კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მიდის გარდაცვლილი ადამიანის სული პირდაპირ ჯოჯოხეთში და შეუძლია თუ არა 19 სექტემბერს მთავარანგელოზ მიქაელს მათი იქიდან ამოყვანა







ნათია უტიაშვილი



დღეს, სამწუხაროდ, თვითმკვლელობა ერთ-ერთი გავრცელებული და ყველაზე საშინელი ცოდვაა, რომლის დროსაც ადამიანს საკუთარი სხეულისა და სულისთვის საშინელი განაჩენი გამოაქვს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).



– მორწმუნე საზოგადოებაში, სამწუხაროდ, მრავალმა ცრუ სწავლებამ და ტრადიციამ მოიკიდა ფეხი. ერთ-ერთი მათგანი არის 19 სექტემბერს დადგენილი გარკვეული სწავლება, რომ თითქოს მთავარანგელოზი მიქაელი ჩადის ჯოჯოხეთში და იქიდან ამოჰყავს იმ ადამიანების სულები, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ეს დღე ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქცა ნუგეშის დღედ და მის დადგომას თვითმკვლელი ადამიანების ჭირისუფლები სასოებით ელოდებიან. ღმერთმა არავის მოუშალოს რწმენა და სასოება, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველას ვაუწყოთ ჭეშმარიტი სწავლება, რათა ისინი არ დარჩნენ მოტყუებულები ეშმაკის მიერ შემოტანილი ამა თუ იმ ცრუ სწავლებით. უნდა გვახსოვდეს და გვწამდეს, რომ მაცხოვნებელი არის უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, წმიდა სამების მეორე ჰიპოსტასი, რომელიც განკაცდა იმისთვის, რომ გამოეხსნა დაცემული კაცობრიობა. იესო ქრისტეს გარეშე ცხოვრება არ არსებობს. ადამიანი, რომელიც მონათლული იყო წმიდა სამების სახელზე, თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევდა, მაგრამ, ამა თუ იმ განსაცდელის, გაჭირვების გამო, ჩავარდა სასოწარკვეთილებაში და მოისწრაფა სიცოცხლე, ეკლესიური სწავლებით მიდის პირდაპირ ჯოჯოხეთში. ამ შემთხვევაში, თუ თქვენ ჩათვლით, რომ ამ ადამიანების გამოხსნა, ამოყვანა, გეენიიდან დახსნა შეუძლია მთავარანგელოზ მიქაელს, მაშინ სწავლება ცხონების შესახებ თავდაყირა დგება, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოვდივართ. თუ რომელიმე მთავარანგელოზს, ანგელოზს, წმიდანს შეუძლია ადამიანის ცხონება, მაშინ მაცხოვრის ღვაწლი და მისი შრომა კაცთა გამოხსნისთვის ამაო და აბსურდული რჩება. ეკლესია მიცვალებულთათვის ლოცულობს სამ მდგომარეობაში: პირველი, როცა ისინი უკვე წმიდანად არიან შერაცხილნი, სასუფეველში მყოფობენ და ჩვენ მათ აქეთ ვევედრებით და ვითხოვთ მათგან მეოხებას; მეორე შემთხვევის დროს, თუ ჩვენი მიცვალებულები იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, გარკვეული რწმენა, მაცხოვნებელი სარწმუნოება გააჩნდათ, სასოებდნენ ღმერთს, მაგრამ, გარკვეული მიზეზის გამო, ვერ დადიოდნენ ეკლესიაში, ან არ იყო ამის საშუალება, არ ჰყავდათ მოძღვარი, მათ შესახებ ჩვენ ვევედრებით ღმერთს, რომ შეუნდოს ცოდვები და სასუფეველში დაამკვიდროს; მესამე შემთხვევაში კი ჩვენ ვდუმვართ მათ შესახებ, ანუ წმიდა სახარებაში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ მათთვის არ ვლოცულობთ, რადგან მათ გარკვეული მდგომარეობის გამო ჩაიდინეს მძიმე ცოდვა, სულიწმიდის გმობა, ის მოუნათლავი, მწვალებელი, ეკლესიის დამანგრეველი იყო, საკუთარ თავს სიცოცხლე მოუსწრაფა. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვლოცულობთ, მაგრამ, დიდი სასოება გაგვაჩნია, რომ ღმერთი ამ ადამიანების მდგომარეობას გაითვალისწინებს სიკვდილის წინ. რა თქმა უნდა, მე არ შემომაქვს ახალი სწავლება, რომ დავარღვიო საეკლესიო სწავლება, ვინმეს ცრუ ნუგეში მივცე, მაგრამ, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანსა და მოძღვარს, მჯერა, რომ უფალი გაითვალისწინებს მათ მდგომარეობას. მან იცის, ვის რა საზღაურს მიაგებს.

