კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აცდუნა იმედა არაბული შორენა ბეგაშვილმა და რას დაემშვიდობა ის


მსახიობ იმედა არაბულს ცხოვრების დატვირთული პერიოდი აქვს. მის ცხოვრებაში ყველაფერი ერთად ხდება – „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემის წამყვანი ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ემზადება, თეატრში ახალი სპექტაკლის რეპეტიციებს გადის, სულ ახლახან კი გადაიღეს ფილმში „მამაჩემის გერლფრენდი“, რომელსაც მაყურებელი პირველად შემოდგომაზე იხილავს. იმედა ამ ფილმში ბანკის საკრედიტო სამსახურის უფროსის როლს თამაშობს, რომელიც მამის გერლფრენდთან სასიყვარულო კავშირის გამო, ბევრ ხიფათიან ისტორიაში ეხვევა.


იმედა არაბული: ახლა ცხოვრების ისეთი აქტიური პერიოდი მაქვს, როცა ყველაფერი ერთად ხდება, დასასვენებლად საერთოდ ვერ მოვიცალე. მთელი აგვისტო აქ გავატარე – 2 აგვისტოს დავიწყეთ ფილმის გადაღება, რომელიც 19 აგვისტოს დასრულდა, მერე რეპეტიციებიც განახლდა თეატრში, 2 ოქტომბრისთვის „სირანო დე ბერჟერაკს“ ვდგამთ. უკვე „რუსთავი 2-შიც“ მეწყება დილის ეთერი. ამის მიუხედავად, კიდევ სიამოვნებით ვითამაშებდი ახალ ფილმში, თუკი შემომთავაზებს ვინმე. მთელი ზაფხული ჩემს საქმეს შეეწირა, მაგრამ არ ვწუწუნებ – მომავალ წელს დავისვენებ. ბოლო ორი წელია, რაც სტაბილურად დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობ და ძალიან მომწონს. იყო ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდები, როცა საერთოდ არაფერს ვაკეთებდი. იმდენად ცუდად ვიყავი, ჩემი პროფესიისთვის თავის დანებება და უცხოეთში წასვლაც კი მინდოდა. სამუშაო რომ არ იყო, შესაბამისად, შემოსავალიც არ მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო ლოგინად ჩავვარდი და სახლიდან არ გამოვდიოდი, თუმცა იმ პერიოდის გადატანა მართლაც რთული იყო. ვცდილობდი, არ შემტყობოდა, მაგრამ შინაგანად ძალიან ცუდად ვიყავი. მაშინ იმასაც ვფიქრობდი, ალბათ, არ ვვარგივარ, როგორც მსახიობი და ამიტომ არავის ვჭირდები-მეთქი. ბევრ ასეთ ცუდ რამეს ვფიქრობდი საკუთარ თავზე, მაგრამ ამ პროფესიას რომ ვერ შეველეოდი, ეს ნამდვილად ვიცოდი. როგორც ჩანს, თეატრის მტვერი უკვე კარგად ჩავყლაპე (იცინის).

– „უძრაობის ხანა” როგორ დაძლიე?

– ცხოვრებამ მომცა შანსი – იყო კარგი პროექტი „დასი”, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს: ეს შენი ბოლო შანსია-მეთქი. პროექტში გამარჯვებული რუსთაველის თეატრში ხვდებოდა, მე ვერ გავიმარჯვე პროექტში, შესაბამისად, ვერ მოვხვდი რუსთაველის თეატრში, მაგრამ სამაგიეროდ, მოვხვდი ძალიან კარგ თეატრში, კარგ დასთან და კარგ რეჟისორთან. დათო დოიაშვილთან მუშაობა, ძალიან დიდი კომფორტი და სიამოვნებაა მსახიობისთვის. რომ არა ის შანსი, არ ვიცი, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება. ძველებურ რეჟიმს, ალბათ, ვერ გავუძლებდი და ამ ქვეყნიდან წავიდოდი, ალბათ, სხვა საქმეში გადავიდოდი და არ ვიცი, რა იქნებოდა.

– სხვა საქმეშიც ხომ მოხვდი, „რუსთავი 2-იც“ ცხოვრების შანსი იყო? ტელევიზიამაც ისე ჩაგითრია, როგორც თეატრმა?

