მესის ქალი გასახდელიდან გააგდეს
ლუსიანა სალასარი ლიონელ მესის ყვარობს (თუ – პირიქით) და, რაღა თქმა უნდა, არგენტინაში ძალიან პოპულარულია. პრინციპში, ცნობილი არგენტინელი ჩოგბურთელის, ნიკოლას მასუს, გასტონ გაუდიოს, ფერნანდო გონსალესისა და მარსელო რიოსის წყალობით, ლუსიანას პოპულარობა არასდროს აკლდა, მაგრამ მესი „ბალივითაა“, ანუ, „სულ სხვაა“ და მისი პოპულარობის დონეც სხვა გახლავთ.
მოკლედ, ლუსიანა ერთ-ერთ შოუში მიიწვიეს მონაწილეობის მისაღებად და ამავე შოუში მიიწვიეს არანაკლები მონაცემების მქონე ამალია გრანატი. ქალებისას რას გაიგებ და, ამალიასა და ლუსიანას ერთმანეთთან უთანხმოება ჰქონიათ. შოუს მიხედვით, მათ ტანისამოსი რამდენჯერმე უნდა გამოეცვალათ. ქალებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ერთ გასახდელში არ შევიდოდნენ, არადა, თურმე, ტელევიზიას მხოლოდ ერთი ვიპ-გასახდელი, დანარჩენი კი რიგითი გასახდელები ჰქონია და სწორედ ამ ვიპ-გასახდელზე ატყდა ომი. საბოლოო ჯამში, ამალიამ გაიმარჯვა, რადგან, თურმე, პერიოდულად ტელევიზიის მეპატრონის შვილს უხარებს გულს. მესის გულის გამხარებელმა კი შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და შოუ საერთოდ დატოვა.