კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკის ხელისუფლება იპოთეკურ მევალეებს ეხმარება


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ იპოთეკური მევალეების დახმარების პროგრამა წარმოადგინა, რომელთა მიერ აღებული კრედიტების მოცულობაც მის სანაცვლოდ, საგარანტიოდ ჩადებული საცხოვრებლის ღირებულებაზე მეტია. თეთრი სახლის ახალი ინიციატივა იმ მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც გრაფიკის მიხედვით, პატიოსნად იხდიან აღებულ კრედიტს, მაგრამ დეფოლტის საფრთხის წინაშე დგანან. იპოთეკურ მევალეთა რაოდენობა ამჟამად დაახლოებით 1,5 მილიონია. ახალი პროგრამის თანახმად, კრედიტორები, რომლებიც ვალების გადახდის შედეგად საცხოვრებლის საფასურს ქვემოთ ჩამოვლენ, სახელმწიფო პროგრამის დახმარებით ისარგებლებენ. ამ შემთხვევაში მათი დავალიანების რეფინანსირება განხორციელდება და ისინი ამერიკის შეერთებული შტატების საცხოვრებლის საკითხთა ფედერალური სამმართველოს გარანტიებს მიიღებენ. დეფოლტის საფრთხის წინაშე ამჟამად მოვალეთა 20 პროცენტი დგას. ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით, დახმარების ფონდისთვის 14 მილიარდი დოლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ ეს იპოთეკურ მევალეთა დახმარების პირველი სახელმწიფო პროგრამა არ არის, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. 2010 წლის აგვისტოში ამერიკის ხელისუფლებამ 3 მილიარდი დოლარი გამოყო უმუშევარ იპოთეკურ მევალეთა დასახმარებლად.


скачать dle 11.3