კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოცნება ვერ აისრულა თათია თოფურიამ დასვენების დროს და როგორ ეგუება ის მეუღლის საზაფხულო ექსტრემს


ცნობილი ტელესახე, თათია თოფურია, ხანგრძლივი ტაიმაუტის შემდეგ დიდ ავიაციაში წავიდა. „იმედის” ყოფილი, პოპულარული ტელესახე „აირზენას” მარკეტინგის სამსახურში მუშაობს და ისევ ცხოვრების აქტიურ რეჟიმს დაუბრუნდა. ახლა ის შვებულებას და აგვისტოს ცხელ დღეებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ბათუმში ატარებს – ბათუმი მათი ოჯახის მთავარი საზაფხულო ქალაქია, აქ „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი საკუთარ თავს ფრენის უფლებას აძლევს, მისი მეუღლე კი ისეთ აკრძალვებსაც არ ემორჩილება, რასაც ზოგადად ყველგან და ყოველთვის იცავს.



თათია თოფურია: შვებულება ძალიან მიყვარს, მაგრამ, მიყვარს ხანმოკლე შვებულებები, როცა ეს დიდხანს გრძელდება, დაუსრულებელი დასვენებაც კი აუტანელი ხდება. შვებულება განსაკუთრებით მაშინ მიყვარდა, როცა „იმედში” ვმუშაობდი და საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მქონდა. მე და გიორგი ყოველთვის ვახერხებდით, რომ შვებულებები ერთდროულად დაგვეგეგმა და არდადეგები ბათუმში გაგვეტარებინა. ჩვენ აქ სახლი გვაქვს და ყოველთვის გვიყვარს აქ ჩამოსვლა. არც განსაკუთრებული სამზადისი არ გვიწევს, არც დიდი ჩანთებით არ მოვდივართ – მოგვაქვს მხოლოდ ტანსაცმელი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გვჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულში ბევრი არაფრის ჩაცმა არაა საჭირო, ჩვენი ბარგი საკმაოდ მცირეა ხოლმე (იცინის). ბათუმი არაა ისეთი ქალაქი, რომ რამის ყიდვა გაგიჭირდეს, სახლშიც ყველა საჭირო ნივთი გვაქვს, ასე რომ, შვებულებაში გასვლის წინ განსაკუთრებული სამზადისი არ გვჭირდება. სანამ წელს ბათუმში წამოვიდოდით, მე და ბავშვები აბასთუმანში ვიყავით დასასვენებლად, ახლა მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბეთ და აგვისტოს ცხელ დღეებს ბათუმში ვატარებთ.

– აბასთუმანში რატომ არ წამოვიდა თქვენი მეუღლე, ვერ აცდუნებთ მთით და ტყით, არ უყვარს მთაში დასვენება?

– გიორგის ძალიან უყვარს მთაში დასვენება, მაგრამ, მისი სამსახურებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, ამას ვერ ახერხებს და ჩვენს გრაფიკში ვერ ჯდება. სულ ამბობს, რომ სიამოვნებით წამოვიდოდა ჩვენთან ერთად მთაში, მაგრამ, არასდროს არ გვქონია ისეთი კლასიკური დასვენების საშუალება, რომ ყველას ერთად ორი კვირა მთაში გაგვეტარებინოს, მერე კი ზღვაზე წავსულიყავით. მე და ჩემი მეგობრები შვილებთან ერთად ხშირად დავდივართ ხოლმე ბაკურიანშიც, იქ ეგრეთ წოდებული „დევჩატნიკები” გვაქვს ხოლმე და მეუღლეებს მხოლოდ შაბათ-კვირას „ვიღებთ” (იცინის).

– შვებულების დროს თქვენი ყველაზე კარგი პარტნიორები ვინ არიან?

