კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ვარ 32 წლის. მაქვს ჰიპოთირეოზი. ვიღებ 15 მკგ ეუთიროქსს, რომელიც ექიმმა დამინიშნა. ექვსი თვეა, არ მაქვს მენსტრუაცია. გარკვეული მიზეზების გამო ექიმთან ვერ მივდივარ, თან წონაში მოვიმატე. იქნებ მირჩიოთ რამე.

პასუხი: ერთი რამ შეგვიძლია, გირჩიოთ: მიაკითხოთ ექიმს და შეამოწმოთ, რამდენად ადეკვატურია თიროქსინის ის დოზა, რომელსაც იღებთ. თუ ეს მიზეზი გამოირიცხა, მაშინ სხვა უნდა ვეძებოთ, რისთვისაც ექიმმა შესაბამისი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები უნდა დაგინიშნოთ.

კითხვა: გამიგონია, რომ პირველი სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ მენსტრუაციისას ტკივილის შეგრძნება მცირდება. მართალია თუ არა? თუ მართალია, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: მენსტრუაცია, ჩვეულებრივ, უმტკივნეულო ან ზომიერად მტკივნეულია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მას ძლიერი ტკივილი ახლავს თან. გოგონებში ამის მიზეზი შესაძლოა, საქალწულე აპკის თავისებურება იყოს, რაც სისხლიანი გამონადენის გამოყოფას აძნელებს. ასეთ დროს გოგონებს გათხოვების შემდეგ მენსტრუაციული ტკივილი საგრძნობლად უმცირდებათ. ტკივილს მრავალი სხვა მიზეზიც აქვს. ორგანიზმის მოუმწიფებლობა, სასქესო ორგანოს მცირე ზომა, სტრესი, ანთებითი პროცესები. ტკივილის მოსახსნელად ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო ან ჰორმონული საშუალებები.

კითხვა: ვარ 20 წლის. რამდენიმე თვის წინ დავიბჟენი კბილი და მას შემდეგ მიჭირს ცხელისა და ცივის მიღება. რისი ბრალი შეიძლება, იყოს და როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: თუ კბილი კარიესულად გაქვთ დაბჟენილი, მაშინ დისკომფორტის მიზეზი პულპაში მიმდინარე პროცესი იქნება, რაც შესაძლოა, კარიესული ღრუს დამუშავებისას თერმულ დაზიანებას გამოეწვია. თუ არხებიც დაბჟენილია, მაგრამ ტკივილები მაინც გაქვთ, მაშინ მიზეზად არასრულფასოვნად ჩატარებული მკურნალობა უნდა მივიჩნიოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სტომატოლოგს.

კითხვა: ვარ 21 წლის, გათხოვილი, 5 წლის წინ გავიკეთე ექოსკოპია და მითხრეს, ფარისებრ ჯირკვალში კვანძები გაქვს გადიდებული და ერთ თვეში მოდი, თუ კიდევ გაიზარდა, ოპერაცია დაგჭირდებაო. მას მერე ექიმთან არ ვყოფილვარ. ახლა მაქვს იმხელა ჩიყვი, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. გამხდარი ვიყავი და წონაში მოვიმატე, როცა ვნერვიულობ, თითქოს მახრჩობენ, ხან ყელიდან ამომაქვს სქელი, ჩირქისფერი მასა. რა შეიძლება მჭირდეს და ვის მივმართო?

პასუხი: თქვენი დიაგნოზია კვანძოვანი ჩიყვი, ვინაიდან უკანასკნელ ხანს შეამჩნიეთ ფარისებრი ჯირკვლის მკვეთრი და სწრაფი ზრდა. აუცილებლად უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს და ჩაიტაროთ შესაბამისი გამოკვლევები დიაგნოზის დასაზუსტებლად. მკურნალობას კი დიაგნოზის შესაბამისად დაგინიშნავენ.

კითხვა: ვარ 20 წლის. ბოლო დროს მკერდი ძალიან მომიდუნდა და დაბლა დამეწია. თუ არსებობს ვარჯიშები ან პრეპარატები ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

პასუხი: სარძევე ჯირკვალი არ არის კუნთოვანი ორგანო, ამიტომ ვარჯიშით მისი გამკვრივება შეუძლებელია. მკერდის დაწევისას ტარდება ქირურგიული ოპერაცია – რედუქციული მამოპლასტიკა.

კითხვა: წონის დასაკლებად ვაპირებ ვარჯიშის დაწყებას. რომელი ტრენაჟორია უკეთესი ასეთ შემთხვევაში?

პასუხი: ზედმეტი წონის მოსაშორებლად და კუნთების გასავარჯიშებლად ერთმანეთს უნდა შეუთავსოთ აერობული დატვირთვა და ძალისმიერი ვარჯიშები. აერობული ვარჯიშის დროს ორგანიზმში ირთვება ცხიმის წვის მექანიზმი, 30 წუთზე ნაკლები არ უნდა ივარჯიშოთ. ძალისმიერი ვარჯიშები, ძირითადად, ფიგურის კორექციისკენ არის მიმართული და არა გახდომისკენ. სხვადასხვა ჯგუფის კუნთების გავარჯიშებით შეგიძლიათ, არასწორი ფორმები დაიხვეწოთ.

კითხვა: ვარ 52 წლის ქალი. აქამდე არაფერი მაწუხებდა. ახლა კი იდაყვი მტკივა, როგორც შიგნითა, ისე გარეთა მხრიდან, მხოლოდ შეხებისას.

პასუხი: მტკივანი ადგილის დათვალიერების და გასინჯვის გარეშე ძნელია სავარაუდო დიაგნოზის დასმა. თუმცა, მონათხრობის მიხედვით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს იდაყვის სახსრის ანთებასთან, ხოლო რამ გამოიწვია ართრიტი, ამას რევმატოლოგი დაადგენს.

კითხვა: ჩემი შვილი 16 წლისაა. 4 თვეა, შეუჩერდა მენსტრუაცია. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. ალბათ, მეტყვით, გინეკოლოგთან მიიყვანეთო, მაგრამ მაინტერესებს პირადად თქვენი აზრი.

პასუხი: როდესაც გოგონას ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული მენსტრუალური ციკლი, მსგავსი მოვლენები არცთუ იშვიათია, თვეები მენსტრუაციის გარეშე. სტაბილური ციკლის ჩამოყალიბებამდე ეს საგანგაშო არ არის. მაგრამ, თუ ასეთი რამ დიდხანს გაგრძელდა, მაშინ აუცილებელია გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, რათა ჰორმონული ბალანსის დარღვევა გამორიცხოს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3