როცა დაბადების დღე გაქვს
ნამდვილად არ მახსოვს, რა მაჩუქეს დაბადების დღეზე, როცა 6 წლის გავხდი, მაგრამ, ალბათ, ისეთი არაფერი, აქამდე რომ დამხსომებოდა. სამაგიეროდ, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების შუათანა შვილი, რომელსაც ნამდვილად ემახსოვრება, რომ, როცა 6 წლის გახდა, მას მშობლებმა სურვილი აუსრულეს და... დაბადების დღეზე საჩუქრად ცნობილი მოდელი და მსახიობი – ჰაიდი კლუმი მიუყვანეს.
„როცა რომეოს ვკითხე, დაბადების დღეზე ყველაზე მეტად რა გაგიხარდება-მეთქი, არც დაფიქრებულა, ისე მიპასუხა: მინდა, რომ დაბადების დღეზე ჰაიდი კლუმი მოვიდესო. ჰაიდი ჩემი მეგობარია და, რა თქმა უნდა, უარი არ უთქვამს. რომეო მას მთელი საღამო გვერდიდან არ მოშორებია“, – განაცხადა ვიქტორიამ.
ჰაიდის პარამეტრებს თუ გავითვალისწინებთ, რომეოს გაგება მარტივად შეიძლება, მის ადგილზე, მეეჭვება, მთელი საღამო კი არა, კლუმს საერთოდ სახლში არ გავყოლოდი.