კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გაუძლებს თამუნა მუსერიძეს ვერც ერთი მამაკაცი


თამუნა მუსერიძე: ონკანის შეკეთებიდან დაწყებული, ელექტროგაყვანილობით დამთავრებული, ყველაფერი მეხერხება. ამ მხრივ ძალიან ყოჩაღი ვარ და არავისი დახმარება არ მჭირდება, საკუთარი ხელით ვაკეთებ ყველაფერს. ამას წინათ ჩემს მეგობართან ვიყავი და ინტერნეტის კაბელები იყო გაწყვეტილი. დავდექი და ყველა სათითაოდ გადავაბი, ათი მაინც იყო. ბიჭები გაოცებულები და დაბნეულები მიყურებდნენ. თავიდან ვერც მიხვდნენ, რა ხდებოდა (იცინის). ყველა წესის დაცვით გადავაბი. მამაჩემს ეხერხება ასეთი რაღაცეები, ვუყურებდი ხოლმე და ვისწავლე.

– უნდა შეგაქო. მამაკაცებიც კი ვერ დაიკვეხნიან ასეთი ხელმარჯვეობით.

– ვიცი. მაგალითად, ჩემი ძმა ნათურას ვერ გამოცვლის, არ ეხერხება. რომ მოკლა, ხელს არ მოჰკიდებს. მე კი, საკმარისია, რამე გაფუჭდეს, მაშინვე მზად ვარ შესაკეთებლად. ერთხელ ტელეფონის სადენს ვაბამდი. გავაცხელე პლასტმასი, რომ სადენი გამეშიშვლებინა. მოვაცილე და პირში ჩავიდე. კბილებით მეჭირა. ამ დროს დარეკა ვიღაცამ და კარგად შემაზანზარა (იცინის) – დენმა დამარტყა. იმის მერე ვიცი, რომ სადენების პირში ჩადება არ შეიძლება.

– რა უფრო გიქმნის დისკომფორტს – უშუქობა, თუ უწყლობა?

– სინათლე რომ ქრება, ძალიან ცუდად ვხდები. ტელევიზორი მჭირდება აუცილებლად – თუ ჩართული არ არის, ვერ ვძლებ. სულერთია, ვუყურებ თუ არ ვუყურებ, ჩართული უნდა იყოს. ამიტომ შუქის გამორთვა ძალიან მაღიზიანებს. მაშინვე ვრეკავ „ცხელ ხაზზე“ პანიკით და ვკითხულობ, მალე მოვა თუ არა, ან ჩვენს მეზობელს ვეკითხები, რომელმაც ყოველთვის ყველაფერი იცის, რა ხდება-მეთქი. თუ სერიოზული დაზიანებაა, ტრაგედიაა ჩემთვის. მახსოვს ის პერიოდიც, მთელ ქალაქში შუქი რომ არ იყო, მაგრამ მაშინ ჩვენ გენერატორი გვქონდა და მთელი უბანი ჩვენს სახლში იყრიდა თავს სერიალების საყურებლად – კინოსეანსები გვქონდა ყოველ საღამოს. ისე, კომფორტი მიყვარს. „ველური“ დასვენება „ჩემი“ არ არის. რაჭაში ვიყავი და, რომ მითხრეს, ჩვენ აქ მდინარეზე ვიბანთო, ჩავალაგე ჩემი ნივთები და მეორე დღესვე გამოვიქეცი.

– შენ ისიც გეცოდინება, სად არის „ელიავას“ ბაზრობა.

– როგორ არ ვიცი, ვყოფილვარ კიდეც. ჩემს ბიძაშვილს გავყევი მანქანის ნაწილების საყიდლად. არა, არა, მანქანის ნაწილებში ნამდვილად ვერ ვერკვევი, ამას ვერ დავიბრალებ, უბრალოდ, გავყევი. არც რემონტი „გადამიტანია“. პატარა ვიყავი, როცა სახლში რემონტი გააკეთეს და არ მგონია, ამაში რამე სასიამოვნო იყოს, რადგან მუშები, ხმაური და მტვერი კარგად მახსოვს. არ მიყვარს არეულობა და ქაოსი. კარადასაც მარტო მაშინ ვურევ, როცა რაღაცას ვერ ვპოულობ, მაგრამ იმასაც მალევე ვალაგებ.

