კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს


კითხვა: ისე მოხდა, რომ ჩემი ნათლობის ჯვარი სხვას ვაჩუქე. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ცუდად მიდის, წარუმატებლობა და პრობლემები არ მელევა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ნათლობის ჯვარს, რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს და მისი გაჩუქება დაუშვებელია. თუმცა თქვენს წარუმატებლობას ჯვრის გაჩუქებას არ უნდა უკავშირებდეთ. შეგიძლიათ, შეიძინოთ ახალი ჯვარი, აკურთხებინოთ და ატაროთ. იცხოვრეთ ეკლესიურად, იმარხულეთ, თქვით აღსარება, ეზიარეთ და თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს.

კითხვა: შეიძლება თუ არა ტაძარში ახალანთებული სანთლის ჩაქრობა ეკლესიის მსახურის მიერ?

პასუხი: ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ სანთლის დანთების მთავარი მიზანი მისი ბოლომდე ჩაწვაა. სანთელი ადამიანის ლოცვითი განწყობილების შექმნის საშუალებაა და არა მაგიური სიმბოლო. ზოგჯერ ეკლესიაში არ არის საშუალება, რომ შანდალზე ერთდროულად ბევრი სანთელი დაინთოს. ამიტომ, შესაძლოა, ეკლესიის მსახურმა ახალანთებული სანთელი ჩააქროს, რათა სხვა ადამიანებსაც მიეცეთ სანთლის დანთების საშუალება. ამაში მკრეხელური არაფერია.

კითხვა: შეუძლია თუ არა მოუნათლავ ადამიანს წაიკითხოს ქრისტიანული ლოცვები?

პასუხი: შეუძლია. ქრისტიანულ ეკლესიაში იყო პერიოდი, როდესაც ადამიანები ზრდასრულ ასაკში ინათლებოდნენ. ისინი გულმოდგინედ ემზადებოდნენ ნათლობისთვის: ესწრებოდნენ ღვთისმსახურების იმ ნაწილს, რომელსაც „კათაკმეველთა ლიტურგია” ეწოდება და როდესაც თავს მიიჩნევდნენ ნათლობისთვის მზად, მართლმადიდებელი ქრისტიანები ხდებოდნენ.

კითხვა: სახლში, ხატების კუთხესთან კანდელის დანთება ყოველდღე შეიძლება, თუ მხოლოდ დღესასწაულის დღეებში?

პასუხი: კანდელის დანთება ყოველდღე შეგიძლიათ, მაშინ, როდესაც ლოცვას კითხულობთ. მეტიც, უმჯობესია, კანდელი ჩაუქრობლად, სულ გენთოთ. ის თქვენ ლოცვისთვის განგაწყობთ.

კითხვა: რამდენად შეეფერება ქრისტიანს ხანგრძლივი საუბარი?

პასუხი: ღირს მამა არსენს არ უყვარდა, როდესაც რჩევისთვის მასთან მისული ადამიანი ზედმეტი დროით რჩებოდა. ის ამბობდა: „საუბრის დასაწყისში მას ვუყურებ როგორც ანგელოზს, ბოლოს კი, როცა წასვლას აგვიანებს, როგორც მაცდურს.“


скачать dle 11.3