ფელპსი სულელ ქერათმიანთან ერთობა
14 ოლიმპიური მედლის მფლობელი მაიკლ ფელპსი ჰავაის კუნძულებზე ნიკოლ ჯონსონთან ერთად ერთობა. ნიკოლმა წელს „მის კალიფორნიის“ ტიტული მოიგო. როცა დაჯილდოების ცერემონიაზე გაფრენილა, ნიკოლი გაუცნია და, აგერ, ჰავაიზე ასვენებს.
არადა, ნიკოლს ამერიკაში „მის კალიფორნიაზე“ მეტად „სულელი ქერათმიანის“ მეტსახელით იცნობენ და ეს თიკუნი მას ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა შეურჩია. როცა გოგონას კონკურსის მიმდინარეობისას ჰკითხეს, როგორ ფიქრობ, შესაძლებელია თუ არა ერთსქესიანი ადამიანების თანაცხოვრებაო, მან თვალები ააფახულა და განაცხადა: მე მხოლოდ მამაკაცთან ერთად შევძლებ ცხოვრებას და სხვების არ ვიციო. ამ პასუხმა ჟიურის ერთ-ერთი წევრი გადარია და გოგონას სულ „სულელი ქერათმიანი“ ეძახა. მერე გაირკვა, რომ აღშფოთებული კაცი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ყოფილა და სახლში თავისი „კოლეგა“ ელოდა.
ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, ერთადერთი, რაც ვერ გავიგე, ის არის, რატომ იყო ჟიურიში გეი, როცა საქმე ქალების სილამაზის კონკურსს ეხებოდა?!