კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააჯენტლმენა „ქლოემ“ ახალი საშემოდგომო კოლექცია


კრემისფერი, კრემისფერი და უფრო მეტი კრემისფერი ... ალბათ, არავისთვის იქნება ცხელი „ნიუსი“ ის ფაქტი, რომ სეზონის მეინსტრიმი ყავისფერის სხვადასხვა ტონალობაა და ეს პრეტ-ა-პორტე განსაკუთრებით დღის სამოსში ჩანს. მშვიდი, ნაზი, ნაღებისფერი ტონალობები „ქლოეს” კოლექციებში ყოველთვის დომინირებდა, მაგრამ სრული „სიბეჟის” მარშრუტი ამ სეზონზე პირველად აირჩია და მას გაჰყვა. ეს მარშრუტი იმდენად მტკიცე იყო და ხარვეზების გარეშე, რომ ჩვენების შუა პერიოდამდე მაყურებელმა იფიქრა, სხვა ფერს პოდიუმზე ვერც ვნახავთო, მაგრამ ჰანა მაკგიბონმა სხვა ფერებიც გამოიტანა პოდიუმზე, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დიდი რაოდენობით ან განსაკუთრებულად მკვეთრი – რამდენიმე შავმა და რუხმა კოსტიუმმა საერთო წარმოდგენაში ბევრი ვერაფერი შეცვალა.

დასაწყისშივე ჰანა მაკგიბონმა თავისი სტილის უკვე დაკანონებული რამდენიმე სილუეტი აჩვენა: აბრეშუმის პერანგი გრძელი სახელოებით, ყელთან კი თავისივე თხელი, ბაფთით; გაფუმფულებული შარვალი მაღალი სათავით, მაღალი წელით, რომელიც თხელი ქამრით იყო დაფიქსირებული შუაწელზე და „ჩარლის” სტილის სამოცდაათიანი წლის ქალბატონების ვარცხნილობა, რომელიც ნახევრად სპორტული და, ამავდროულად, საკმაოდ ქალური იყო. მაკგიბონის მორიგი ნაბიჯი ტრიკოტაჟული ნამუშევრები იყო – კლასიკური მამაკაცური პალტო და მამაკაცური პიჯაკები ადრეული „არმანის“ სტილში. ამ ჩაცმულობით ქალი, შეიძლებოდა, პოსტ-ემანსიპირებული ქალის ეპოქაში გამოცემული „ვოგის” ნებისმიერი ყდიდან გადმომხტარიყო. ეს იყო ეპოქა, როდესაც ქალი ცდილობდა, ეპოვა ნებისმიერი სამსახური, ამას ბიზნესს არქმევდა და ეს იყო მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა, მას ეკეთებინა.

როგორც ჩანს ჰანა მაკგიბონი ნაკლებად იზიარებს ყველა იმ ქალი დიზაინერის ხედვასა და გემოვნებას, რომლებმაც „ქლოეს” საკუთარი ხელწერა დაატყვეს წლების განმავლობაში. პოებე ფილო და სტელა მაკარტნი ის დიზაინერები იყვნენ, რომლებმაც კარიერა „გირლი”, „გოგოშკური” დიზაინით, ჯაჭვებიანი ჩანთებითა და ფერადი ფეხსაცმელებით დაიწყეს. მაგრამ დღეს, უკვე ოცდაათს გადაცილებულებმა, სულ სხვა მიმართულება აიღეს – ამ ახალგაზრდა პროფესიონალებმა სხვა ცხოვრება დაიწყეს.

იმ დღესვე, რაც ახალი დიზაინერი მოდის სახლში მივიდა, დაიწყო „ქლოეს” სახლის წმენდა ყოველგვარი რუშებისგან, პრინტებისგან, სასაცილო ჩანთებისგან, უზარმაზარი საბოებისა და პლატფორმებისგან, ანუ ყველაფერ იმისგან, რამაც ერთ დროს „ქლოე” ყველაზე „ჰიტ” მოდის სახლად აქცია. ჩანთებს ზედმეტი „ხელსაწყოები” და ლოგოტიპები მოშორდა, ფეხსაცმელები აღარ ჰგავდა ტროტუარების სარემონტო მოწყობილობებს, ისინი კარამელივით გემრიელი გახდა, რადგან მოსახერხებელი ძირი და ფორმა მოეძებნა.

კოკეტური, ჰაეროვანი კაბები, რომლებზეც ოდესღაც აქცენტს აკეთებდა „ქლოე” ახლა გაცილებით გაუხეშდა, დაემატა ქალაქური ელემენტები. კაბებმა უფრო მეტად შეიძინეს დასავლური ელფერი, ჩვენების მეორე ნაწილში კი პოდიუმზე ტყავისა და ხავერდის რამდენიმე კოსტიუმმა და ოქროსფერით გაფორმებულმა ჯინსმა გაიელვა.

ამ ჩვენებიდან გამოჩნდა, რომ ბრენდი გარკვეულ დიფერენციაციებს აკეთებს, თუმცა, რამდენ ახალ კლიენტს მოუყვანს ეს „ქლოეს”, რთული სათქმელია. მოდის სახლის საშემოდგომო შეთავაზება იგივეა, რასაც წარმოუდგენლად ბევრი მოდის სახლი, დიზაინერი თუ მულტიბრენდული მაღაზია სთავაზობს თავის მომხმარებელს. და მაინც, ეს ალბათ, არასწორი, ნაკლებად ბრძნული ნაბიჯი იყო მაკგიბონის მხრიდან, რადგან მსგავსი „ჯენტლმენური” კოლექციის წყალობით მან მჩქეფარე და გემოვნებიანი ახალგაზრდების დიდი არმია შეიძლება დაკარგოს.


скачать dle 11.3