„თბილისელების“ სამზარეულო
სალათა „პიკანტი“
საჭირო ინგრედიენტებია: 2 ცალი ყაბაყის მწნილი, 1 ცალი დამწნილებული სტაფილო, 1 ცალი დამწნილებული კიტრი, 1 ცალი მწვანე პომიდვრის მწნილი, ცოტა ზეითუნის ზეთი, 4 ცალი მოხარშული კვერცხი, ცოტა მდოგვი და 1 კონა კამა.
მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი დაჭერით კუბიკებად. მოათავსეთ მინის ჯამში. მოასხით სოუსი, რომელსაც ასე მოამზადებთ: ზეთში შეურიეთ მდოგვი. გახსენით კარგად. უყავით მარილი და პილპილი – გემოვნებით. მოასხით ბოსტნეულს და კვერცხს. გადაურიეთ ფრთხილად და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.