– ვისთან ერთად ისვენებ, ამას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა დასასვენებლად მივდივართ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ახლომახლო ჩვენი ორი-სამი მეგობარი მაინც იყოს. ბოლო წლებში ძალიან კარგ პარტნიორობას გვიწევენ ჩვენი შვილები. ისინი უკვე გაიზარდნენ და მათი ინტერესები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომ არა ბავშვები, აბასთუმანში მარტო, ალბათ, არ წავიდოდი. მაკინე 9 წლისაა და ძირითადად ჩვენთან ერთად არის ხოლმე, თეკლას კი თავის მეგობრებთან ურჩევნია ყოფნა. მას თავისი კომპანიონები ჰყავს, მაგრამ ჩვენი თვალთახედვის არედან არასდროს გადის. ბათუმში მეგობრები მეუღლეებით, ოჯახებით ვიკრიბებით და ერთად მშვენივრად ვატარებთ დროს. ჩემი მეუღლე შვებულების დროსაც უპრობლემო ადამიანია, მასთან ერთად დასვენება მეც და ბავშვებსაც ძალიან გვიყვარს.

– დასვენების დროს, ალბათ, კაცები ისევ პოლიტიკაზე საუბრობენ, ქალები კი მზეს ეფიცხებით?

– გიორგი და მისი მეგობრები არ მიეკუთვნებიან იმ პოლიტიკოსთა რიცხვს, ზღვის სანაპიროზეც პოლიტიკაზე რომ საუბრობენ, პირიქით, როდესაც ჩვენ ყველა ერთად ვიკრიბებით, უამრავი მსუბუქი თემა გვაქვს სასაუბროდ. გიორგი პლაჟზე ჩვეულებრივი დამსვენებელია, ვისვენებთ იმ მხრივაც, რომ ამ ქალაქში ზედმეტად გამოპრანჭვა არ გვჭირდება – გიორგი დღის საათებში შორტებითაც დადის. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან მოკლე შორტს ვერ ჩაიცვამს, მაგრამ, ბოლო დროს ვამჩნევ, რომ მისი შარვლის სიგრძე ცოტა მოკლდება, თუმცა, ეს ტენდენცია საღამოს საათებზე არ ვრცელდება (იცინის).

– ცოლ-ქმარს აქტიური დასვენება უფრო გიყვართ თუ პასიური?

– ხან – როგორ, ხან – როგორ, განწყობას გააჩნია, თუმცა, უფრო ხშირად მაინც აქტიურად ვისვენებთ. გიორგი არ არის კლუბებისა და ხმაურიანი გართობის მოყვარული, წყნარ კაფეში ურჩევნია იყოს მეგობრებთან ერთად და დაბალ ხმაზე ჩართულ მუსიკას მოუსმინოს, თუმცა, აქვს ისეთი გატაცებები, რაც აქტიურ დასვენებას ძალიან უხდება. გიორგი, ჩემგან განსხვავებით, ექსტრემალია, მას შეუძლია, ზღვაზე პარაშუტით იფრინოს, მე მეშინია და ამას ვერ ვბედავ, გიორგიმაც კი ვერ ამიყოლია ამაში, ასეთი რაღაცეები არ მიტაცებს (იცინის). მე მირჩევნია, მივეფიცხო მზეს და გავირუჯო, რაც გიორგის თითქმის არ აინტერესებს. კაცების უმრავლესობა, ქალებისგან განსხვავებით, დიდხანს ვერ ძლებს მზეზე, ამ მხრივ მე ნამდვილი რეკორდსმენი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ტელევიზიით აცხადებენ, საშინელი გამოსხივებაა და დიდხანს არ გაატაროთ დრო მზეზეო, მე ამ აკრძალვებს არ ვემორჩილები. იმდენად ლამაზია გარუჯული სხეული, რომ ამაზე უარს ვერ ვიტყვი. გიორგის ქოლგის ქვეშ ურჩევნია ჯდომა, სამაგიეროდ, მისი გატაცება ცურვაა.

– კარგად ცურავს?

