რომელი საკვები ამაღლებს სექსუალურ პოტენციას
ადამიანის სექსუალური შესაძლებლობები დამოკიდებულია მიღებულ საკვებზე. პოტენციის ასამაღლებელი პროდუქტებია კვერცხი, ნიორი, კიბორჩხალა, ხამანწკა, ხახვი, სუნელები, ისპანახი, თაფლი, ქინძი, ოხრახუში, თხილი, ნიგოზი, შოკოლადი და ასე შემდეგ.
თუ გინდათ, რომ თქვენი საკვები თქვენსავე სექსუალურ შესაძლებლობებზე აისახოს, მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს A, B, C და E ვიტამინები.
A ვიტამინი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, ამაღლებს სექსუალურ პოტენციას. ის დიდი რაოდენობით შედის რძეში, ყველში, ცხოველურ ცხიმებში, სტაფილოში ისპანახში, წიწმატსა და სალათის ფურცლებში;
B ჯგუფის ვიტამინები აძლიერებენ ნერვულ სისტემას, რაც აუცილებელია ადამიანის სექსუალური აღგზნებისთვის. ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს: თევზი, ხორცი, კარტოფილი, რძის პროდუქტები, ხორბალი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო;
C ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამ ვიტამინით მდიდარია ასკილი, ლიმონი, მოცხარი, ქაცვი და კომბოსტო;
E ვიტამინის მეშვეობით, მამაკაცისა და ქალის სასქესო ჯირკვლები ფუნქციონირებენ. მას დიდი რაოდენობით შეიცავს კვერცხი, თევზი, საქონლის ღვიძლი და ქაცვი.
გარდა ვიტამინებისა, საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებითა და დაბალანსებული პროდუქტებით.
თითქმის ყველა სახის ბოსტნეული და ხილი ამაღლებს პოტენციას. განსაკუთრებით კარგია თხილი, ნიგოზი, პიტნა, ტარხუნა, ანისული, ქონდარი, კვლიავი, ისინი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ღრუში. ასევე, კარგია თალგამი, ჭარხალი, თაფლი, რძე, წითელი წიწაკა, ვაშლი, ბროწეული, ისპანახი, ოხრახუში და ძმრითა და მზესუმზირის ზეთით შეზავებული სალათები.
ხაჭო და ყველი განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე.