კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა ჟურნალისტი „მის აზიის” მეუღლე ერთი დღით


მსგავსი სიყვარულის ისტორიების მოსმენისას სულ მახსენდება ფილმი „ბედისწერა“, როდესაც ორი ადამიანი აბსოლუტურად გაუთვალისწინებელ და თითქოს შეუძლებელ სიტუაციებში ხვდებიან ერთმანეთს და მათი სიყვარულიც ზღაპრულად ვითარდება. „ვიცე-მის აზიის“, ანი ხუციშვილისა და ბაჩი ჯანელიძის სიყვარულის ისტორიაც ასევე ძალიან უცნაურად დაიწყო. ბიჭმა გოგონას ფოტოები „ფეისბუქზე“ ნახა, დაურეკა და მოატყუა, ჟურნალისტი ვარ, თქვენგან ინტერვიუს აღება მინდაო... შეხვედრა დაინიშნა, თბილისის ცენტრში, საცობში გაჩერებულებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ მათი ავტომობილები ერთმანეთის გვერდით იდგა. გოგონაც მალე მიხვდა, რომ ბიჭი ჟურნალისტი კი არა, ფეხბურთელი იყო... ეს ისტორია ასე რომ არ ჰგავდეს ლამაზი ფილმის სცენარს, ვიტყოდი, ეს ფეხბურთელებისა და მოდელების ტიპური ურთიერთობაა-მეთქი, მაგრამ ბაჩის ორიგინალობა, ალბათ, ყველა მკითხველ ქალბატონში სასიამოვნო გრძნობებს გააღვიძებს.

წყვილის წელიწადნახევრიანი სიყვარულის ისტორია სავსე იყო სიურპრიზებით, ზღვის სანაპიროსთან რომანტიკული ვახშმებითა და კოცონით, საოცარი თაიგულებითა და ბევრი ჩხუბით, რაც მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი გრძნობის მოზღვავების გამო ხდებოდა. ქორწილის წინა პერიოდში ბაჩი და ანი ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ნერვიულობა ღირდა, რადგან 7 სექტემბერს, „კრუიზში“ მათი ზღაპრული ქორწილი შედგა. ყველაფერი რომ ასეთი ლამაზი ყოფილიყო, ამაში მთელი მონდომება, სული და გული ჩააქსოვა სიძის უმშვენიერესმა დედამ ქალბატონმა ლეილამ. „მარი გოლდის“ ულამაზესი თეთრი კაბა ანის მშვენიერი სხეულის მომხიბვლელობას კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს, ბაჩი კი „ავთანდილის“ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, როდესაც ისინი ქაშუეთის ეკლესიაში მოვიდნენ. ემოციური ჯვრისწერის შემდეგ წყვილმა ხელის მოსაწერად საგამოფენო ცენტრ „მუზის“ ხასხასა მწვანე ეზოში გადაინაცვლა და უკვე კანონიერად გაფორმდა მათი ქორწინება. ამ რიტუალს ახლდა რომანტიკული მუსიკა საქსოფონის თანხლებით, ცივი შამპანური და ყველაფერი იმისთვის, რომ გეთქვა – „ფილმი“ ლოგიკურად გრძელდება.

საღამოს 6 საათისთვის წყვილმა სტუმრების თანხლებით უკვე „კრუიზში“ გადაინაცვლა. ფოიერვერკი, თეფშის ტრადიციული გატეხვა და... ქორწილიც გახურდა! ყველაზე შთამბეჭდავი პირველი ცეკვა გამოდგა – აღმოჩნდა, რომ სიძე წლების განმავლობაში „სუხიშვილების“ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოცეკვავე იყო, სანამ არჩევანს ფეხბურთზე შეაჩერებდა. პროფესიონალიზმში არც პატარძალი ჩამორჩა და ცეკვა ნამდვილად გამოვიდა, ასეთ სილამაზეს ადამიანი იშვითად თუ ნახავს.

სანახაობა გემ „კრუიზის“ გემბანზე გაგრძელდა, საიდანაც სიძე-პატარძალმა და მათმა მეჯვარეებმა თეთრი და წითელი ფრანები ბაჩისა და ანის სამუდამო სიყვარულის ნიშნად ჰაერში გაუშვეს. ცეცხლმოკიდებულმა ფრანებმა დიდხანს იფრინეს და სტუმრების ოვაციები გამოიწვიეს. ამის შემდეგ კი ყველა სტუმარი ულამაზესად გაფორმებულ დარბაზში შევიდა და სკამებზე აღარავინ დამჯდარა – საცეკვაო მოედანი არც ერთი წუთით აღარ დაცლილა. საერთო მხიარულებაში თავისი წვლილი შეიტანეს „ნიჭიერის“ ფინალისტებმა, მოცეკვავეებმა გიორგიმ და ვერკამ, ასევე, უნიჭიერესმა მომღერლებმა, რომელთა შორის ვლად არამოვი და ყოფილი ჯეოსტარელი გიორგი კობაიძე იყვნენ. წყვილის უდიდესი სიყვარულითა და ბედნიერებით გაჯერებულმა და აღფრთოვანებულმა სტუმრებმა „კრუიზი“ გვიან ღამით დატოვეს, მეორე დღეს კი ნეფე-პატარძალი ტკბილ საქორწინო მოგზაურობაში ეგვიპტეში, ხურგადაში გაემგზავრა.

ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს ბაჩისა და ანის ბედნიერებას და უსურვებს, სიცოცხლის ბოლომდე ისე უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც, იმწამს, როდესაც ამბობდნენ: „თანახმა ვარ“!


скачать dle 11.3