კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტესტებით უნდა შევიგრძნოთ ჩვენი ავტომობილი ავარიის თავიდან ასაცილებლად


არსებობს თუ არა მართვაში რაიმე ლიმიტები, არის თუ არა მოსახვევები, რომელთა ამა თუ იმ სიჩქარით გავლა შეიძლება ან არ შეიძლება, როდის „კივის” ავტომობილის საბურავი და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ავტომობილი თავის მაქსიმუმს აკეთებს, ამაზე პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე ისაუბრებს.

– აქვს თუ არა ავტომობილის ამა თუ იმ მოდელს თავისი გარკვეული ლიმიტი ან არსებობს თუ არა ლიმიტები მართვაში?

– ეს კითხვა რომ პროფესიონალებს დაუსვათ, ნამდვილად გაეცინებათ, რადგან ავტომობილი მათემატიკასავით ზუსტი მეცნიერებაა, რომლის შესაძლებლობები და ლიმიტები პროფესიონალებმა კარგად იციან. მის ყველა კონკრეტულ ქცევას, ყველა კონკრეტულ დეტალს აქვს გარკვეული მნიშვნელობა და ჩვენი პროფესია ისაა, რომ ამ ლიმიტს ან გადავაბიჯოთ, ან ზღვარზე ვიაროთ. ხშირად ავტომობილის მართვის დროს ჰგონიათ, რომ საკმარისია, მოსახვევში საჭეს მოვერიოთ, მოვახერხოთ მისი დატრიალება, რომ ავტომობილიც საჭეს გამოჰყვება და, შეძლებს მოსახვევის გავლას. არის მძღოლების კატეგორია, რომლებიც მხოლოდ საჭეს არ ენდობიან, მაგრამ ვერ ხვდებიან სად არის ზღვარი, ლიმიტი. კიდევ ერთი, ძალიან ხშირი შეცდომა, რომლის შესახებაც სულ მესმის: ავტომობილი მძიმეა, კარგად ჩერდება; ავტომობილში ბევრნი თუ ვისხდებით, კარგად მოუხვევს; კარგად უხვევდა, მაგრამ მაინც გავცურდი. მოდი, სულ პატარა გაკვეთილი ჩავატაროთ, თუ როგორ შეიძლება ავტომობილის ლიმიტების გარკვევა. მესმის, რომ ყველას ცოტა დრო აქვს, მაგრამ ამისთვის რამდენიმე წუთი უნდა გამონახოთ. ქუჩაში სიარულის დროს იშვიათად, შეიძლება მოგიწიოს მკვეთრი მანევრი ან მკვეთრი დამუხრუჭება და ამ დროს გგონია, რომ შენი ავტომობილი შეიგრძენი. არადა, ეს ასე არ არის. ნებისმიერ მძღოლს ვურჩევ, გადით ცარიელ ადგილას და რამდენიმე პატარა ტესტი ჩაატარეთ: გარკვეული სიჩქარით, არ არის აუცილებელი ძალიან მაღალი სიჩქარე (დაახლოებით 60-70 კილომეტრი საათში) ძალიან მკვეთრად დაატრიალეთ საჭე და ნახეთ, თქვენს ავტომობილს რა შეუძლია. ავტომობილი წავა ჩოჩვაში, ის პირდაპირ წავა, რაღაც მანძილს გაივლის და შემდეგ მოუხვევს. გადაბერეთ საბურავები და კიდევ ერთხელ მოსინჯეთ იგივე. დაინახავთ, რომ ავტომობილი ხტომას დაიწყებს, მაგრამ, უფრო პატარა მანძილზე და მკვეთრად მოახერხებს მოხვევას. იმავე ადგილას დაუშვით საბურავები და მიხვდებით, რომ ავტომობილი უფრო მეტ მანძილზე გაჩოჩდება, შეიძლება დაიშვას კიდეც (თუ, მით უმეტეს უკამერო საბურავით ვართ აღჭურვილი) და ავტომობილი საერთოდ არ მოუხვევს. ამის შემდეგ რამდენიმე მეგობარი ჩაისვით ავტომობილში და ზუსტად იგივე ტესტი ჩაატარეთ. ნახავთ, რომ ეს ლიმიტები გადაინაცვლებს და თან საკმაოდ შორს. იმისთვის, რომ ჩვენს ავტომობილს ვფლობდეთ, ვგრძნობდეთ და ვიცოდეთ, რა შემთხვევაში როგორ მოიქცევა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მინიმალური ტესტების ჩატარება. ეს დაგეხმარებათ ავარიის თავიდან აცილებაში, რითაც საკუთარ სიცოცხლესაც გაუფრთხილდებით და გარშემო მყოფებისასაც.