– გიორგი ნამდვილად კარგად ცურავს, რასაც ვერ ვიტყვი საკუთარ თავზე. ერთხელ, გადაწყვიტა, ჩემთვისაც ესწავლებინა ცურვა, თვითონ კარგი ინსტრუქტორი იყო, მე კი ვერ აღმოვჩნდი კარგი მოსწავლე, რაღაცნაირად, არ მოვინდომე, რომ ცურვა მესწავლა. სამაგიეროდ, თეკლა და მაკინე ცურავენ კარგად. მე ოჯახის ერთადერთი წევრი ვარ, რომელიც დავიჩაგრე, მხოლოდ აუზში ვბედავ ცურვას, სადაც ზუსტად ვიცი, რომ ფსკერი ფეხქვეშ არ დამეკარგება.

– უცხოეთის ცნობილ კურორტებზე არ გაგიტარებიათ შვებულება მეუღლესთან ერთად?

– არა, არც კანში არ ვყოფილვართ და არც ნიცაში. ბავშვები პატარები იყვნენ და იოლად ვერსად ვერ მიგვყავდა. მაინც უფრო ბათუმს უკავშირდებოდა ჩვენი ყველა ზაფხული. ქალებს ფანტაზია მრავალფეროვანი გვაქვს და დასვენებასთან დაკავშირებითაც ბევრი რამ შეიძლება ინატრო, მაგალითად, კარგ, საინტერესო კრუიზში წასვლა, მაგრამ, ასეთი ოცნებების ასრულებას ბევრი რამ სჭირდება (იცინის). უცხოეთის კურორტებზე არა, მაგრამ, როცა გიორგი უცხოეთში მიდის საქმიან ვიზიტზე, ხანდახან, მე, როგორც თანმხლები პირი, მივდივარ ხოლმე მასთან ერთად. ბევრი ევროპული ქალაქი გვაქვს ერთად მოვლილი, მაგრამ დასვენება არ ხერხდება – იქ იმდენი რამ არის სანახავი, დასვენებისთვის სად გცალია? მე ძალიან მიყვარს ფეხით სიარული, შემიძლია, დაუსრულებლად ვიბოდიალო ქუჩებში, რეკორდიც კი მოვხსნა. გიორგი არაჩვეულებრივი კომპანიონია, „შოპინგზეც“ კი შეუძლია, წყნარად, მშვიდი სახით იაროს და ჩანთებიც ატაროს (იცინის).

– მოგზაურობის დროს ტრანსპორტის რომელ სახეობას ირჩევთ?

– ქალაქიდან ქალაქში გადასასვლელად, რა თქმა უნდა, ყველაზე მოხერხებული ავტომობილია, მიყვარს ევროპის ქალაქების ტრამვაი, ჩქარი მატარებლითაც მიმგზავრია – სტრასბურგიდან პარიზამდე ვიმგზავრე და ძალიან მოვიხიბლე. გემითაც მომიწია მგზავრობა – ერთ-ერთი გადაღების დროს, ათენიდან ორი საათის სავალზე მდებარე პატარა კუნძულზე ჩავედით, იმის მიუხედავად, რომ წყალი არაა ჩემი სტიქია, გემით მგზავრობა მომეწონა, თუმცა, ყველა ტრანსპორტს მაინც თვითმფრინავი მირჩევნია, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია.

– თვითმფრინავების სიყვარულით ხომ არ მოხვდით დიდ ავიაციაში? მეუღლე როგორ შეხვდა ცოლის ტელევიზიიდან ავიაციაში გადაბარგებას?

– გიორგი მშვენივრად შეხვდა ჩემს ამ გადაწყვეტილებას. ის ქმრების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც თვლის, რომ ქალმა აუცილებლად უნდა იმუშაოს და თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, გიორგიც ძალიან იყო მოწადინებული, რომ მუშაობა დამეწყო საკმაოდ ხანგრძლივი ტაიმაუტის შემდეგ. როცა ადამიანი ცხოვრების აქტიურ რეჟიმს ხარ შეჩვეული, უმუშევრად ყოფნა ძალიან რთულია და მეც ძალიან გამიჭირდა ბოლო პერიოდის გადატანა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდება.


скачать dle 11.3