კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიგო ქალბატონმა 46 წლის ასაკში თავისი ნამდვილი ისტორია და რა კავშირშია ამასთან აფხაზეთის მმაჩის ბიურო


50 წლის მარინე ვალიკოს ასული ქუთელია (დაბადების სახელი და გვარი – ნელი ვიქტორის ასული პეტრიკი) ეძებს ალა ივანეს ასულ პეტრიკს (ასაკი უცნობია).

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას. მამის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ მას ვიქტორი ერქვა. ჩემს ბიოლოგიურ დედას ჰქვია ალა ივანეს ასული პეტრიკი. მისი ასაკი, სამწუხაროდ, არ ვიცი. საერთოდ, ჩემი ისტორია სრულიად შემთხვევით გავიგე, ეჭვიც კი არასდროს მქონია, რომ ნაშვილები ვარ. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ ჩემი ბიოლოგიური მშობლის პოვნაში. ასევე, ახლახან გავიგე, რომ მყოლია ძმა, რომლის შესახებ არაფერი ვიცი.

– როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ? მოგვიყევით თქვენი ისტორია.

– ჩემი ამბავი სრულიად შემთხვევით გავიგე, საკმაოდ დიდ ასაკში. 46 წლის ვიყავი, როდესაც დამჭირდა ჩემი დაბადების მოწმობის ასლის გაკეთება, რისთვისაც აფხაზეთში ჩავედი. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მმაჩის ბიუროში ჩემი დაბადების მოწმობა ვერ ნახეს, რის გამოც მმაჩის ბიუროს უფროსმა თავის ხელქვეითებს ჩემი დაბადების მოწმობის მონახვა ნაშვილებ ბავშვთა მოწმობებში დაავალა, რაც, რა თქმა უნდა, გამიკვირდა. მართლაც, იქ იპოვეს ჩემი საბუთები, რომლის მიხედვითაც გავიგე, რომ, სანამ მიშვილებდნენ, ვიყავი ნელი ვიქტორის ასული პეტრიკი. დედას ერქვა ალა ივანეს ასული პეტრიკი, მამის გრაფაში მხოლოდ მისი სახელი ეწერა – ვიქტორი, ხოლო გრაფაში, სადაც მისამართი იწერება – ლუგანსკის მხარე, პაპაიანსკის რაიონის სოფელი პერვომაისკოე. ესაა ყველაფერი, რაც ჩემთვის ცნობილია.

– საინტერესოა, რა განიცადეთ, როდესაც გაიგეთ თქვენი ამბავი, როგორი იყო თქვენი რეაქცია?

– მარტო არ ვყოფილვარ მმაჩის ბიუროში, დედამთილიც მახლდა. ძალიან განვიცადე, ჩემთვის ეს დიდი შოკი იყო, ცუდად გავხდი. საერთოდ, არ ვიცი, როგორ გადავიტანე, ძალიან იმოქმედა ჩემზე. ბუნებრივიცაა, ალბათ, რადგან ეჭვიც კი არასდროს მქონია ამის შესახებ. ათასი ფიქრი მომეძალა, თან, ვერავის ვერაფერს ვკითხავდი, რადგან ჩემი აღმზრდელი მშობლები უკვე გარდაცვლილები იყვნენ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე, შეიძლება, აყვანილი შვილი ვყოფილიყავი, მით უმეტეს, რომ ჩემზე უმცროსი ძმაც მყავდა.

– მარინე, მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გაიგეთ, უკვე სამი წელია გასული. აქამდე თუ გიცდიათ ბიოლოგიური დედის პოვნა და როგორ?

– 2007 წელს, ანუ სამი წლის წინ, განვაცხადე „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე, სადაც გავგზავნე ყველა მონაცემი, რაც კი მქონდა, მაგრამ დღემდე გამოხმაურება არ მომსვლია. ხოლო, როდესაც გავიგე, რომ საქართველოში ამ საქმიანობას თქვენ ეწევით, მოგმართეთ კიდეც. იმედია, ეცდებით, დახმარება გამიწიოთ. ხელის შემშლელი ჩემს ისტორიასთან დაკავშირებით ისიცაა, რომ ჩვენი ოჯახის ახლობლებიც, რომლებსაც შეიძლება რამე სცოდნოდათ, გაფანტულები არიან. ჩემმა მეგობარმა მხოლოდ თქვენთან საუბრის შემდეგ გამიმხილა, რომ თურმე, იცოდა ჩემი ამბავი. მითხრა, ჩემთვის ეს ყოველთვის აკრძალული თემა იყოო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შენ გყავს ძმა, ის შენზე უფროსია თუ უმცროსი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ძმა გყავსო...

– თქვენ ჩემთან მოხვედით ძველი ფოტოსურათით და ამბობთ, რომ თქვენთვის უცნობი ქალბატონია. როგორ ფიქრობთ, შეიძლება, რომ ამ ძველ ფოტოზე გამოსახული ქალბატონი თქვენი ბიოლოგიური დედაა?

– ეს ფოტოსურათი ყოველთვის იდო ჩვენი ოჯახის ალბომში, მაგრამ, ნამდვილად არ ვიცი, ვინაა მასზე გამოსახული. პატარა გოგონა მე ვარ – დაახლოებით 8 ან 9 თვის ვარ ამ ფოტოზე. როდესაც ვეკითხებოდი ჩემს აღმზრდელ დედას, ვინ არის ეს ქალი-მეთქი, მპასუხობდა, რომ ის ჩემი ძიძა იყო. ეჭვის დონეზე ვფიქრობ და ვერ ვასაბუთებ, რომ, შეიძლება, ფოტოზე მართლაც დედაჩემია. ჩემი მშობლები აფხაზეთში, სოფელ სიდაში ცხოვრობდნენ, სადაც ინსტიტუტიდან მოხვდნენ განაწილებით. ვიცი, რომ ადრე იქ იყო დიდი კოლონია, შეიძლება, ჩემი ბიოლოგიური დედა სამხედროს ოჯახიდან იყო, რადგან მაშინ იქ ბევრი სამხედრო იმყოფებოდა ოჯახით. ვიცი, ასევე, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა დადიოდა ხოლმე ჩემს მოსანახულებლად, მაგრამ, 4 წლის რომ გავხდი, ჩემს გამზრდელს მისთვის აუკრძალავს ჩემთან მოსვლა – ბავშვი უკვე დიდია და, არ მინდა, დაგიმახსოვროსო.

– გამოდის, დაბადების მოწმობის ასლი რომ არ დაგჭირვებოდათ, ვერასდროს გაიგებდით თქვენს ამბავს.

– ნამდვილად ასეა, სრულიად შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი. ახლა კი, ძალიან მინდა ჩემი ბიოლოგიური მშობლის პოვნა, იმ მიზეზის გაგება, თუ რატომ მოხდა ასე. ასევე, მაინტერესებს ჩემი ფესვებიც, ჩემი ძმაც და ყველა ნათესავი, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ უკვე დედაც ვარ და ბებიაც, ძალიან მინდა მათი პოვნა. არავინ იცის, როგორ აეწყობა ჩვენი ურთიერთობები, მაგრამ, ძალიან მინდა მისი პოვნა. იმედი მაქვს, დამეხმარებით. დაუსაბუთებელი მონაცემებით გავიგე, რომ მამაჩემი ბერძენი იყო, მაგრამ დანამდვილებით ვერც ამას ვიტყვი.


скачать dle 11.3