– სად შეიძლება ლიმიტის „დაჭერა“?

– ავტომობილი ამ საზღვართან მისვლას იწყებს, როდესაც საბურავი გადადის ჩოჩვაში. თუ გზის საფარი სველია, ჩოჩვის დროს არასპორტულ საბურავს ხმა არ ექნება, თუ საფარი მშრალია აუცილებლად ექნება ხმა. ანუ, თუ მშრალ ასფალტზე მივდივართ, ვუხვევთ მკვეთრად და მივდივართ იქამდე, რომ ავტომობილი „კივილს“ იწყებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე სადღაც იმ ზღვართან ვართ, სადაც ლიმიტია. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ზღვარი. ზღვარი მაშინ ჩნდება, როდესაც საბურავი უკვე ბოხ ხმაზე დაიწყებს კივილს. ამ დროს გაზიდან ფეხის მკვეთრად აშვება არ შეიძლება, რადგან მართვის კონტროლს აუცილებლად დავკარგავთ. არც გაზზე დაჭერა შეიძლება, მით უმეტეს, მუხრუჭზე ფეხის დაჭერა. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ძალიან ნელა ვუშვებთ გაზიდან ფეხს ბოლომდე აშვებამდე და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიწყებთ ოდნავი ფეხის შეპარებით დამუხრუჭებას. თუ საბურავები ბოხ ხმაზე „კიოდნენ“ და გაზზე ოდნავი ფეხის აშვებით ის წვრილ ხმაზე „კივილში“ გადავა, ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი ცდილობს მოცურების გარეშე გაიაროს მოსახვევი. ნუ შეგეშინდებათ და ნუ დაგაბნევთ ეს. პანიკა და მუხრუჭზე ფეხის დაჭერა სრულიად უკონტროლოს გახდის თქვენს ავტომობილს. რა თქმა უნდა, ისეთ შემთხვევაში, როდესაც საბურავები წესიერად მუშაობს, ანუ ნორმალურ მდგომარეობაშია. ვინაიდან ჩვენ არ ვართ პროფესიონალები, არ ვიცით, საბურავი სად მოუხვევს და სად არა, ამიტომ, ჯობია, ხმას მივაქციოთ ყურადღება.

– თუ სველ გზაზე ვართ?

– მაშინ ხმა არ ექნება. ამ დროს მოხვევას უნდა დავაკვირდეთ. როდესაც ავტომობილი უკვე ჩოჩვაშია, თქვენ საჭეს ატრიალებთ, მაგრამ მანქანა არ უხვევს. ესეც არის ერთ-ერთი მიმანიშნებელი, მაგრამ, როდესაც მძღოლი გამოუცდელია, მას ჰგონია, რომ საჭე საკმარისად მოხვეული არ არის და ტრიალს განაგრძობს. არადა, საბურავები უკვე ჩოჩვაშია და მეტი მოხვევა კი დამღუპველი იქნება. თუ საშუალება არის, ჯობია, საჭე ოდნავ გავასწოროთ და თავიდან მოხვევა დავიწყოთ, თუ არა – დავტოვოთ მოხვეული იმ დონეზე, რა დონეზეცაა, გავათავისუფლოთ მოდებიდან, ანუ „ცეპლენიას” დავაჭიროთ ფეხი. თუ ავტომატიკაა, ყველაფერს ავუშვათ ფეხი და ვეცადოთ, მდგომარეობიდან მხოლოდ საჭის დახმარებით გამოვიდეთ. მაგარი წვიმის დროს ეს ხშირად ხდება, ზედმეტი მანევრი ამ დროს უარესია, ამიტომ, დაელოდეთ, სანამ საბურავი მოდებას იპოვის და მერე სცადეთ მდგომარეობიდან გამოსვლა.


скачать dle 11.3