– ტელევიზიაც საკმაოდ საინტერესო საქმე აღმოჩნდა. ეს არ არის მხოლოდ შემოსავლის წყარო ჩემთვის. ვერ ვიტყვი, რომ ტელევიზიამ თეატრზე მეტად ჩამითრია, მაგრამ ის, რასაც დღეს „რუსთავი 2-ში“ ვაკეთებ, უკვე ძალიან მომწონს. იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტიკისგან ძალიან შორს ვიყავი, ტელევიზიაში მუშაობა სულ მინდოდა. როცა დამირეკეს და ქასთინგში მონაწილეობა შემომთავაზეს, ტელევიზიაში დამხვდა ძალიან ბევრი ბიჭი. პირველ დღეს ყველაფერი ცუდად ჩავატარე, პირველად ვნახე სუფლიორი, რომელზე ტექსტის წაკითხვასაც ვერ ვასწრებდი, ბევრმა ხალხმა და კამერებმაც ჩამკეტა. საერთოდ, არ ვარ ისეთი ტიპი, რომელიც იოლად იკეტება, პირიქით, ვცდილობ, ყველაფერი მოვირგო, შევეგუო, მაგრამ იქ რა დამემართა, დღემდე არ ვიცი. დღემდე მადლიერი ვარ ნინო არაზაშვილის, რომელიც ძალიან მგულშემატკივრობდა. არ ვიცი, რა დაინახეს ნინომ და გოგი გეგეშიძემ ჩემში. მე ვიყავი ქასთინგზე მისული, წვერებიანი ბიჭი, რომელმაც ვერაფერიც ვერ გააკეთა, მაგრამ მეორე შანსი მაინც მისცეს. იმ ღამეს ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე და ვლანძღე, ამან გაჭრა. მეორე დღეს ტელევიზიაში მივედი წვერგაპარსული და ისეთი რამეები გავაკეთე, საკუთარი თავის გამიკვირდა. იმ დღეს წვერსაც დავემშვიდობე და ძველ ცხოვრებასაც (იცინის).

– ახალ ფილმზე მოგვიყევი, როგორი გამოვიდა „მამაჩემის გერლფრენდი”?

– ამას მაყურებელი შეაფასებს, მაგრამ ვფიქრობ, კარგი ფილმი გამოვიდა. საერთოდ, მე არასდროს არ ვარ კმაყოფილი ჩემი ნამუშევრით, ძალიან თვითკრიტიკული ვარ, რაც, საბოლოო ჯამში, მეხმარება ხოლმე. ამას წინათ ვამბობდი, შეიძლება, პრემიერაზე ვერც მივიდე, ან თუ მივალ, მოვკვდები, რამე ისე რომ არ მქონდეს გაკეთებული, როგორც უნდა გამეკეთებინა-მეთქი. ჩემთვის ეს იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. აქამდე სამ მოკლემეტრაჟიან ფილმში ვარ გადაღებული. კინოხერხები ჩემთვის კარგად ნაცნობი არ იყო, ალბათ, ამიტომ, გადაღებების დროს ძალიან ვღელავდი. ფილმში მე ბანკის საკრედიტო განყოფილების უფროსი ვარ და მამაჩემს ჰყავს გერლფრენდი, რომლის როლსაც სოფო სეფისკვერაძე თამაშობს. ფილმში გამოკვეთილი მთავარი როლი არ არსებობს, ყველა როლი მნიშვნელოვანია. ძალიან საინტერესო როლი აქვს შორენა ბეგაშვილს. ის არის კერძო დეტექტივი თამუნა, რომელსაც დაიქირავებს დათო ქაცარავას გმირი იმისთვის, რომ უთვალთვალოს თავის ცოლს, რომელიც ჩემი საყვარელია. სიუჟეტში ძალიან ჩავიხლართეთ, ბევრი სასიყვარულო ინტრიგა ტრიალებს ჩვენს ირგვლივ, რაშიც მეც მომიწია გახვევა.

– ინტიმურ სცენებშიც მოგიწია გადაღება?

– არა, კოცნას არ გავცდენილვართ, ღრმა წიაღსვლები არ გვაქვს. ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა გადაგვეღო შიშველი ქალები, იმიტომ რომ ბევრი მაყურებელი მოსულიყო. ჩვენ გვინდა, ხალხს შევთავაზოთ კარგი ფილმი. ეს არის ბლოკბასტერი, კარგი იუმორით, კრიმინალით, სროლით, სასიყვარულო სამკუთხედებით, გაი რიჩისა და ტარანტინოს ჟანრის ფილმს ჰგავს. მაგალითად, ჩემი გმირი, ყაჩაღობაზეც კი მიდის, როცა ბანკიდან გააგდებენ. ამის გამო დეპრესიაში ვარდება და ყველაფერზე თანახმაა. ფინალში მას დაჭრიან, მაგრამ იქამდე გოგონებთან ერთობა კარგად. მართალია, ძალიან ბევრი ფული არ აქვს, მაგრამ რაც აქვს მექალთანეობისთვის ყოფნის (იცინის).

– როგორც ვიცი, ფილმში კერძო დეტექტივი შორენა ბეგაშვილი შენს ცდუნებას ცდილობს.

– ეს იყო ცდუნება საქმიანი გარიგებით. შორენა ცდილობს, ჩემთან, გარიგებაში შემოვიდეს. მთავაზობს „სდელკას” და მხვევს ინტრიგაში. კერძო დეტექტივს უნდა, რომ დაითრიოს ფული, ამისთვის ჩემგან ინფორმაციის მიღება სურს. ორმაგი თამაში მიდის ჩვენს შორის – დეტექტივი რაღაცას მთავაზობს და მატყუებს, მეც ვთანხმდები, მაგრამ მისი მოტყუება მინდა და იმაზე ვფიქრობ, დეტექტივი როგორ გავაცურო (იცინის).