– თუ თვითმკვლელმა თავის მოკვლის წინ შეინანა საკუთარი საქციელი, ამ შემთხვევაში შეუმსუბუქებს უფალი სასჯელს?

– შეიძლება, ადამიანმა გადაწყვიტა თავის მოკვლა, აღასრულა განაჩენი, მაგრამ, სანამ მოკვდებოდა, მოვიდა გონს და შენდობა სთხოვა უფალს, ანუ, სიკვდილის წინ მიხვდა, რომ ჩაიდინა გამოუსწორებელი დანაშაული, დარწმუნებული ვარ, ღმერთი ასეთ დროს მის მდგომარეობას გაითვალისწინებს. ნუ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ ისინი საუკუნოდ დაიტანჯებიან, დავიტოვოთ პატარა იმედი, რომ ღმერთი სამართლიანია, მან ყველაფერი იცის, რა როგორ იყო და ის გაითვალისწინებს ჩვენი ახლობლების სისუსტეებს. უბრალოდ, ჩვენ არ შეგვიძლია მათზე ლოცვა და არც ის შეგვიძლია, რომ მათ ახლობლებს ცრუ იმედი და სარწმუნოება მივცეთ. ის ხალხი, ვინც ცრუ ნუგეშს მიიღებს, ამ ცრუ ნუგეშით იცხოვრებს და შეიძლება, მათაც, გარკვეული განსაცდელის ჟამს, სიცოცხლე მოისწრაფონ და თავი ინუგეშონ იმით, რომ არსებობს 19 სექტემბერი და ამ დროს მე ვიქნები გამოხსნილი მთავარანგელოზ მიქაელის მიერო. ეს არის არასწორი შეხედულება, ეშმაკის მიერ შემოტანილი ზაკვა და, ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს სწორი სარწმუნოება. ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რამ მიიყვანა ჩვენი ახლობელი ამ მდგომარეობამდე. ჩვენ მხოლოდ მათი გადარჩენა გვინდა, მაგრამ, აუცილებლად უნდა გვაინტერესებდეს, რა იყო მიზეზი თავის მოკვლისა, რომ მერე ჩვენც ეს არ დაგვემართოს. ძალიან ხშირია, როდესაც თვითმკვლელობის ცოდვას, რომელიც ჩაიდინა ბაბუამ, ბებიამ ან მშობელმა, ასევე მათი შვილები, შვილიშვილებიც იმეორებენ, იმიტომ, რომ ოჯახის წევრები არ ინტერესდებიან იმით, თუ რამ გამოიწვია მათი ახლობლის ასეთი მძიმე განსაცდელი. ჩვენ მხოლოდ ქმედებების შეფასება გვიყვარს: თავი მოიკლა, მოუნათლავი წავიდა, ღვთის მგმობელი იყო... მაგრამ, უნდა გვაინტერესებდეს ის, თუ რამ მიიყვანა ადამიანი ამ მდგომარეობამდე. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს: შეიძლება, ამის მიზეზი სასულიერო პირი იყო, ან ჩვენი უგუნურება და ჩვენი საქციელი. როცა ადამიანი ხედავს, რომ სასულიერო პირი არ არის მოწოდების სიმაღლეზე, ჩვენ, ვისაც ქრისტიანები გვქვია, არ ვართ ქმედებით ქრისტიანები, ისინი ბრკოლდებიან და ამბობენ: რა უნდა ვირწმუნო, ვისი უნდა ვირწმუნოო და ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი მძიმე შედეგით მთავრდება.

