის წინ მის სახლში ვნახე. მარტო მარიამი ვერ ვიპოვე, რადგან არც ერთმა ჩვენმა მეგობარმა მისი მისამართი არ იცის, ბოლო ცნობილ მისამართზე კი ის აღარ ცხოვრობს. იმედია, თქვენი დახმარებით ვიპოვით ერთმანეთს.

– ვიკა, გვითხარი, როგორი იყო შენი რეაქცია, როდესაც გაიგე, რომ მარიამი ნაპოვნია?

– თავიდან, როდესაც დამირეკეთ და მითხარით, რომ მარიამი ნაპოვნია და ჩემს ზარს ელოდება, ყურებს ვერ დავუჯერე, ძალიან გამიხარდა, სახლში გიჟივით დავრბოდი და ყველას ვუყვებოდი ამ ამბავს. შემდეგ კი ჩემს მეგობრებს გავაგებინე. ისე გამიხარდა, რომ მარიამთან დარეკვაც კი დამავიწყდა (იცინის). საღამოს კი დავურეკე, რა თქმა უნდა. ძალიან თბილი და დაუვიწყარი საუბარი გვქონდა, ორივე ვიხსენებდით ჩვენი სტუდენტობის დროინდელ თავგადასავლებს. დიდი მადლობა თქვენ და რუბრიკა „დაკარგულებს“ ასეთი სიურპრიზისთვის. ღმერთს ვთხოვ, რომ ყველა ადამიანი, რომელმაც მოგმართათ თხოვნით, ასეთივე ბედნიერი იყოს და იპოვოს თავისი ახლობელი, ვისაც ეძებს.

– შენს მეგობარს ძალიან გაუკვირდა, როდესაც დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ მას ეძებენ. ვთხოვე, წაეკითხა ჩვენი ჟურნალი. შენ რა გითხრა ამის შესახებ?

– დიახ, ძალიან გაოცებული იყო. მან არც კი იცოდა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მას ჩემი პოვნა ისევე გაუხარდა, როგორც მე მიხარია. ახლო მომავალში ვგეგმავთ ერთმანეთთან შეხვედრას. თავიდან იმანაც არ დაიჯერა, რომ მას ეძებენ და უნდობლობით მოეკიდა ამ საკითხს, სანამ ჟურნალში არ წავიკითხე, მეგონა, „მეღადავებოდნენო“ (იღიმება).

– სად და როგორ აპირებთ ერთმანეთთან შეხვედრას? ორივე სამუსიკო სასწავლებლის ყოფილი სტუდენტები ხართ და, ალბათ, კვლავ შეეჯიბრებით ფორტეპიანოზე დაკვრაში ერთმანეთს.

– დიახ. მარიამი ყოველთვის ძალიან კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ალბათ, ახლაც ასეა. ვფიქრობ, აუცილებლად დავუკრავთ და ვიმღერებთ კიდეც. ოცნება ამიხდა. მეგობრებს ძალიან დიდი როლი უჭირავთ ჩემს ცხოვრებაში და ნამდვილად მეწყინებოდა, ერთმანეთი რომ დაგვეკარგა.

– მაინც, რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი?

– ადრე მარიამი მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, იქაც ვიყავი მისული. მეზობლებმა მითხრეს, რომ საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, მაგრამ, ისიც მითხრეს, რომ თბილისში უნდა იყოსო. ძალიან მაინტერესებდა, როგორ აეწყო მარიამის ცხოვრება, შეიცვალა თუ არა, ჰყავს თუ არა შვილი. აღმოჩნდა, რომ მარიამი საცხოვრებლად სულ სხვაგან გადავიდა და თავისი მობილურის ნომერიც შეცვალა. სწორედ ამის გამო დავკარგეთ ერთმანეთი. ჩვენი ერთმანეთის დაკარგვის მიზეზი მართლაც მარტივი იყო. ვერც ერთი ვერ ვიფიქრებდით, რომ ერთმანეთს დავკარგავდით, მაგრამ საბედნიეროდ, თქვენი დახმარებით ერთმანეთი ვიპოვეთ.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

ნატალია მახარაშვილი


скачать dle 11.3