ცისტიტს მაყვალი შველის
მაყვალი ძალიან გემრიელი და სასარგებლო კენკრაა. მასში დიდი რაოდენობითაა C ვიტამინი და კაროტინი.
მაყვალი უხვად შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინებსა და მინერალებს.
კვლევებით დადგინდა, რომ ამ კენკრით მკურნალობა ანტიბიოტიკების კურსს ცვლის. ქრონიკული ანთებითი პროცესების, კერძოდ, ცისტიტის მაყვლით მკურნალობა უმოკლეს დროში იძლევა დადებით ეფექტს.
მიირთვით ეფექტური და უვნებელი მაყვალი, პირიც დაიტკბეთ და დაავადებებსაც უსაფრთხოდ შეებრძოლეთ.