– არსებობს ისეთი სწავლებაც, რომ, როდესაც ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, მისი ოჯახის წევრმა, ახლობელმა უნდა იტვირთოს მონაზვნის ღვაწლი და მთელი ცხოვრება მისი სულისთვის ილოცოს.

– ეს არ არის სწორი, რადგან, როგორც აღვნიშნე, ცხონება მხოლოდ უფალს შეუძლია. ყველა ანგელოზი, წმიდანთა დასი რომ დადგეს ადამიანის საცხონებლად, უფლის გარეშე ვერავინ აცხონებს. ეს არის საკითხი, რომელიც უფალს უნდა მივანდოთ. მაგრამ, თუ ჩვენ თავს იმით ვინუგეშებთ, რომ მთელი ცხოვრება მისთვის ვილოცებთ და ცხონდება, ეს არასწორი იქნება, თუმცა, ბოლომდე არც გვიკრძალავს ეკლესია ლოცვას. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ლიტურღიაზე, მსახურებაზე მოვიხსენიოთ ისინი, უფლება გვეძლევა, პირად ლოცვებში მაინც მოვიხსენიოთ და ეს პირადი ნუგეშია უფლის მიერ მოვლინებული. შეიძლება არაეკლესიურია, მაგრამ არსებობს ასეთი ტრადიცია, თვითმკვლელის ჭირისუფლებს ეძლევათ უფლება, გარდაცვლილის სახელზე გასცენ მოწყალება. ამიტომ, სანამ ისინი ამ მდგომარეობამდე მივლენ, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, უნდა ვილოცოთ მათთვის და, ახლა, როდესაც ისინი აღარ არიან, დავიწყეთ მათი სულებისთვის ლოცვა და უფალმა დაგვანახვა, რა გულგრილი და გულცივი ადამიანები ვიყავით, ეს გარკვეული ცოდვაა უფლის წინაშე. იმ ადამიანის ოჯახის წევრები, რომელმაც თავი მოიკლა, აგებენ ამის გამო პასუხს, განისჯებიან და უფალი პასუხს მათ მოსთხოვს. ეს არის ჩემი პირადი აზრი და, ვფიქრობ, რომ დამეთანხმებით.

– ეკლესია თვითმკვლელებს არ უგებს წესს, მათ არც პანაშვიდებს უხდიან. თუ უშვებს ეკლესია ან სულიერი მოძღვარი გამონაკლისს?

– არის შემთხვევები, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებს აძლევს კურთხევას, რომ მათ ზოგიერთი თვითმკვლელისთვის აღასრულონ ღვთისმსახურება. თუ ადამიანი იყო შეურაცხადი, გონებასუსტი ან თვითმკვლელობის დროს აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა, საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა და თავის ქმედებაზე არ აგებდა პასუხს, პატრიარქის კურთხევით ხდება მათთვის წესის აგება და პანაშვიდის გადახდა. თუმცა, ჩვენ მაინც ფხიზლად უნდა ვიყოთ ოჯახის წევრების, საკუთარი თავის მიმართ და ერთმანეთისადმი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, რომ ამ საშინელ ცოდვამდე არ მივიდეთ. დღეს ჩვენში სასოწარკვეთილების სიოა და თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ის ქარიშხლად გადაიქცევა, რაც თვითმკვლელობის სურვილამდე მიგვიყვანს.


скачать dle 11.3