კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი უძვირეს სავაჭრო ცენტრს აშენებს


მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმი, რომლის ქონებაც ჟურნალმა „ფორბსმა“ 2010 წელს 53,5 მილიარდ დოლარად შეაფასა, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში თანამედროვე სავაჭრო-გასართობ ცენტრს ააშენებს. ცენტრის სახელწოდებაა „პლაზა კარსო“, ღირებულება კი – 1,4 მილიარდი დოლარი. ცნობილი მილიარდერის განცხადებით, ეს ცენტრი არა მარტო მექსიკაში, არამედ მთელ ლათინურ ამერიკაში ყველაზე მასშტაბური იქნება. მასში რამდენიმე თანამედროვე კინოდარბაზი, თეატრები, მუზეუმები, საცხოვრებელი კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და ოფისები განთავსდება. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა იქნება სოუმაიას სახელობის სამხატვრო მუზეუმი, რომელიც სლიმის გარდაცვლილი მეუღლის სახელს ატარებს. „ეს იქნება 5-სართულიანი შენობა 17 ათასი კვადრატული მეტრი ფართობით. ნაგებობა მოდერნის სტილში აიგება. მასში 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე საგამოფენო დარბაზები განთავსდება, სადაც სრულად იქნება წარმოდგენილი ჩემი კერძო კოლექცია“, – აღნიშნა მილიარდერმა. მექსიკელი მაგნატის უნიკალური კოლექცია 64 ათასამდე ფერწერულ ტილოსა და სკულპტურას შეიცავს. მუზეუმის სტუმრებს შეეძლებათ, უფასოდ იხილონ ისეთი დიდი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან რუბენსი, ელ გრეკო, ლეონარდო და ვინჩი, რენუარი, კლოდ მონე, პაბლო პიკასო და დიეგო რივერა.


скачать dle 11.3