კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოლიტისა და კუჭის სეკრეციის დროს მრავალძარღვა შეუცვლელია


მრავალძარღვას ფართოდ გამოიყენებენ როგორც ხალხურ, ასევე თანამედროვე მედიცინაში. სამკურნალოდ გამოიყენება მრავალძარღვას როგორც ნედლი, ისე გამხმარი ფოთლები. ის კარგია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კატარისა და კოლიტის დროს. ასევე, ის კარგი ამოსახველებელი საშუალებაცაა.

მრავალძარღვა აძლიერებს კუჭის სეკრეციას. კუჭის წვენის მჟავიანობის დროს მისი გამოყენება არ შეიძლება. მრავალძარღვა შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, კერძოდ, გლუკოზოიდებს, ქოლინს, აუკობინს, A C და K ვიტამინებს, ლიმონმჟავას, ფერმენტებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას ფოთლებით მკურნალობენ ძირმაგარას, ინფიცირებულ ჭრილობებს. ის, ასევე, აჩერებს სისხლდენას.

ახალი ფოთლის წვენს ასმევენ ბავშვებს ყივანახველის ან ბრონქიტის დროს.

მრავალძარღვას ნაყენი ასე მზადდება: გარეცხეთ ნედლი ფოთლები და დაკეპეთ. შემდეგ დანაყეთ. გამოიწურეთ წვენი. მიღებულ წვენს დაამატეთ იმავე რაოდენობის თაფლი და წამოადუღეთ. მიიღეთ ეს ნაყენი დღეში სამჯერ, ერთი სუფრის კოვზი, ჭამის შემდეგ.

ნაყენის მომზადება შეგიძლიათ აფთიაქში ნაყიდი გამხმარი ფოთლებითაც. ასეთ დროს ორ სუფრის კოვზ დაჭრილ ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გააჩერეთ ნახევარი საათით თავდახურულ ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ, ოცი წუთით ადრე.


скачать dle 11.3