– რეალურადაც ასე იოლია შენი ცდუნება და შენი პირადი ცხოვრებაც ისეთი მრავალფეროვანია, როგორც „მამაჩემის გერლფრენდში”?

– ხომ იცი, თავი არაფერზე არ უნდა დადო. ბევრი არ ცდილობდა ჩემს შეცდენას, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც იყო და ძირითადად მაშინ, როცა მე თავადაც მინდოდა, რომ ცდუნებული ვყოფილიყავი (იცინის). ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი პირადი ცხოვრებაც ისეთი მრავალფეროვანი და მჩქეფარეა, როგორც ფილმში. ახლა ისე ვარ ჩართული საქმეში, სიყვარულისა და გადარევისთვის არ მცალია. სულ თეატრში ვარ, მართალია იქ ბევრი ლამაზი კარგი გოგოა, მაგრამ მეგობრები და კოლეგები არიან (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ „მარტოობის ასი წელი” მაქვს, მაგრამ რეალურად სიყვარულის გარეშე ვცხოვრობ. ჩემი ბოლო სიყვარული დასრულდა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა.

– ძალიან პრეტენზიული და მკაცრი ხომ არ ხარ ქალებთან?

– არ ვიცი, რატომ მიმუხთლა ამ მხრივ იღბალმა (იცინის). ძალიან პრეტენზიული არ ვარ, მაგრამ არის რაღაცეები, რომელიც არ მომწონს და ამის შესახებ შეიძლება, ვუთხრა კიდეც ადამიანს, ვისაც ვხვდები, მოდი, ასე ნუღარ გააკეთებ-მეთქი. მინახავს სუფრასთან მამაკაცი, რომელსაც გვერდით ვულგარულად გაშიშვლებული ქალი უზის, მე ასეთი კაცები ცოტა არ იყოს მეცოდებიან. ქალმა პატივი უნდა სცეს კაცს და მასთან ერთად არ უნდა გაშიშვლდეს საზოგადოებაში. მე მგონი, აქამდე არ მივიყვან ჩემს პირად ურთიერთობას და არც ისეთ ქალთან მექნება რამე, რომელთანაც აკრძალვები დამჭირდება. მე სიყვარულშიც მაქსიმალისტი ვარ, თუმცა შეყვარებულობის დროსაც მყარად ვდგავარ მიწაზე, არც დავფრინავ და არც ლექსებს ვწერ.

– მთიული კაცი და ასე პრაგმატული?

– ასეა, ჩემი წინაპრები ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთადან არიან, რომელიც უშგულის მერე ყველაზე მაღალი სოფელია საქართველოში. ჩვენი სოფლის უკან უკვე ცნობილი ჭიუხებია. ჯუთაში ხშირად ვერ დავდივარ, მაგრამ მთლად ტყემალზე კი არ ვზივარ. ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ქართული ხასიათი მაქვს და მთა არაფერ შუაშია. ქალმა კაცს პატივი რომ უნდა სცეს, ამაში გასაკვირია რამე?! კარგია თანამედროვე ყოფა, მაგრამ რაღაც-რაღაცეებს მოფრთხილება უნდა. ქართველები ხომ იცით, როგორი სნობები ვართ, თან გვგონია, რომ ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადი. ვერ ვიტან, როცა ადამიანები საკუთარი „ბრწყინვალებების” გამოფენებს აწყობენ.

– უკვე მამაკაცისთვის სოლიდურ ასაკს უახლოვდები, მაჭანკლების შემოტევები არ გაქვს?

– 29 წელი სოლიდურია? ჩემამდე ჯერ არც ერთი მაჭანკალი არ მოსულა. ალბათ, სადღაც შუა გზაზე ჩერდებიან. შეიძლება, მაჭანკლები არიან, მაგრამ ჩემები ჩემამდე არ უშვებენ, რადგან იციან ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. არ მესმის, სხვამ როგორ უნდა მირჩიოს ვინ შემიყვარდეს? რას ნიშნავს, ეს გარიგება? ალბათ, მაჭანკლებსაც აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩემამდე არ მოუღწევია, დამანახვონ ბატონო და მერე ვიფიქრებ ამაზე (იცინის).

– სანამ მაგ ტექნოლოგიებს გაეცნობი, ცხოვრებას რით იხალისებ?

– მეგობრებით, ბილიარდის თამაშით, ქეიფით. დიდი მსმელი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, ახლო მეგობრებთან ურთიერთობებში დიდი პაუზები არ მქონდეს. მე მიყვარს ახლობელ ადამიანებთან ერთად ჩაჯდომა, საუბრები ქალებზე, მანქანებზე, სხვა კაცურ თემებზე. ვერ ვიტან, „პერო“ სიტუაციებს. მე თავადაც არასდროს არ მჭირდება „პერო”. რეალურად რაც ვარ, ის ვარ ყველგან.


скачать dle 11.3