– თამუნა მფლანგველია?

– უჰ, საშინელი! მე საფულეში ფული არ უნდა მქონდეს, თორემ, აუცილებლად ერთ ჯერზე დავხარჯავ მთლიანად, სულერთია, რამდენი მექნება. ამიტომაც ხელფასს სახლში ვტოვებ ხოლმე და ვიღებ იმდენს, რამდენიც იმ დღეს დამჭირდება. ყველაფერში შემიძლია, დავხარჯო ფული, მაგალითად, ვიყიდო ძალიან ბევრი შოკოლადი; ან ხელის კრემი, რომელიც სახლში მაქვს და არ მჭირდება. ერთი სიტყვით, დედაჩემი მეუბნება, შენ მხოლოდ მილიონერი თუ გაგიძლებსო (იცინის), მაგრამ, შემიძლია, ისიც გავაკოტრო. ხომ შეიძლება, მომეწონოს მანქანა, რომელიც ხუთი მილიონი ღირს?! არც დავფიქრდები, ისე ვიყიდი იმისი მილიონებით (იცინის). ისე, ბევრი ფული რომ მქონდეს, სიამოვნებით დავხარჯავდი კარგ ტექნიკაში. მიყვარს კარგი კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ტელევიზორი. ასევე, მობილურების დიდი მოყვარული ვარ. თან, ძალიან კარგად ვერკვევი კომპიუტერშიც და მობილურებშიც, ისე კარგად, რომ ვჰაკერობ კიდეც.

– სამზარეულოშიც ხელმარჯვეობ?

– დიახ. გემრიელი კერძების მომზადება შემიძლია, მაგრამ ცხობა არ მეხერხება. მე ისეთი ხასიათი მაქვს, თუ რამეს მოვკიდე ხელი, არ მოვეშვები, სანამ ბოლომდე არ მივიყვან. აუცილებლად გამოვიყვან საქმეს ისე, როგორც მე მინდა. ეტყობა, ჯერ ნამცხვრების ცხობის სურვილი არ გამჩენია. ნამცხვარს ვყიდულობ.

– რის მომზადებას გვასწავლი?

– აჯაფსანდალის. ძალიან კარგი გამომდის. ჯერ ვჭრი ბადრიჯანს. არ ვთლი, მხოლოდ ორ გვერდს ჩამოვათლი და ვწვავ ზეთში ორივე მხრიდან. მერე ვშუშავ ხახვს და ვასხამ დაჭრილ, ცოცხალ, კანგაცლილ პომიდორს. რომ ადუღდება ვყრი დაჭრილ კარტოფილს და ცოტა რომ დააკლდება მოხარშვას, ვუმატებ ბადრიჯანს. ბოლოს – მწვანილი: ოხრახუში, ქინძი და რეჰანი. მარილი – გემოვნებით. ძალიან გემრიელია. ბაზარში სიარულიც მიყვარს და პროდუქტის არჩევაც ვიცი. რომ გითხრა, მიყვარს ბაზარი-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ, როცა საჭიროა, მივდივარ. სამაგიეროდ, არანაირად არ მეხერხება ნემსი და ძაფი, ღილსაც კი ვერ დავაკერებ (იცინის).

– „პახმელია“ თუ იცი, რა არის?

– მეტ-ნაკლებად, რადგან კარგად ვიტან სასმელს. დაბადების დღეზე ვიყავი და ლამის ორი ლიტრი ჭაჭა დავლიე. მთელი გრაფინი გამოვცალე, თან, არაფერი მეტყობოდა. გადავრიე ხალხი. ოღონდ, მერე გაირკვა, რომ წყალი იყო შიგ გარეული. მასპინძელს ძალიან შერცხვა. „პახმელიაზე“ შეიძლება მომინდეს ხინკალი. მგონი, კაცი ვარ, იცი?! (იცინის).


скачать dle 11.3