გაყრა ინგლისურად
გასულ კვირას ლონდონში ხმაურიანი პროცესი დასრულდა: ცნობილი მომღერალი შერილ ტვიდი და ლონდონის „ჩელსის“ მცველი ეშლი კოული ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორების მიზეზი კი ეშლის არაერთგზის ღალატი გახდა. შერილმა ერთხელ აპატია, ორჯერ, სამჯერ... მაგრამ, რვაჯერ?!
თავიდან ყველაფერი თითქოს მარტივად იყო – ცოლი ქმრისგან არაფერს ითხოვდა და მხოლოდ დაშორება სურდა, მაგრამ მერე მადა გაყრაში მოვიდა და, საბოლოო ჯამში, შერილს კოულისგან ხუთ მილიონამდე გირვანქა ერგო.
„მე შერილი სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ როცა ვთვრები, თავის კონტროლი მიჭირს და ეს ლონდონელმა მეძავებმა კარგად იციან. ამიტომ ისინი მუდმივად ცდილობდნენ ჩემს შეცდენას, რაც არცთუ იშვიათად გამოსდიოდათ. საბუთებზე ხელი ისე მოვაწერე, არც კი დავინტერესებულვარ, რამდენი ერგებოდა შერილს. ის ჩემგან ყველაფერს იმსახურებს და არანაირი თანხა არ მენანება“, – ასეთი იყო კოულის მონოლოგი.